ფანქარი ბოლოკაბა - რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

საკნატუნო ამბები

9 ივნისი 18:00

როგორც სტილისტები გვარწმუნებენ, სწორად შერჩეული ფანქარი ბოლოკაბა ყველა ქალს უხდება.

თუმცა უამრავი ქალი ფიქრობს, რომ ეს სტილი მათი სხეულის ნაკლოვანებას ხაზს გაუსვამს, ზოგიერთი კი ზედმეტად არაკომფორტულად მიიჩნევს, რაშიც, სამწუხაროდ, არის სიმართლის მარცვალი. ფანქარი ბოლოკაბა არაა ის სამოსი, რაშიც თავს თავისუფლად იგრძნობთ. თუმცა, იგი ქალს სექსუალურობას, თავდაჯერებულობას და რწმენას მატებს, მეტიც, სიმკაცრესაც კი, როცა ეს საჭიროა. ამიტომაც ის საქმიანი ქალის გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.


მაშ ასე: რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?


ზომა


პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზომას, რადგან ეს ბოლოკაბა არც ერთ შეცდომას არ პატიობს ქალებს. ის აუცილებლად ფიგურაზე ზუსტად მორგებული უნდა იყოს.


სიგრძე


ამ ბოლოკაბის ზოგიერთი მოდელი ზედმეტად მოკლეა, ზოგიერთი კი - თითქმის კოჭამდე. მისი ყველაზე პოპულარული ზომა მუხლს ოდნავ ქვემოთაა.


ფერი


აჯობებს, სავსე გოგონებმა უფრო მუქი ფერების ფანქარი ქვედაბოლო ატარონ, რათა დამალონ მოცულობა, თუმცა ზედა პირიქით, შესაძლებელია ნათელი ფერის იყოს. თუკი გსურთ, ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდეთ, კლასიკური ფერების ან ვერტიკალურზოლიანი ბოლოკაბა შეარჩიეთ.


დიზაინი


თუკი გემრიელი ფორმებით ვერ იწონებთ თავს, მაშინ ატარეთ მაღალწელიანი ქვედაბოლოები მუხლს ოდნავ ქვემოთ. შესაძლებელია ჯიბეებიანი ვარიანტიც სცადოთ - ეს ხომ 2020 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდია. ხოლო თუკი პირიქით, „გაბარიტების“ ვიზუალურად შემცირება გსურთ, მაქსიმალურად მარტივ და დეტალების გარეშე მოდელზე გააკეთეთ არჩევანი.


მასალა


ტყავი, ტრიკოტაჟი, ლაკი და ვინილი ვიზუალურად უფრო ზრდის ფორმებს. ჯინსისგან და ასევე არაპრიალა ტყავის მასალისგან შეკერილი ქვედაბოლოები კი პირიქით, თითქმის ყველას უხდება.


რაც შეეხება 2020-ის ტრენდებს, წელს ფანქარი ქვედაბოლო განსაკუთრებით მოდურია ტრენჩებთან, ჯინსის ქურთუკებთან, ჩექმასთან, დიდსახელოებიან ან აბრეშუმის ნაზ ბლუზებთან. აქვე, არ დაივიწყოთ კონტრასტებიც - მიუხედავად იმისა, რომ თავად ფანქარი ქვედაბოლო ბიზნესლედობასთან ასოცირდება და, შესაბამისად, საოფისე მკაცრ დრესკოდთან, წელს, ის ბიზნეს-ქეჟუალ სტილში ფერების კონტრასტებსაც იტანს.

NEW

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად და გემრიელად

როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, რაც თავში მოგვდის, არის ის, რომ გემრიელ კერძებს უნდა დავემშვიდობოთ. შემწვარ-მოხრაკული, ტკბილეული, სასუსნავები - უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს ყველაფერი ყოველდღიური რაციონიდან?
NEW

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ.
დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სად ვიყიდოთ იდეალური კლიმატი?

ჰაერის დატენიანება და იონიზაცია ეს ის ტერმინებია, რომლებსაც იდეალური კონდიციონერის აღწერის დროს აუცილებლად გაიგებთ. მასზე ბევრს ლაპარაკობენ და ჰაერის კონტროლის ტექნიკასაც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ.
დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მოზრდილებში, 2 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტული კომპანია Roche-ს წარმოებული მედიკამენტია, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ პირველი და ერთადერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
FUN-ტესტი

მოკლე სექს-ტესტი - როგორია თქვენი სექსუალური მადა?

თქვენ წინაშეა ფოტო 8 კვადრატით. თითოეულ კვადრატში ერთი ფიგურაა. კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, ქვემოთ კი წაიკითხეთ, თუ რაზე მიუთითებს თქვენი არჩევანი. 
დღის ჰოროსკოპი

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?