როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

სილამაზე/ჯანმრთელობა

17 იანვარი 17:00

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  

1. დაბანა


თუკი ზაფხულში ერთი შამპუნი უხდება თქვენს თმას, ზამთარში, ჯობს, შეცვალოთ - უპირატესობა მშრალ და დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ შამპუნებს მიანჭეთ.
გარდა ამისა, დააკვირდით: თმის მოვლის საშუალებების ეტიკეტზე თუ გლიცერინი, alpha hydroxy acids ან lactic glycolic acid არის აღნიშნული, ეს კარგია – ასეთი ინგრედიენტები თმის აღდგენა-დატენიანებას უწყობს ხელს. 


ასევე, თუკი ზაფხულში კონდიციონერი ან ბალზამი არ იყო საჭირო, ზამთარში, პირიქით - ეს საშუალებები დამატებით დაცვას უზრუნველყოფენ.
თანამედროვე გათბობის სისტემები თმას და კანს ტენიანობას აკარგინებს. ამიტომაც არ დაგენანოთ თანხა დამატებით კონდიციონერში. თუმცა, გარდა ძვირადღირებული ბრენდების თმის მოვლის საშუალებებისა, ყოველთვის შესაძლებელია ბუნებრივი დამცავის გამოყენებაც, რაც ძალიან ეფექტურია: ქოქოსის, არგანის და ნუშის ზეთები მშრალი და დაზიანებული თმისთვის არაჩვეულებრივია!


 


2. გაშრობა


თუკი თქვენც ჩემსავით მავნე ჩვევა გაქვთ, თმის ბოლომდე გაშრობა გეზარებათ და ზამთარ-ზაფხულ ნესტიანი, ნახევრადსველი თმით გადიხართ გარეთ, ხვალიდან ასე აღარ მოიქცეთ: ზამთარში დაბალ ტემპერატურაზე წყლის მოლეკულები იყინება, რაც თმის სტრუქტურას ძალიან აზიანებს.
თმის სტილისტები გვირჩევენ, თმა, მინიმუმ, 10 წუთით პირსახოცშემოხვეულმა გავიშროთ; შემდეგ, დავივარცხნოთ მსხვილკბილებიანი სავარცხლით.
ტალღოვანი თმის შემთხვევაში კი მშრალი თმის დავარცხნა საერთოდ არაა სავალდებულო: სჯობს ისეთი კონდიციონერი ან სპრეი გამოვიყენოთ, რომელიც ჩამობანას არ საჭიროებს და შემდეგ თმა ხელით მოვიწესრიგოთ.


რაც შეეხება თმის ფენით გაშრობას, აუცილებელია, ცხელი ჰაერის ნაკადი თმის ზრდის მიმართულებით მივმართოთ: ძირებიდან ბოლოებისკენ. ასე გამშრალი თმა გაცილებით სწორი და მბზინვარეა.


 


3. სიცივეში გართ გასვლა


ღირს დავუჯეროთ დედას: ქუდის ტარება აუცილებელია იმისთვის, რომ თმა და თმის კანი სიცივის და ქარის ზემოქმედებისგან დავიცვათ. ამასთან, ქუდი ძალიან მჭიდროდ არ უნდა იყოს, სისხლის მიმოქცევა რომ არ დაირღვეს.


 


4. საკვები


დაბოლოს, თმასა და კანზე ზრუნვა კვებითაც აუცილებელია: ჩვენმა ორგანიზმმა ომეგა 3-ით მდიდარი საკვები უნდა მიიღოს. ესენია: ცხიმიანი თევზი, სელის მარცვლები, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი.


გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას!


ასევე, დაგაინტერესებთ:

სასწრაფო დახმარება დაზიანებული თმისთვის

7 შეცდომა, რომელიც თავის დაბანის დროს უმეტესობას მოგვდის

რა უნდა იცოდეთ, თუ ხვეული თმა გაქვთ?


 

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?