იმის მიხედვით, თუ რას დაინახავთ პირველს ნახატზე, შესაძლებელია, განსაზღვროთ, თუ როგორი ტიპის მამაკაცი შეძლებს თქვენს გაბედნიერებას.
თუკი პირველად დაინახეთ ჩიტი
თქვენ შეგეფერებათ სერიოზული მამაკაცი, „სწორი“ ტიპი, რომელიც გაგანებივრებთ საჩუქრებით, დასვენებებით, რომელიც თქვენს ყველა ხარჯს გადაიხდის და თავისი „ფრთის“ ქვეშ დაგიფარავთ.
თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ: ასეთ მამაკაცს დომინირება უყვარს, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩამოგაშოროთ სამსახურს ან საყვარელ მეგობრებს.
დაუმტკიცეთ მას, რომ დამოუკიდებელი, რეალიზებული ქალი ხართ და არა - სუსტი და დაუცველი არსება.
თუკი პირველად დაინახეთ სახე
გახსნილი, საინტერესო, შემოქმედებითი და კეთილი ადამიანი შეგეფერებათ. ეს ადამიანი მოხიბლავს ყველას თავის გარშემო თავისი ქარიზმითა და გულკეთილი ღიმილით, ამიტომაც გააკეთებს ყველაფერს, რათა თქვენი ცხოვრება ნათელი და ფერადი იყოს.
თუკი პირველად დაინახეთ ყვავილები
გჭირდებათ უფრო მოკრძალებული, უპრეტენზიო ტიპაჟი, რომელიც იზრუნებს თქვენზე და ოჯახზე.
მაგალითად, მას არ ეყვარება თავგადასავლები ან გრძელვადიანი მოგზაურობები, რადგან ურჩევნია დასვენების დღეები სახლში, ოჯახის გარემოცვაში გაატაროს. ამ ადამიანს არ აშინებს მძიმე სამუშაო, განსაკუთრებით მაშინ, თუკი თქვენთვის რაიმე საჩუქრის გაკეთებაზე მიდგება საქმე.