დისნეის პრინცესები ამ ორიგინალური პირბადეებით მხატვარმა დეივ სალამანსამ დახატა .
კონკიამ, ნიღბის ნაცვლად, თავისი ბროლის ქოში გამოიყენა. მისი მოწესრიგებულობიდან გამომდინარე, ეჭვიც არავის ეპარება, რომ ქოში სათანადოდაა დეზინფიცირებული.
როგორც ხედავთ, ჟასმინმა ჯადოსნური ლამპრიდან ჯინი გამოაძევა და ლამპა პირბადედ აქცია.
როგორც ყველასათვის ცნობილია, ელზამ მთელი ციხე-კოშკი ააშენა ყინულისგან, ასე რომ რა უშლის ხელს, მორჩენილი ყინულისგან პირბადეც რომ დაამზადოს?
მულანმა პირბადის ნაცვლად მედალიონი გამოიყენა - ეს შეიძლება ეფექტიანი არაა, მაგრამ ლამაზი და სტილური ნამდვილადაა.
გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო - ფიფქიამ, არც მეტი არც ნაკლები, ნიღბად თრითინა გამოიყენა. იმედი გვაქვს, რომ ცხოველების უფლებადამცველებთან პრობლემები არ შეექმნება.
მეგობრების დახმარებით ისარგებლა ბელმაც. გახსოვთ პატარა ჩიპი? სწორედ ის ეხმარება ბელს კორონა ვირუსისგან თავის დაცვაში.
რაპუნცელი ამყარებს გამოთქმას „ყველაფერი საკუთარი თან უნდა ატარო“, მისთვის თავისი თმა საუკეთესო ნიღაბია.
მოანა, როგორც ოკეანის რჩეული, უპირატესობას ნიჟარას ანიჭებს.
არიელიც ნიჟარას ირჩევს პირბადედ, თუმცა დააკვირდით, მისი სამოსიდან რამეს ხომ არ გაგონებთ? თუ კარანტინი მსხვერპლს მოითხოვს?
და ბოლოს, ავრორა, რომლის ნაბიჯიც ყველაზე თამამი გამოდგა - ამჯერად მსხვერპლი მისი ყუთი გამოდგა, სამაგიეროდ გოგონა ყოველი მხრიდან საიმედოდაა დაცული.