როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან სახლის პირობებში

სილამაზე/ჯანმრთელობა

8 აგვისტო 13:00, 2018 წელი

როგორი წვრილი ბადეებიც არ უნდა ავაკრათ ფანჯრებს, ეს აბეზარი მწერები ბინაში მაინც აღწევენ და სიცოცხლეს გვიმწარებენ... ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ამ ცხელ დღეებში ნამდვილად აქტუალურია.

რა იზიდავს კოღოებს?


ალბათ, შეგინიშნავთ, რომ კოღოები ზოგიერთებს განსაკუთრებული სიხშირითა და დიდი მონდომებით უტევენ, ზოგს კი - ნაკლებად. ასეთ შემთხვევაში უიღბლოები ჩვეულებრივ ამბობენ, რომ „მათ გემრიელი სისხლი აქვთ“. ამის შემდეგ იწყება მკითხაობა: მაინც რომელი ჯგუფის სისხლი ურჩევნიათ კოღოებს? აქვე უნდა დაგარწმუნოთ, რომ კოღოები გურმანები არა არიან და ერთნაირი მადით შეექცევიან ყველა ჯგუფის სისხლს.


რაზე რეაგირებენ კოღოები?


1. ოფლის სუნზე


კოღო ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელიც ადამიანის ოფლის სუნზე გიჟდება. ასე რომ, თუ გინდათ განსაკუთრებული რისკის ზონაში არ მოხვდეთ, მოსპეთ ოფლიანობა.


2. ჰორმონებზე


ამ სისხლისმსმელ არსებებს ის ქიმიური ნივთიერებებიც იზიდავთ, რომლებსაც სექსჰორმონები შეიცავს. ამიტომაც ყოველდღიური ცხოვრებით ბედნიერი მამაკაცები, რომელთაც ტესტოსტერონის დონე გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე სხვა მათივე მსგავსთ, მთლად ბედნიერები ვეღარ იქნებიან კოღოების გარემოცვაში. აი, გოგონებს კი ეს სისხლისმწოველები მაშინ უტევენ, როცა ქალური ჰორმონის ესტროგენის დონე პიკზეა - ოვულაციის პერიოდში.


3. მკვეთრ სუნებზე


თუ გინდათ, რომ კოღოები არ მიიზიდოთ, უარი თქვით სუნამოებსა და ოდეკოლონებზე - სისხლისმსმელები განსაკუთრებით ეტანებიან მუშკის სუნს, რომელიც პარფიუმერიაში გამოიყენება.


4. სხეულის მოძრაობაზე


კოღოები სიამოვნებით ესხმიან თავს იმ სამიზნეს, რომელიც აქტიურად მოძრაობს. ასე რომ, ნაკლებად მოიგერიეთ ისინი და ჟესტიკულაციასაც მოერიდეთ, როცა კოცონთან მეგობრებს საინტერესო ისტორიას მოუყვებით.


როგორ მოვიშოროთ კოღოები ბინაში?


თუ ჯერ არ შეგიძენიათ ფუმიგატორი (ანუ სახრჩოლებელი) და არც ქიმიური ნივთიერებების გამოყენება გინდათ, კოღოებთან ბრძოლა სხვა საშუალებებითაც შეიძლება.


1. ციტრუსები და ნიორი


კოღოებს ძალიან არ მოსწონთ ნივრისა და ციტრუსების სუნი. მათ დასაფრთხობად, წაუკიდეთ ცეცხლი ნივრის თეთრ ფუძეს, რომელზეც ნივრის კბილებია მიმაგრებული, და კოღოების საძულველი არომატი მთელ ოთახს გაავსებს. ციტრუსები კოღოებს შეებრძოლება, თუ გამომხმარ ქერქს ცეცხლს წაუკიდებთ და მხრჩოლავს საფერფლეზე ან ყავის ფინჯანში დატოვებთ.


2. მცენარეები


კოღოებისგან ბინის დაცვაში პომიდორი და პიტნაც დაგეხმარებათ, რომელთა სუნიც კოღოებს აფრთხობს. ჩარგეთ მათი ნერგები ქოთნებში და დადგით აივანზე ან ფანჯრის რაფაზე - კერძშიც გამოგადგებათ და კოღოებსაც დააფრთხობთ.


3. ეთერზეთები


კოღოებთან საბრძოლველად შეგიძლიათ სხვადასხვა ეთერზეთები გამოიყენოთ - ევკალიპტის, ლავანდის, გერანის, მიხაკისა და ჩაის ხის. მათი მოხმარება რამდენიმე გზით შეიძლება:


o   ეთერზეთით გაჟღენთილი ბამბა დადეთ ფანჯრის რაფაზე ან საწოლთან;


o   გამოიყენეთ არომატული ნათურები, რომლებიც ზეთს გაათბობს და სუნს მთელ ბინაში გაავრცელებს;


o   თუ არომატული ნათურები არ გაქვთ, ჩვეულებრივი სანთელიც გამოდგება - საკმარისია რამდენიმე წვეთი ზეთი ფითილის გვერდით მოხვდეს და ბინა თქვენთვის სასიამოვნო და კოღოებისთვის საძულველი არომატით გაივსება;


o   გამოიყენეთ ფუმიგატორი, ანუ სახრჩოლებელი, გაჟღინთეთ უკვე დამუხტული ფირფიტა ეთერზეთით.


4. ვენტილატორი


ჰაერის ნაკადი მიმართეთ იქითკენ, საიდანაც კოღოების შემოტევაა მოსალოდნელი. ეს მათ გზას აუბნევს და თქვენამდე ვეღარ მოაღწევენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?