ფილმის მთავარი გმირები ნინი და დათა, ჯადოქარ ზაუტასა და კომპიუტერის დახმარებით, თამარ მეფის დროში აღმოჩნდებიან და საქართველოს ისტორიის აქტიური მონაწილეები ხდებიან. ფილმი წარმოადგენს ანიმაციური სერიალის ,,მოგზაურობა ისტორიაში” ბოლო სერიას. ფილმის ავტორები - გია ლაფაური და ირაკლი მახარაძე. მთლიანი სერიალი, რომელშიც შედის: არგონავტები, ფარნავაზი, რომაელები საქართველოში, ფარსმან ქველი, ქრისტიანობა საქართველოში, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებლი, დიდგორის ბრძოლა, ჩაწერილია ორ DVD დისკზე და იყიდება.