თამთა ჭელიძე: „არ იაროთ თქვენს მფარველ ანგელოზზე სწრაფად“

საჭესთან

4 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

„ღვედი არ მეკეთა და თავით გავტეხე საქარე მინა. გონს რომ მოვედი, სულ დასისხლიანებული ვიყავი... საჭესთან ჯდომა ძალიან რთულია, თუმცა ბევრი იოლად უყურებს. ძალიან დიდი მობილიზება და ყურადღებაა საჭირო, რათა უსაფრთხოდ იარო...“ - საჭესთან თავსგადამხდარ ამბებს მომღერალი თამთა ჭელიძე გვიყვება.


- სამი წელია, საჭესთან მართვის მოწმობით ვზივარ, თუმცა მანქანის მართვა მანამდეც ვიცოდი. ზოგი ამბობს, საშიში მძღოლი ხარო, ზოგიც მაქებს. ჯარიმები, ძირითადად, სისწრაფის გადაჭარბებისთვის მომდის. თუმცა, პატიოსანი გადამხდელი ვარ. რა ვქნა, სისწრაფე ბავშვობიდან მიყვარს.


- სისწრაფეს კი ხშირად ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს...
- რა თქმა უნდა და ყველას ვაფრთხილებ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში და ნურც სხვებს დააზარალებთ, არ იაროთ თქვენს მფარველ ანგელოზზე სწრაფად-მეთქი, მაგრამ, როცა მეჩქარება, რა ვქნა (იცინის)?


- ბევრი ქალისგან მსმენია, რაც საჭეს მივუჯექი, ჩემში მამაკაცური საწყისები ჩაირთოო. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
- მე ყოველთვის მქონდა მამაკაცური საწყისები (იცინის). თუ გზას ცუდად მიჭრიან ან საშინელებებს სჩადიან, ამ დროს დასიგნალება არ მიყვარს, ამიტომ გინებით შემოვიფარგლები.



- თამთა, საჭესთან თუ გცნობენ და როგორ გამოხატავენ უცხო ადამიანები შენს მიმართ სიმპათიებს?
- მცნობენ და რეპლიკებსაც ხშირად ვიღებ. თუმცა, ვერ გეტყვით, ამ რეპლიკების მიზეზი სწრაფი ტარებაა, ცნობადობა თუ, უბრალოდ, ის, რომ ქალი ვარ საჭესთან.


- ეს მერამდენე მანქანაა შენთვის?
- ეს ჩემი მეორე მანქანაა - 2008 წლის SUZUKI SX4, უნივერსალურ მანქანად მოიხსენიებენ და ძალიან კომფორტულია. სხვათა შორის, არ მიყვარს მანქანაში რაღაცების ჩამოკიდება და ზედმეტი ნივთები. ერთადერთი, საჭესთან ქუსლიანი ფეხსაცმლით არ ვჯდები და მანქანის საბარგულით, დაახლოებით, რვა წყვილი ფეხსაცმელი დამაქვს. ვხუმრობ ხოლმე, მანქანა რომ გამიქურდონ, ფეხშიშველი დავრჩები-მეთქი (იცინის). 


- ვხედავ, შენს მანქანას უკანა ფარი ჩამტვრეული აქვს. ესეც შენი სისწრაფის ბრალია?
- ნამდვილად არა. გაჩერებული მყავდა და რომ მივედი, ასე დამხვდა. სხვათა შორის, ამ მანქანით ორი წლის წინათ სერიოზული ავარია მომივიდა, მაგრამ არა სისწრაფის, არამედ დაუდევრობის გამო. უკან მანქანა მომყვებოდა, სარკეში ვიყურებოდი და წინ ხეს შევეჯახე. თან, მუხრუჭის მაგივრად, გაზის „პედალს“ მივაჭირე ფეხი. თან, ვაღიარებ, ღვედი არ მეკეთა და თავით გავტეხე საქარე მინა. გონს რომ მოვედი, სულ დასისხლიანებული ვიყავი. პატრულიც მოვიდა, სასწრაფოც და საავადმყოფოში გადამიყვანეს. მთავარია, გადავრჩი. მანქანა დაზღვეული მქონდა და გამიკეთეს. ჩემს თავს კარგ მძღოლად არ მივიჩნევ. კარგი მძღოლობა გამოცდილებასთან და წლებთან ერთად მოდის. უნდა შეგეძლოს სწრაფი მანევრირება, არ იბნეოდე... საჭესთან ჯდომა ძალიან რთულია, თუმცა ბევრი იოლად უყურებს. დიდი მობილიზება და ყურადღებაა საჭირო, რათა უსაფრთხოდ იარო, არ გაგინონ და გამუდმებით არ გისიგნალონ.


- იმ ავარიის შემდეგ უფრო მობილიზებული გახდი?
- სიმართლე გითხრათ, არც მაშინ ვიყავი დაბნეული, უბრალოდ, რა მოხდა, ვერ გავიაზრე. ახლა კი საკმაოდ მობილიზებული ვარ, ვიყურები ყველა სარკეში, ვაკონტროლებ ჩემს ახლოს მოძრავ ავტომობილებს. ეს ჩვევაში გადამივიდა. თუმცა, კიდევ ვაღიარებ, ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი სიჩქარეა და ვერც მანქანის ტექნიკურ საკითხებში ვერკვევი, თუმცა საწვავი, ზეთი, წყალი სულ მწყობრში მაქვს... ისე, ბოლო დროს მანქანა ჩემთვის არა კომფორტი, არამედ ნერვების წყვეტაა. ქალაქის ქუჩებში საშინელება ხდება, ამიტომ ველოდები ხოლმე, როდის განიტვირთება, რომ გავიდე, მაგრამ ეს დრო არასდროს დგება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?