პირველად ისტორიაში: Hyundai ქრაშ-ტესტს, მანეკენის ნაცვლად, ადამიანზე ატარებს!
მძღოლის როლში 40 წლის კასკადიორი მარტინ ივანოვია. მან Hyundai Solaris 64 კმ/სთ-მდე ააჩქარა და ბეტონის ბარიერს შეასკდა. კრაშ-ტესტს მაღალსიჩქარიანი კამერით (1000 კადრი/წამში) იღებდნენ. მძღოლი არ დაზიანებულა და ავტომობილიდანაც დამოუკიდებლად გადმოვიდა.