ტოტო კუტუნიოს ბრძოლა სიცოცხლისთვის და ნახევარსაუკუნოვანი სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

17 ივნისი 12:00, 2017 წელი

„კიბოს დიაგნოზი დამისვეს... ძალიან ავად ვიყავი და ნახევარი წელი კლინიკაში გავატარე, სამაგიეროდ, ახლა კარგად ვარ და სცენაზე რომ გავდივარ, ყველაფერი მავიწყდება. რომ იცოდეთ, როგორ მინდა სიცოცხლე“, - ერთ-ერთი საგასტროლო ტურნეს შემდეგ გამოუტყდა თავის თაყვანისმცემლებს ცნობილი იტალიელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი, 73 წლის კუტუნიო. დღეს გამხდარი და სრულიად ჭაღარა ტოტო ნაკლებად ჰგავს ცეცხლოვან იტალიელ ყმაწვილს, რომელიც სან-რემოსა და ევროვიზიის ფესტივალებიდან გვახსოვს, მაგრამ ქალები ძველებურად აღმერთებენ...

სიმღერის სენიორს ან იტალიის მეფეს, როგორც მას სამშობლოში ეძახიან, თავისუფლად შეიძლება რეკორდსმენი ვუწოდოთ, რადგან 60 წელზე მეტი ხანია, რაც სცენაზე დგას.

იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო (სალვატორე) კუტუნიო 1943 წლის 7 ივლისს, ტოსკანაში დაიბადა. ტოტოს მამა მეზღვაური გახლდათ და საყვირზე დაკვრა უყვარდა. მომავალ მუსიკოსს ზღვისა და მუსიკის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით ერგო.

ხუთი წლის ტოტომ უძლიერესი სტრესი განიცადა - უბედური შემთხვევის შედეგად, მისი ერთადერთი და გარდაიცვალა. ტრაგედიამ ტოტო სრულიად გაანადგურა. ერთ დროს მხიარული და უდარდელი ბიჭუნა ჩაფიქრებული და დარდიანი გახდა. დის დაკარგვის შემდეგ ტოტო თითქმის არასოდეს იცინოდა, რაც კარგად ჩანს ბავშვობის ფოტოებიდან.

ხუთი წლის ასაკში კუტუნიოს ოჯახი საცხოვრებლად სპეციაში გადავიდა, სადაც ბიჭუნა მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს. მალე უფროსმა კუტუნიომ საკუთარი მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა და შვიდი წლის შვილი დრამერად აიყვანა.
ნიჭის, ყოველდღიური შრომისა და მშობლების მხარდაჭერის წყალობით, კუტუნიომ ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლა და 13 წლის ასაკში ახალგაზრდა აკორდეონისტების კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი სიყვარული 14 წლის ასაკში ეწვია. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა შეყვარებულისთვის მიძღვნილი სიმღერის „la strada dell’amore“ შექმნა.
19 წლის ტოტომ ჯგუფი „ტოტო და ტატი“ ჩამოაყალიბა, თავისი ძმა და სამი მეგობარი შეიყვანა. რამდენიმე წელიწადში ჯგუფმა მთელი იტალია მოიარა. კონცერტების რეპერტუარებში, ცნობილ ჰიტებთან ერთად, კუტუნიოს მიერ შექმნილი სიმღერებიც შეიტანეს, თუმცა ტოტოს, როგორც კომპოზიტორის, აღიარება 1974 წელს, პოეტ პალავიჩინის გაცნობის შემდეგ დაიწყო.

პალავიჩინისთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი „აფრიკა“, შეიქმნა, რომელიც ფრანგმა მომღერალმა ჯო დასენმა შეასრულა.
წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ ჯო დასენმა ტოტოს კიდევ ერთი ჰიტის დაწერა სთხოვა და ეს „et si tu n’existais pas“ იყო, რომელსაც არანაკლები პოპულარობა ხვდა წილად.

ამის შემდეგ ახალგაზრდა კომპოზიტორთან ფრანგი და იტალიელი მომღერლების შეკვეთების კასკადი წამოვიდა.
ტოტოს სიმღერებს მღეროდნენ ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიე, დალიდა, ჰოლიდეა და სხვები.

პირველ დიდ წარმატებას წარუმატებლობის რამდენიმეწლიანი ეტაპი მოჰყვა და 1980 წელს ტოტო სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრა, საიდანაც გამარჯვებული დაბრუნდა. იმავე წელს ტოკიოს მუსიკალურ ფესტივალზე გრან-პრი აიღო.

ტოტო კუტუნიო მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა, თუმცა ერთგული ბუნების ადამიანს გვერდით მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალი - კარლა ჰყავდა.
მუსიკოსმა გოგონა 27 წლის ასაკში, კურორტ ლინიანოს კლუბში გაიცნო და მალევე დაქორწინდა. წყვილი მინიმუმ ოთხი შვილის ყოლას აპირებდა და როცა კარლა ტყუპებზე დაფეხმძიმდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ, მაგრამ ექიმებმა ტოტოს საშინელი ამბავი ამცნეს: დიდი ალბათობით, კარლა მშობიარობას ვერ გადაიტანდა, ამიტომ ნაყოფის მოცილება აუცილებელი იყო. ამის შემდეგ კარლასგან შვილი აღარასოდეს ჰყოლია, თუმცა ცოლი და ოჯახი მომღერლისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო.


1989 წელს, გასტროლებზე მიმავალმა ტოტომ თვითმფრინავში ულამაზესი გოგონა გაიცნო, რომელმაც რაღაც დროით ძალიან გაიტაცა. სწორედ კრისტინამ აჩუქა შვილებზე მეოცნებე მომღერალს ერთადერთი შვილი - ნიკო. როცა ვნებები ცოტა დაცხრა, ტოტომ მეუღლეს თავისი ქორწინების გარეშე შეძენილი შვილის შესახებ გულახდილად უამბო და კარლამ, როგორც ბრძენმა ქალმა, ყველაფერი გაიგო. ის კმაყოფილიც კი დარჩა, რომ ტოტომ მამობის ბედნიერება გამოსცადა და ნიკო საკუთარი შვილივით შეიყვარა.  

„დიახ, მიღალატია, მაგრამ გულში ერთადერთი ქალი მყავს და ეს ჩემი ცოლი კარლაა, რადგან ქალების უმეტესობას სახელოვანი ტოტოს გვერდით ყოფნა სურდათ, კარლამ კი უბრალო სალვატორე შეიყვარა, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა. ის მდიდარი ოჯახიდან იყო და დამეხმარა, ბინა მეყიდა. მეხმარებოდა ანგარიშების დაფარვაში და უბრალოდ, ვუყვარდი. ამისთვის მისი მადლობელი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად იმისთვის, რომ, როცა ნიკოს შესახებ ვუამბე, გამიგო. ნიკო ჩემი სიცოცხლე და ცხოვრების აზრია. ადრე ვოცნებობდი, მეტი სიმღერა დამეწერა, ახლა კი მხოლოდ ის მსურს, შვილთან მეტი დრო გავატარო. ის 21 წლის ლამაზი ყმაწვილია, უნივერსიტეტში სწავლობს და საცოლეც ჰყავს. ჩემი ერთადერთი შვილი მშვენიერი ქალისგან - კრისტინასგან მეყოლა და ასეთი კარგი რომ გამოვიდა, მისი ფანტასტიკური დედის დამსახურებაა“. - ამბობს ტოტო.

2007 წელს ტოტო კუტუნიოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ძალიან დაიკლო წონაში და უეცრად დაბერდა. როცა ის საოპერაციოში შეჰყავდათ, მისი გადარჩენისთვის მთელი იტალია ლოცულობდა. კოლოსალურმა მხარდაჭერამ, სიცოცხლის სურვილმა და ექიმების პროფესიონალიზმმა შედეგი გამოიღო. სიმსივნე გაქრა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ რეციდივი დაიწყო და აუცილებელი გახდა ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება.  

გამოჯანმრთელების შემდეგ ტოტო მეტ დროს უთმობს საკუთარ ჯანმრთელობას, ბევრს სეირნობს, ყოველდღიურად ცურავს და, რაც მთავარია, ძველებურად უყვარს ქალი, რომლის გვერდითაც თითქმის 47 წელი გაატარა: „დღეს ჩვენი გრძნობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - ამბობს სიკვდილზე ორჯერ გამარჯვებული მომღერალი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?