ლიკა ყაზბეგი: საჭესთან ფრჩხილის ლაქიც კი წამისვამს - თითო შუქნიშანთან თითო ფრჩხილზე

საჭესთან

16 ოქტომბერი 22:00, 2015 წელი

ისე მიყვარს ჩემი „ტოიოტა“, ჩემი გოგო, ალბათ, ვერასდროს შეველევი, - ამბობს დიზაინერი და სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი.

- ეს მანქანა ვარდისფერია. სპეციალურად შეარჩიე?
- რომ დავინახე ამ მანქანის ფერი და ფორმა, ვთქვი, ეს მე ვარ-მეთქი (იცინის). სახელიც დავარქვი - „ფერია“. თან ისეთი ფერია, სალონში აღარ სჭირდება ზედმეტი გაფორმება, ისედაც ლამაზია.


- ამბობენ, ყველაზე ნაზი მანდილოსანიც კი იწყებს საჭესთან ბილწსიტყვაობასო. ასეა?
- ასეა! ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ საჭესთან ეს არ გამოდის. ერთხელ ჩემი მოსწავლე მოდელები ქასთინგზე ჩემი მანქანით მიმყავდა. უცბად მანქანამ ჩამიჭრა გზა და ისეთი საავარიო სიტუაცია შექმნა, თავი ვერ შევიკავე და გინება წამომცდა. თქვენ უნდა გენახათ იმ გოგონების გაფართოებული თვალები (იცინის). ვერ წარმოედგინათ, თუ მათი სათაყვანებელი პედაგოგი შევიგინებოდი. ზოგადად, ქალი კარგად უნდა ატარებდე მანქანას, რომ არ გახდე მამაკაცი მძღოლების დასაცინი ობიექტი. სხვათა შორის, ამას წინათ ისეთ მილიმეტრებში ჩავაყენე მანქანა, გული დამწყდა, მარტო რომ ვიყავი და არავინ მიყურებდა (იცინის). 


- ბევრი ქალი კარგი მძღოლია, თუმცა მანქანის ტექნიკურ დეტალებში ვერ ერკვევა...
- ყოველთვის ვხვდები, როდის რა სტკივა ჩემს ფერიას, თუმცა, მისი შველა თავად არ შემიძლია. ისიც კი არ ვიცი, რამდენი აქვს საწვავის ხარჯი. გამანებივრეს ახლობლებმა, რომლებიც მეხმარებიან. თუმცა, ვაღიარებ, რომ კარგია, როცა მანქანის ტექნიკურ საკითხებშიც ერკვევი.


ხშირად მინახავს, საჭესთან მჯდომი ქალბატონები როგორ იპრანჭებიან სარკეში. შენ თუ იქცევი ასე?
- მართალია, არ ვარ ისეთი დახელოვნებული მძღოლი, როგორიც მინდა ვიყო, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭესთან ფრჩხილის ლაქიც კი წამისვამს - თითო შუქნიშანთან თითო ფრჩხილზე (იცინის). ეს ბევრჯერ გამიკეთებია. პომადაც წამისვამს წითელზე გაჩერებულს და ტუშიც. თუმცა, გაქანებულ მანქანაზე ამას ვერ ვიზამ.



- საქმიანი ადამიანი ხარ. ხშირად გიწევს შეხვედრებსა და მიღებებზე მისვლა. თუ დაგაქვს მანქანით გამოსაცვლელი ტანსაცმელი?
- დიახ, ხშირად მიწევს ტანსაცმლისა და ჩვენებებიდან წამოღებული ნივთების, ბანერების ტარება. ვხვდები, რომ ამისთვის ჩემი მანქანა პატარაა, მაგრამ ისე მიყვარს, კიდევ ვამბობ, ალბათ, ვერ შეველევი.


- საკმაოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მართავ მანქანას. არ გიჭირს? 
- ეს ყველას უკვირს. ახლაც მადონა ხარატიშვილის ჩექმა მაცვია 15-სანტიმეტრიანი ქუსლებით და ძალიან კომფორტულია. მართვის გამოცდაც კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩავაბარე.


- ლიკა, რას ურჩევ მძღოლებს?
- ვურჩევ, იყვნენ კულტურულები და ისწავლონ დათმობა. პირადად მე კულტურული მძღოლიც ვარ და ყოველთვისაც ვუთმობ - არ აქვს მნიშვნელობა, საჭესთან მამაკაცია თუ ქალი. მეც იმავეს მოვითხოვ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?