„სისხლიანი გრაფინია“ - ვინ იყო ელიზაბეტ ბატორი, მასობრივი მკვლელი თუ სიყვარულის მსხვერპლი?

სიყვარულის ისტორიები

1 ივლისი 12:00, 2017 წელი

ვიღაცისთვის ის სიყვარულს შეწირული ულამაზესი ქალია, ვიღაცისთვის - მე-16 საუკუნის ევროპის უმდიდრესი ქალბატონი, ვიღაცისთვის კი - კაბაში გადაცმული დრაკულა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში 600 ადამიანის მკვლელობისთვის მოხვდა.

გრაფინია ელიზაბეტ (ელჟბერტ) ბატორი 1560 წლის 7 აგვისტოს დაიბადა.
ბატორებს უძველესი და გავლენიანი გვარი ჰქონდათ.
იმდროინდელი ტრადიციების თანახმად, 11 წლის გოგონა დიდგვაროვან ფერენც ნადაშდიზე დანიშნეს და ოთხი წლის შემდეგ ცოლად გააყოლეს.

ამის შემდეგ ის სლოვაკეთში, ჩახტიცეს (Čachtice - დაბა სლოვაკეთის დასავლეთ ნაწილში) ციხე-კოშკში დასახლდა.


გრაფინიას წინაპრებში ხშირი იყო ახლო ნათესავებს შორის ქორწინება, ამიტომ შთამომავლების ნაწილი ეპილეფსიითა და ფსიქიკური დაავადებებით იტანჯებოდა.
შესაძლოა, ამით აიხსნას სიშმაგისას ელიზაბეტის უკონტროლო მოქმედება.
1578 წელს ელიზაბეტის ქმარი, რომელსაც, თურქ ტყვეებთან სასტიკი მოპყრობის გამო, „შავ ბეის“ეძახდნენ, უნგრეთის ჯარების მხედართმთავრად დანიშნეს.
მან ულამაზეს მეუღლეს მდიდრული საქორწინო საჩუქარი - მეფე რუდოლფ მეორისგან გამოსყიდული ციხე-კოშკი მიართვა.

ფერენცი თითქმის მთელ დროს ომში ატარებდა, ამიტომ საოჯახო საქმის წარმოება გრაფინიამ თავის თავზე აიღო. ცოლ-ქმარს ხუთი შვილი ჰყავდა. ფერენც ნადაშდი 1604 წელს გარდაიცვალა, როცა ელიზაბეტი 26 წლის იყო.

თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ „სისხლიანი გრაფინია“ არაამქვეყნიური სილამაზის ქალი იყო, რომელმაც სიბერემდე პატარა გოგონას სახე შეინარჩუნა.
სიყვარულს მოწყურებულ ელიზაბეტს ერთადერთი სურვილი ჰქონდა - ნებისმიერ ფასად, ახალგაზრდობა და სილამაზე შეენარჩუნებინა, რათა მამაკაცებისთვის სასურველი ყოფილიყო.
მას უამრავი საყვარელი ჰყავდა, მათ შორის ცნობილი ფერმწერი მიქელანჯელო კარავაჯოც იყო.

ულამაზესი გრაფინიას მფლობელობაში ქვეყნის თითქმის მესამედი შედიოდა, მაგრამ ისტორიაში ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობითა და ურიცხვი სიმდიდრით კი არა, ქალწულების მკვლელის სახელით შევიდა.
ამ ვერსიის თანახმად, სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, გრაფინია მოკლული ქალწულების სისხლში ბანაობდა.
მან, დაახლოებით, 600 ქალი მოკლა, რომელთა შორის, გლეხის ქალებისა და მოახლეების გარდა, დიდგვაროვანი გოგონებიც იყვნენ.

ლეგენდის თანახმად, ბატორიმ საშინელი მექანიზმი გამოიგონა. ეს იყო წვეტიანი დანებით სავსე მეტალის კუბო, რომელშიც მსხვერპლს აწვენდნენ. დანები მაშინვე არ კლავდა, თუმცა სისხლდენას იწვევდა. ამგვარად, მსხვერპლი ნელა კვდებოდა და თავის სისხლს გრაფინიას უტოვებდა.

აღსანიშნავია, რომ იმ დროის არისტოკრატებს უფლება ჰქონდათ, თავიანთ მსახურებს ისე მოქცეოდნენ, როგორც უნდოდათ, თუმცა ბოროტების მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ იმპერატორმა გრაფინიას ციხე-კოშკში გრაფი დიორ ტურზო გაგზავნა.
1610 წლის 29 დეკემბერს ის, თავის შეიარაღებულ რაზმთან ერთად, კოშკში შეიჭრა და როგორც ამტკიცებენ, გრაფინიასა და მის რამდენიმე ხელქვეითს დანაშაულის ჩადენის დროს დაადგა თავზე.
ამ დროს ელიზაბეტ ბატორი 50 წლის იყო.

ელიზაბეტი თავის ოთხ მოსამსახურესთან ერთად დამნაშავედ ცნეს ექვსასამდე გოგონასა და ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში. ბატორების საგვარეულო იმდენად მდიდარი და ძლევამოსილი იყო, რომ ელიზაბეტი მკაცრ სასჯელს ასცდა. „სისხლიანი გრაფინია“ თავისავე ციხე-კოშკის სარდაფებში ჩაკეტეს, სადაც თითქმის ოთხი წელი გაატარა და 1614 წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა.
მისი ხელქვეითები კი 1611 წლის 2 იანვარს გაასამართლეს და ცოცხლად დაწვეს.

ისტორიკოსები ოთხი საუკუნის შემდეგაც ვერ შეთანხმებულან, ვინ იყო ელიზაბეტ ბატორი - ცივსისხლიანი მკვლელი თუ სიყვარულისა და პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი?

არსებობს მოსაზრება, რომ გრაფინიას ერთადერთი ცოდვა მისი სასიყვარულო კავშირები იყო და რეალურად, არავინ მოუკლავს. მას ცილი დასწამეს, რადგან მეფეზე მდიდარი იყო, რომელმაც მისთვის ქონების წართმევა მოინდომა. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ გრაფინიას გარდაცვალების შემდეგ, მისი ხუთივე შვილი გაქრა და გრაფინიას ქონება მეფის ხელში გადავიდა.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს,  „სისხლიან გრაფინიაზე“ ლეგენდები მე-16-17 საუკუნეებში კი არა, ჩვენს დროში გაჩნდა. მისი პერსონის მითოლოგიას გარკვეულწილად, „სისხლიან გრაფინიაზე“ გადაღებულმა ფილმებმაც შეუწყო ხელი.

რეალურად, მტკიცებულება, რომ გრაფინია დანაშაულის ადგილზე დააკავეს, არ არსებობს, ხოლო მისი ხელქვეითების აღიარებითი ჩვენებები წამების შედეგად არის მოპოვებული.
ამ ვერსიის მომხრეთა მტკიცებით,  სისხლიანი გრაფინია ნამდვილად იღებდა კანის გამაახალგაზრდავებელ აბაზანებს, თუმცა ეს სისხლის კი არა, სამკურნალო ბალახების აბაზანა იყო.

2008 წელს გამოვიდა იაკუბისკოს ფილმი „სისხლიანი გრაფინია - ბატორი“, სადაც ელიზაბეტის სახელი იტალიელ ფერმწერს კარავაჯოს დაუკავშირეს.
ფილმის თანახმად, იტალიელი თურქეთში ტყვედ ჩავარდა, სადაც ნადაშდიმ იყიდა და ცოლს საჩუქრად მიართვა. ქალს, რომელიც 11 წლის ასაკში უსიყვარულოდ გაათხოვეს, იტალიელი თავდავიწყებით შეუყვარდა და მის მფარველ ანგელოზად იქცა.
თავის მხრივ, კარავაჯოსთვის ელიზაბეტ ბატორი მხოლოდ ნატურა კი არა, ნამდვილი მუზა და ღვთაება იყო, თუმცა ისტორიკოსებს ამ ვერსიის სანდოობაში ეჭვი ეპარებათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?