სახის კანის 10 ნიღაბი, რომლებსაც სახლში მარტივად მოამზადებთ

სილამაზე/ჯანმრთელობა

9 ივნისი 13:00, 2020 წელი

სახის ნიღბები, რომლებსაც დღეს გთავაზობთ, სწრაფად მოგიგვარებთ კანის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს. თანაც, საჭირო პროდუქტებიც ნებისმიერს გექნებათ მაცივარში.

1. აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი



მოაზმადეთ პიურე ბანანისა და თაფლისგან, ისე, რომ თანაბარი პროპორციები გადაურიოთ ერთმანეთში. შეიზილეთ კონკრეტულად აკნეზე ან მთლიან სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ბანანისა და თაფლის ნიღაბი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიასა და C ვიტამინს, რაც ხსნის ანთებით პროცესს და ამცირებს სიწითლეს, ასევე, მოგაშორებთ სახიდან მკვდარ ქსოვილებს და თქვენს სახეს ჯანსაღი იერი მიეცემა.


2. ნიღაბი კაპილარების დასაფარად




რა თქმა უნდა, მარტივი და ჯადოსნური გზით სახიდან კაპილარები არ გაქრება, თუმცა, ნაკლებად შესამჩნევი ნამდვილად გახდება. გახეხეთ საშუალო ზომის უმი კარტოფილი, დაუმატეთ შვრია და მიღებული მასა ყოველდღიურად შეიზილეთ სახის პრობლემულ ადგილებზე სულ 15 წუთით. შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.


3. ნიღაბი სახის ტონუსისთვის




სახის კანის უჯრედების გამოფხიზლება, მიკროცირკულაციის გაუმჯობესება და მისი კვება პროტეინებით შეუძლია კვერცხის ცილისგან მომზადებულ ნიღაბს. ნახეთ. რა მარტივია?! ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა და შეიზილეთ სახეზე, დაახლოებით, 10 წუთით. თუკი ამ ნიღაბს რეგულარულად გააკეთებთ, სულ მალე სახის კანი ისე გაგიმკვრივდებათ, რომ თავადაც გაოცდებით.


4. ნიღაბი სახის კანის დასატენიენებლად



 
ეს ნიღაბი განსაკუთრებით აქტუალურია ცხელ დღეებში: როდესაც მთელი დღე დახუთულ ოფისში ხართ, შემდეგ კი სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბრუნდებით. თუნდაც, ფეხით წახვედით სახლში და გზად გამონაბოლქვიანი ჰაერი ისუნთქეთ. ამ დროს სახის კანის მოვლა განსაკუთრებულად გვინდება. გახეხეთ კიტრი და დაამატეთ 1 ჩ/კ ნაღები. გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ სახეზე 10-15 წუთით. როგორც კი ნიღაბს გრილი წყლით ჩამოიბანთ, აშკკარად იგრძნობთ, თუ როგორ ამოისუნთქა სახის კანმა. 


5. სახის დამცავი ნიღაბი



სახის კანის ბარიერული ფუნქციის გასაძლიერებლად, სტრესთან და მავნე ეკოლოგიასთან გასამკლავებლად შეგიძლიათ კვირაში ერთხელ ამ მარტივი ნიღბით ისარგებლოთ: ათქვიფეთ 1 კვერცხის გული. დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ ნებისმიერი ხილის ნატურალური წვენი. საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ სახეზე 15-20 წუთით.


6. აქერცვლის საწინააღმდეგო ნიღაბი



თუკი სახის კანი გექერცხლებათ, პრობლემის მოგვარებაში ცხიმიანი ხაჭო, სტაფილოს წვენი და რძე დაგეხმარებათ. გადაურიეთ ეს პროდუქტები ერთმანეთში თანაბარი პროპორციის და გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუკი არ დაიზარებთ და ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, სასურველ შედეგს სულ მალე მიიღებთ.


7. ნიღაბი სახის კანის გასაწმენდად




მსუბუქი პილინგი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: გადაურიეთ ერთმანეთში 1 ს/კ მანანის ბურღული და შვრია. დაამატეთ 2 ჩ/კ არაჟანი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხის გული. შეიზილეთ სახეზე და გაიჩერეთ, სანამ ნახევრად არ შეგაშრებათ. შემდეგ, ფრთხილად მოიშორეთ ნიღაბი გრილი წყლით და ხელის ნაზი მოძრაობით. შეამჩნევთ, რომ თქვენი სახე ძალიან დელიტაკურად და ეფექტურად გაიწმინდა.


8. ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი



იმისთვის, რომ კანის ელასტიკურობა და ახალგაზრდული იერი დიდი ხნით შეიანარჩუნოთ, ისარგებლეთ არაჟნისა და კურკუმის ნიღბით: 1 ჩ/კ დაფქულ კურკუმას გადაურიეთ 2 ს/კ არაჟანი. შეიზილეთ სახეზე 10 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის გაკეთება სასურველია დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.


9. ნიღაბი ცხიმიანი ბზინვარების გასაქრობად



ცხიმიანი და კომბინირებული კანი ნაკლებად იბზინებს, თუკი დილაობით ლობიოს ნიღაბს გაიკეთებთ. დაალბეთ ნებისმიერი სახეობის ლობიო წყალში, გააჩერეთ მთელი ღამე. დილას დალბობილი ლობიოსგან მოამზადეთ პიურე, დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. შეიზილეთ სახეზე, ეცადეთ, უფრო T-ზონაზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ბოლოს კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 


10. სახის ნიღაბი თავისუფალი რადიკალებისთვის



დაგავიწყდათ სახეზე მზისგან დამცავი კრემის წასმა და არ გინდათ, კანი დაგიზიანდეთ?
ძილის წინ მოიმზადეთ ყურძნის ნიღაბი, რომელიც ანტიოქსიდანტების შემადგენლობით ჩემპიონია! დააქუცმაცეთ ყურძენი, დაამატეთ ცოტაოდენი ჟელატინი სიბლანტისთვის. როგორც კი მასა ერთგვაროვანი გახდება, შეიზილეთ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.


ეს კი ბონუსად: პროდუქტების აღწერა ნიღბების სახლში მოსამზადებლად - შეინახეთ!


ატენიანებს: კიტრი, სტაფილო, ნესვი, კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, ხაჭო, არაჟანი, კეფირი, იოგურტი, ნაღები, რძე.


აქრობს ბზინვარებას: ლიმონი, საფუარი, მწვანე ჩაი, პურის ფქვილი, მარწყვი, მარცვლეული, მოცვი, მოცხარი და ჟოლო.

კვებავს: კვერცხი, თაფლი, მცენარეული ზეთი.


ათეთრებს: კიტრი, ოხრახუში, ლიმონი.


წმენდს: სოდა, შაქარი, შვრიის ფანტელი.


იცავს: თაფლი, ალოე, ზეითუნის ზეთი.


კურნავს: ალოე, სხვადასხვა მცენარეული ზეთები.


ატონიზირებს: გრეიფრუტი, მარწყვი, ყურძენი, ლავანდა, პიტნა.


ასევე გაიგეთ:
როგორ მოვამზადოთ თმის ნიღბები სახლში.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?