1. ჩაყავით ხსნარში ფეხები 30 წუთის განმავლობაში, ეს ფრჩილის სოკოს სამკურნალოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა.
2. თუკი ტრამვის ან კანის მცირე დაზიანების შემდეგ კანზე სილურჯეები დაგრჩათ, ბამბის ტამპონი დაასველეთ პირის ღრუს სავლებით და დალურჯებულ ადგილზე დაიფინეთ.
3. თუკი დეზადორი გაგითავდათ, ბამბის ტამპონზე დაასხით სავლები და წაისვით იღლიებში. ის გაანადგურებს ბაქტერიებს და დაგიცავთ უსიამოვნო სუნისგან.
4. აქრობს თამბაქოს და ნივრის სუნს, თანაც არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ ხელებიდანაც.
5. პირის ღრუს სავლები შეიძლება აკნეს სამკურნალოდ გამოიყენოთ. წაისვით სითხე პრობლემურ მონაკვეთზე დილით და საღამოს.
6. პირის ღრუს სავლებს ჭრილობის დეზინფიცირება შეუძლია. დაისხით ჭრილობაზე რამოდენიმე წვეთი და გადაიხვიეთ.
7. პირის ღრუს სავლები ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებაც არის. შეიზილეთ ის თავის კანში, ცოტა ხნით შეიფუთეთ პირსახოცით და შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
8. ეს სითხე საუკეთესოდ წმენდს სარკეს, მინას, ასევე ტელევიზორისა და კომპიუტერული ტექნიკის ეკრანს. უბრალოდ, დაასხით რბილ ნაჭერზე და გასაწმენდ ზედაპირს წაუსვით.
9. დაამატეთ სარეცხ მანქანაში - ეს სითხე ბაქტერიებს არა მარტო პირის ღრუში, არამედ ტანსაცმელზეც სპობს.
10. უნიტაზის დეზინფექციისთვის ცოტაოდენი ეს ხსნარი ჩაასხით. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სუნს გააქრობს, უნიტაზს ბზინვარებასაც შესძენს.