თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

სილამაზე/ჯანმრთელობა

28 მაისი 15:00, 2020 წელი

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.

 

ტრიქოლოგები აღნიშნავენ, რომ კარანტინში თმის ცვენის პრობლემა გახშირდა.


რამ გამოიწვია ეს?


თმის ცვენის პრობლემა, როგორც წესი, თმის სასიცოცხლო ციკლის დარღვევით აიხსნება. თმის ზრდის ფაზა მცირდება, ხოლო ცვენის, პირიქით, იზრდება. მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა, რამდენიმე იყოს: დიეტა, მუდმივი სტრესული სიტუაციები, ქრონიკული დაღლილობა, ვიტამინებისა და მინერალების სეზონური ნაკლებობა, ჰორმონალური ცვლილებები. გარეგანი ფაქტორები: თმის მოვლის საშუალებების არასწორი შერჩევა, თავის ხშირი დაბანა, მედიკამენტოზური პრეპარატების მიღება - ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება თმის ზრდაზე. 


საშუალოდ, რამდენი ღერი თმა უნდა დაგვცვივდეს დღეში?


თმის ცვენის ნორმა ჯანმრთელ ადამიანში 80-დან 120 ღერამდეა.


რჩევა: თუკი შენიშნეთ, რომ თმა აქტიურად გცვივათ, დაითვალეთ, საშულოდ, რამდენი ღერი დაგცვივდათ და თუ აღმოაჩენთ, რომ ის ნორმას აღემატება, აუცილებლად მიმართეთ ტრიქოლოგს.


შესაძლებელია თუ არა თმის ცვენა სეზონური იყოს?


დიახ, რა თქმა უნდა, თმის სეზონური ცვენა ქალებში ხშირად აღინიშნება, რაც ჩვეულებრივ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.


მართალია, რომ თმის ცვენა შესაძლოა, სტრესული სიტუაციიდან სამი თვის შემდგომ დაიწყოს?


სტრესის შემდეგ თმის ცვენა დაუყოვნებლივ არ იწყება. ანუ, წარმოუდგენელია, ერთ დღეს მელოტმა გაიღვიძოთ. ეს პროცესი შესაძლოა, ნამდვილად დაიწყოს სამი თვის შემდეგ. სწორედ, ამიტომ მიმართავენ კარანტინის შემდეგ პაციენტები უფრო ხშირად ტრიქოლოგებს. ვისხედით სახლებში სამი თვე, ამიტომ, შესაძლოა, თმის ცვენა პანდემიით გამოწვეული სტრესის ფონზე დაიწყო.


როგორ უნდა ვიმოქმედოთ, თუკი აღმოვაჩინეთ, რომ კანარტინის დროს თმის ცვენა გაგვიხშირდა?


გააჩნია, რამდენად რთულად გამოიხატება პრობლემა. ახლა აფთიაქებში უამრავი ხარისხიანი, მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული პრეპარატები იყიდება, რომლებიც ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა გენეზისით გამოწვეულ თმის ცვენას. საწყის ეტაპზე, შესაძლებელია ამ პრეპარატებით სარგებლობა (ამპულები და შამპუნები, რომლებიც თავის კანს სპეციალური საშუალების შესაზელად ამზადებს), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია მიიღოთ ტრიქოლოგის რჩევა, რომელიც ჩაგიტარებთ ინდივიდუალურ კვლევასა და ანალიზებს. 



როგორ განვაგრძოთ თმის მოვლა გახშირებული ცვენის შემთხვევაში?


თუკი თავს ყოველდღე იბანთ, უმჯობესია, ისარგებლოთ რბილი, ადაპტირებული შამპუნებით აგრესიული სულფატების გარეშე და, რა თქმა უნდა, დაამატეთ თქვენს თმის მოვლის რუტინას სპეციალური საშუალებები თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?