ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ერთი დღით Funtime-ისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „შაინის“ სტუმრები იქნებიან. მაშ ასე, ნახეთ ცნობილები სალონამდე და სალონის შემდეგ. სალონის პირველი სტუმარი მომხიბვლელი მოცეკვავე და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე ჯულიანა ბარგნარია. ჯულიანას უყვარს სიახლეები და ექსპერიმენტების არ ეშინია. მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებს და მიიჩნევს, რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.