სასწრაფოდ გაიხადეთ და მოიხსენით! - 5 გაფრთხილება ქალებისთვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

6 თებერვალი 18:00, 2018 წელი

ექიმები დიდი ხანია, ამის შესახებ გვაფრთხილებენ, მაგრამ თითქმის ყველა ქალის კარადაშია ის 5 მოდური ნივთი, რომელიც ჩუმად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას! 

1. ძალიან ვიწრო და მოჭერილი ტანსაცმელი



თუკი კვირაში 7 დღეს ასეთი ტანსაცმელი გაცვიათ, მუცლის შებერილობას ვერ ასცდებით. მაგრამ ეს ყველაზე მსუბუქი შედეგია - ვიწრო სამოსმა შეიძლება, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების პათოლოგიებამდეც კი მიგვიყვანოს.

2. „საბრძოლო“ ბიუსტჰალტერი 



მჭიდროდ მომდგარი ბიუსტჰალტერის რკინებმა შეიძლება, მიკროტრავმები მოგაყენოთ და მკერდის დეფორმაციაც კი გამოიწვიოს. მაგრამ არც ძალიან თავისუფალი ბიუსტჰალტერის ხმარებაა რეკომენდებული - ამ შემთხვევაში მკერდი ჩამოიწელება. მით უფრო, თუ დიდი მკერდი გაქვთ. ამ დროს შეიძლება, ზურგის არეში ტკივილიც კი დაგეწყოთ.


3. XXXL ზომის ხელჩანთა 



ალბათ, ბევრი იკითხავს: მერე, რა მოხდა, დიდ ჩანთას და მასში ბევრ ნივთს თუ ვატარებ? საქმე ის არის, რომ ეს სიმძიმე თქვენს ხერხემალს აწვება და ძალიან სახიფათოა. გარდა ამისა, მძიმე ჩანთის ტარება ნეგატიურად აისახება იღლიის ქვეშ განლაგებულ კუნთებზე და შეიძლება, იდაყვის სახსრის პერიართრიტიც გამოიწვიოს, რაც ძალიან მტკივნეული დაავადებაა.


4. ნიკელის ბიჟუტერია



თუ ასეთი ნივთის კანთან შეხებისას ქავილის შეგრძნება გიჩნდებათ, ესე იგი, თქვენ ნიკელზე ალერგია გაქვთ. თანაც, საქმე ის არის, რომ ნიკელი, სამწუხაროდ, შეიძლება თეთრი ან ყვითელი ოქროთიც კი იყოს დაფარული. ასეთი ალერგია კი შესაძლოა, საკვებ პროდუქტებზეც დაგეწყოთ, რომლებშიც მცირე დოზით მაინც არის ნიკელი - მაგალითად, ხორბლის ფქვილზე, შვრიის ფაფაზე, ზღვის პროდუქტებზე. 

5. მაღალი ქუსლები



მაღალ ქუსლებზე ტერფები დაჭიმულია, ეს კი საკმაოდ მტკივნეულ კოჟრებს აჩენს. თანაც, როცა ორგანიზმს მყარი საყრდენი არ აქვს, ამან შეიძლება მყესების დაჭიმვამდეც მიგვიყვანოს. ამიტომ, თუ ყოველდღიურად მაინც ქუსლებზე სიარული გსურთ, 4-5 სმ-იანი შეარჩიეთ. 

დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet. 
მოძღვარი გვირჩევს

დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.   
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ - მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.