როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

სილამაზე/ჯანმრთელობა

26 მაისი 14:00

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 

სპეციალისტების მტკიცებით, სახის კანის გაუწყლოვანება, მსოფლიოს მასშტაბით, ქალების 90%-ს აწუხებს, ასაკისა და სახის კანის ტიპის მიუხედავად.


„გაუწყლოვანება“ ნიშნავს, რომ კანში დარღვეულია მჟავა-დამცავი ფენა. წყალი, რომელიც ეპიდერმისის უჯრედებში სისხლძარღვებიდან შედის, გარკვეული ფაქტორების ზეგავლენით კანიდან სწრაფად ორთქლდება. შედეგად კი წარმოიქმნება ტენიანობის დეფიციტი - კანი კარგავს ელასტიკურობას, იწყებს აქერცვვლას და ჩნდება ნაოჭები.


ამ პრობლემის თავიდან აცილება სახლის პირობებში შესაძლებელია. მთავარია - კანის დელიკატურად და აქტიურად წმენდა. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი: სწორი და რეგულარული კვება, სითხის (წყალი, ახლად დაწურული წვენი), ვიტამინების მიღება. ყველაზე ხშირად კანი ტენიანობის დეფიციტს განიცდის სეზონიდან სეზონზე გადასვლისას, როდესაც მას უწევს ახალ ტემპერატურულ რეჟიმზე „გადართვა“, თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის.


კიდევ რა იწვევს კანის გაუწყლოვანებას?


- სოლარიუმში ხშირი ვიზიტი


- თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღება


- სტრესი


- მშრალი და კონდიცირებული ჰაერი 


- სეზონური ავიტამინოზი და არადაბალანსებული დიეტები


- არარეგურალური ძილი


- კანის არასწორი მოვლა: გადაჭარბებულად სარგებლობა სკრაბებით, პილინგით (კვირაში 3-ჯერზე მეტი), სპირტის მაღალი შემცველობის მქონე ტონიკების გამოყენება. 

მშრალი თუ გაუწყლოვანებული - რა განსხვავებაა?


ბევრი ფიქრობს, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა. სინამდვილეში კი მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მშრალი კანი, პირველ რიგში, მკვებავი ნივთიერებებისა და ცხიმის ნაკლებობით გამოიხატება.
ხოლო გაუწყლოვანებული კანი - მხოლოდ ტენიანობის დეგიციტია, რაც ცხიმის რაოდენობასთან არანაირ კავშირში არ არის.
ამიტომ, მშრალი კანისთვის საჭროა კვება და დატენიანება, ხოლო გაუწყლოვანებული კანისთვის - მხოლოდ დატენიანება და ზოგჯერ, იშვიათად, მკვებავი ნივთიერებების მიწოდება.
გაუწყლოვანებულ კანს ძალიან დაეხმარებით კვირაში ერთხელ მკვებავი ნიღბების გაკეთებით. მაგალითად, ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური კვირაში ორჯერ სახეზე ისვამს არაცხიმიანი კონსისტენციის მკვებავ კრემს. ელოდება მის სრულად შეწოვას კანში. ხოლო შემდეგ იწმენდს კანს ყინულის ნატეხებით.


ტესტი: გაუწყლოვანებულია თუ არა თქვენი კანი


ამის შემოწმება სახლის პირობებშიც მარტივია: საღამოს, დაძინებამდე ორი საათით ადრე, მოიშორეთ მაკიაჟი, დაიბანეთ სახე საგულდაგულოდ და კანზე არაფერი წაისვათ. თუკი დილას დაჭიმულობის შეგრძნება გექნებათ, შენიშნავთ, რომ ნაოჭები და ნაკეცები სახეზე შესამჩნევი აქვთ, ხოლო კანი იქერცლება, ეს ნიშნავს, რომ დროა გაუწყლოვანების წინააღმდეგ საჭირო დამატენიანებელი საშუალებები შეიძინოთ.


5 წესი გაუწყლოვანებული კანის მოსავლელად


სითხის მიღება!
ყველაზე მარტივი საშუალება ნებისმიერი ტიპის გაუწყლოვანებული კანის გასაუმჯობესებლად - მიიღეთ დღეში 2 ლიტრამდე სითხე, მაგრამ ბოლო ფინჯანი ჩაი, წვენი ან წყალი უნდა მიიღოთ დაძინებამდე საათნახევრით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში დილას სახეზე შეშუპებას შეამჩნევთ.


სახის გაწმენდა!
არავითარ შემთხვევაში არ დაიბანოთ სახე საპნით, თხევადითაც კი. რაც არ უნდა დელიტაკური საპნით სარგებლობდეთ, ის აუცილებლად შეიცავს ტუტეს, რაც სახის კანს ტენიანობას აცლის. უმჯობესია, ისარგებლოთ სახის რძით ან უსპირტო ტონიკით. ან რბილი დამატენიანებელი სახის დასაბანი გელით, რომელიც დამატენიანებელ და სახის კანიდან გაღიზიანების მომხსნელ კომპონენტებს შეიცავს (მაგალითად, ალოეს წვენით ან გვირილას ექსტრაქტით). თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ, ისარგებლეთ გელით, რომელიც ერთდროულად ატენიანებს კანს და შთანთქავს ცხიმს (ამგვარი წარწერა მწარმოებლის შეფუთვაზე, როგორც წესი, აღნიშნულია). 


ტონიზირება!
სპრეის მსგავსი ფლაკონი თერმული წყლით აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩანთაში. ოფისში გაიგრილეთ სახე ყოველ სამ საათში ერთხელ. ზაფხულში კი - საათში ერთხელ.


დატენიანება! 
დამატენიანებელი კრემი - შეუცვლელი პროდუქტია თქვენი აბაზანის თაროზე. კრემის ან ემულსიის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ მის ფორმულას. შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს:



  • მზის დამცავი ფილტრი (დღის კრემში), რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს

  • გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა - არბილებს კანს და იცავს მას აქერცვლისგან

  • ვიტამინები В, С, Е - ატონიზირებს კანს და კვებავს მას შიგნიდან

  • კალციუმი და მაგნიუმი - ხსნის ანთებით პროცესს და ამშვიდებს

  • მცენარეული ზეთი - უნარჩუნებს კანს ტენიანობას

  • კოლაგენი და ელასტინი - უბრუნებს კანს ტონუსს.


კანის კვება!
თუნდაც, კვირაში ერთხელ შეიზილეთ სახის კანზე ნიღაბი თქვენი კანის ტიპის მიხედვით. მკვებავი ნიღაბი ამდიდრებს კანს ვიტამინებით, რაც მის ბუნებრივ აღდგენასა და ტენიანობას უზრუნველყოფს. მკვებავი ნიღაბი აახალგაზრდავებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან.


რჩევა: გაუწყლოვანებულ კანზე მკვებავი კრემი შეიზილეთ დაძინებამდე საათნახევრით ადრე, რათა კანმა მოასწროს მისი სრულად შეწოვა და დაიწყოს მოქმედება. კრემის ნარჩენები კი ხელსახოცით ჩამოიშორეთ.


აი, თიხის ნიღბებსა და სკრაბებზე, უმჯობესია, უარი თქვათ. მათ შემადგენლობაში შემავალი გამწმენდი კომპოტენტები კანს აღიზიანებს და იწვევს მის აქერცვლას. 


ჩაანაცვლეთ ისინი დელიკატური პილინგით. აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ სპეციალურად მშრალი კანისთვის განკუთვნილი გამწმენდი საშუალებებით, კვირაში ერთხელ, ხოლო ცხიმიანი კანისთვის კვირაში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ.


 

წყარო
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?