ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ:
1 ჭიქა (250 მლ) გრანულირებული შაქარი;
1 ჭიქა (250 მლ) თაფლი;
½ ჭიქა (125 მლ) ლიმონის წვენი.
მომზადების წესი:
1. ჩაყარეთ შაქარი პატარა ქვაბში და დადგით მაღალ ცეცხლზე, არ მოურიოთ. იდუღოს, სანამ შაქარი კარამელის კონსისტენციას არ მიიღებს.
2. შაქრიან ქვაბში დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. გადაურიეთ ერთმანეთში ხის კოვზით. ამ დროს სიფრთხილე გმართებთ, რადგან შაქარი ძალიან ცხელი და ქაფიანი იქნება.
3. განაგრძეთ მორევა, სანამ მასა არ გადნება და ბლინების ცომის კონსისტენციის არ გახდება. თუკი მასა ძალიან სქელია, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი, სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიაღწევს.
4. შემდეგ გააგრილეთ, ისე, რომ მისი წასმის დროს კანი არ დაგეწვათ.
5. სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ კანი - მიიღეთ თბილი შხაპი. ამის შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა გაიმშრალოთ და დაიმუშაოთ სპირტის ხსნარით დეზინფექციისთვის.
6. ცვილი წაისვით თმის ზრდის მიმართულებით, ხოლო აფხრეწა საჭიროა თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.
7. დეპილაციის შემდეგ კანი დაიმუშავეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით კანის დარბილებისთვის.
შენიშვნა:
ცვილის კანზე დატანის დროს უნდა იგრძნოთ მხოლოდ სასიამოვნო სითბო. ცვილი არ წვავს კანს და არ იწვევს მის ტრავმირებას.
შეგიძლიათ, მომზადებული ცვილი მოგვიანებითაც გამოიყენოთ. ამისთვის ის წასმამდე უნდა შეათბოთ.