პანდემიის დასაწყისიდან 8 თვე გავიდა - ინფექციონისტი ვირუსის შედეგებს აჯამებს

INTERNET დაიჯესტი

27 აგვისტო 16:53, 2020 წელი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პანდემიის დაწყებიდან 8 თვეს აჯამებს. მისი დაკვირვვებით, კოვიდით დაავადებულებს განვითარებად ქვეყნებში უფრო კარგად უვლიან და მკურნალობენ, ვიდრე მსოფლიოში მედიცინის საუკეთესო დონის მქონე ქვეყნებში.

„კორონა პანდემიის დასაწყისიდან 8 თვე გავიდა. ამ პერიოდის შეჯამებით გარკვეულ ტენდენციებზე უკვე შეიძლება ლაპარაკი (თუმცა, რა თქმა უნდა, პანდემიის დასრულებამდე ეს ტენდენციები ჯერ კიდევ დრამატულად შეიძლება შეიცვალოს). მაგალითად, აშკარად გამოიკვეთა სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლები განვითარებულ ქვეყნებში.


თუ დიაგნოსტირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის პროცენტს (case fatality rate – CFR) შევხედავთ ქვეყნების მიხედვით, პარადოქსულ მაჩვენებლებს ვნახავთ. ცალკეული გამონაკლისების გარდა, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კოვიდის დიაგნოზის მქონეთა სიკვდილის პროცენტი ძალიან მაღალია. მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა დიდი ნაწილი სწორედ ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე და აშშ-ზე მოდის.


ამის ახსნას სხვადასხვა ფაქტორებით ცდილობენ, მაგალითად, იმით, რომ განვითარებად ქვეყნებში აღრიცხვიანობა ცუდად წარმოებს. შემთხვევათა საერთო რაოდენობა მართლაც შეიძლება აღრიცხვიანობის პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ, სიკვდილობის მაჩვენებელს ეს ფაქტორი ვერ ახსნის. ძნელად წარმოსადგენია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი და ა.შ. მალავდნენ გარდაცვლილებს. არადა, სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, მართლაც უცნაური განსხვავებაა - სიკვდილობის მაჩვენებელი იტალიაში 13.5%, დიდ ბრიტანეთში 12.6%, საფრანგეთში 12%, ბელგიაში 11.9% და ა.შ., ხოლო მეორეს მხრივ, ბანგლადეშში 1.35%, აზერბაიჯანში 1.45%, სომხეთში 2%, თურქეთში 2.4% და ა.შ.


ხომ წარმოუდგენელია, რომ ამ უკანასკნელ ქვეყნებში კოვიდით დაავადებულებს უფრო კარგად უვლიან და მკურნალობენ, ვიდრე მსოფლიოში მედიცინის საუკეთესო დონის მქონე ქვეყნებში. სიკვდილობის მაჩვენებლების ასეთ განსხვავებას კიდევ უფრო უცნაურს ხდის ის ფაქტი, რომ განვითარებად ქვეყნებში უფრო ცუდად კონტროლირებადია და მაღალია იმ დაავადებების გავრცელება, რომელთა არსებობა ზრდის კოვიდ ასოცირებული სიკვდილის რისკს, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი და ა.შ.


ზოგიერთები სიკვდილობის მაჩვენებლების ამ განსხვავების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებში მაღალია ხანდაზმულთა პროცენტი და როგორც ვიცით, ამ ასაკობრივ ჯგუფში მეტია გართულებების და სიკვდილის რისკი. ეს შეიძლება გამოდგეს არგუმენტად, თუმცა, თუ გავიხსენებთ იაპონიას, სადაც ხანდაზმულთა პროცენტული წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ხოლო კოვიდით სიკვდილობა დაბალი, ეს არგუმენტიც ნაკლებ დამაჯერებელი ხდება.


იმ განვითარებად ქვეყნებს შორის, რომელთაც სიკვდილობის დაბალი მაჩენებლები აქვთ, სხვათა შორის ის ქვეყნებიცაა, რომლებმაც არ გაატარეს ან მცირე მასშტაბით გამოიყენეს კარანტინის და ჩაკეტვის ღონისძიებები, მაგალითად, მიანმარი და კამბოჯა.


მაღალი და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის ამ განსხვავების ასახსნელად ალბათ ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალ დონეზე აქვს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების სისტემა. სიკვდილობის მაჩვენებლები კი სწორედ ამ დაწესებულებების ბინადართა შორის არის ძალიან მაღალი. მაგალითად, აშშ-ში დაახლოებით 17,000 ასეთი ტიპის დაწესებულებაა და მათში აგვისტოს დასაწყისის მონაცემებით, კოვიდის დიაგნოზი დაესვა დაახლოებით 400,000 ადამიანს, რაც კოვიდის საერთო შემთხვევების 8%-ია, ხოლო ამავე დაწესებულებებში ლეტალურად დასრულებული შემთხვევების წილი აშშ-ში კოვიდით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 41%-ია. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიკვდილობის ამხელა პროცენტი დასავლეთის ქვეყნებში მნიშვნელოვნად იყო განპირობებული ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების (მათ შორის მოხუცთა სახლების) მაჩვენებლებით.


იმედია, ამ ქვეყნების ეს ცუდი გამოცდილება ბევრ რამეს გვასწავლის, რაც უნდა გავითვალისწინოთ მომავალი ეპიდემიების დროს. ინფექციის კონტროლის პრინციპების დაცვა სამედიცინო და განსაკუთრებით ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ყველა ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემად რჩება და მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს“, - წერს ბუწაშვილი.


ცნობისთვის, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?