შეკრება მერაბ ჯანგველაძის კლანის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ესწრებოდნენ გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტები“: აკაკი ლანდია, მერაბ ბახია, ირაკლი ყალიჩავა, ელგუჯა დიღმელაშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი და სხვ.
როგორც რუსული მედია წერს, ამ შეხვედრამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დაასუსტოს პატიმრობაში მყოფი კრიმინალური „გენერლის“, შაქრო კალაშოვის გავლენები, ვინაიდან ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლები რამდენიმე კონფლიქტურ სიტუაციაში კალაშოვის პოზიციით უკმაყოფილონი არიან.