უჩვეულო შეფერილობის ორი ჟირაფი Hirola Conservation Program-ის რეინჯერებმა კენიის ჩრდილო-დასავლეთით, ნაკრძალში შეამჩნიეს. მათი თეთრი შეფერილობა (დედა სავსებით თეთრია, მის ნაშიერს კი ლაქები ოდნავ ეტყობა) ლეიკიზმით არის გამოწვეული. ეს მუტაცია ცხოველებში ტყავის და ბეწვისპიგმენტაციის ნაწილობრივ დაკარგვას იწვევს. ლეიკიზმსა და ალბინიზმს შორის სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს უკანასკნელი თვალების შეფერილობაზეც მოქმედებს: ლეიკიზმიანებს შესაძლოა მუქი ფერის თვალები აქვთ, ალბინოსებს კი უფრო ხშირად ვარდისფერი თვალები გააჩნიათ.