რომანი, რომელიც გულში ნასროლმა ტყვიამ დაასრულა

სიყვარულის ისტორიები

16 სექტემბერი 12:00, 2017 წელი

პოლონური წარმოშობის რუს მწერალს ალექსანდრე გრინს (გრინევსკი), თავისი გმირების მსგავსად, ბობოქარი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, ამიტომ ხშირად მასზე ლეგენდებს თხზავდნენ. ერთ-ერთის თანახმად, მწერალმა პირველი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. 

ზემონახსენებ ამბავში სიმართლე მხოლოდ ის გახლავთ, რომ გასროლა მოხდა, თუმცა ქალი, ვისაც გრინმა ესროლა, მისი ცოლი არასოდეს ყოფილა და არც ამ დღეს დაუსრულებია სიცოცხლე.

ეკატერინე ბიბერგალი ალექსანდრე გრინის პირველი სიყვარული გახდა. სიყვარული, რომელმაც მწერალი კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ერთმანეთი რომ გაიცნეს, ქალიშვილი 24 წლის იყო, ვაჟი კი - 23-ის. ეკატერინეს მამას რევოლუციური საქმიანობისთვის 15-წლიანი კატორღა ჰქონდა მისჯილი, თუმცა მოგვიანებით, მამის გზა შვილმა გააგრძელა. პეტერბურგის სტუდენტურ აქციებში მონაწილეობის გამო, ეკატერინე სევასტოპოლში გადაასახლეს, სადაც 1903 წელს ალექსანდრე გრინს შეხვდა.

გრინი, ეკატერინეს მსგავსად, იმ დროისთვის მოდური რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული. სევასტოპოლში ის ესერთა პარტიის დავალებით იმყოფებოდა, რომ ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს შორის სააგიტაციო მუშაობა ჩაეტარებინა.
მოგვიანებით, გრინის პირველი ცოლი ვერა კალიცკაია მწერლისა და ბიბერგალის ურთიერთობებზე დაწერს:

ეკატერინე ბირბერგალის პარტიული მეტსახელი კისკა იყო. 1903-დან 1906 წლამდე ამ ქალიშვილის სახელთან გადაჯაჭვული იყო ალექსანდრე გრინის ცხოვრებისეული გზა. ეკატერინე მას ცოლად გაყოლას ჰპირდებოდა, თუმცა, პეტერბურგში მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი რევოლუციური იდეებისა და ერთმანეთის მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გახდა. ეკატერინე თავისი აღზრდით, გარემოცვითა და მთელი არსებით ჭეშმარიტი რევოლუციონერი იყო.
გრინში ის მხოლოდ ნიჭიერ აგიტატორს ხედავდა, მისი აგიტატორული ნიჭით აღფრთოვანებული გახლდათ და ამ მიმართულებით მერლის წახალისებას ყველანაირად ცდილობდა. გრინისთვის კი ქალიშვილი მხოლოდ რევოლუციური იდეების გამზიარებელი და თანამოაზრე არ ყოფილა. გრინი ბიბერგალში, პირველ რიგში, ლამაზ და დახვეწილ ქალიშვილს ხედავდა და მის დაუფლებას ცდილობდა. ხანმოკლე განშორების პერიოდმა წყვილის ურთიერთობაში ბზარი გააჩინა. გრინი ეჭვიანობდა, თუმცა მათ შორის, კამათი სხვა მიზეზით მოხდა“, - წერს ვერა კალიცკაია.

პატიმრობისა და ციმბირში გადასახლების შემდეგ გრინის თვალში „რევოლუციური რომანტიკა“ გაუფერულდა. ის საყვარელ ქალს 1905 წელს, საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ, პეტერბურგში შეხვდა.
ამ დროისთვის, მწერალი ეკატერინესგან განსხვავებით, რევოლუციურ მოღვაწეობაზე უკვე იმედგაცრუებული იყო. გრინმა ქალს გული და ხელი შესთავაზა, თუმცა მტკიცე უარი მიიღო.
ბიბერგალის თქმით, გრინი მისი ცხოვრებიდან მაშინვე გაქრა, როგორც კი ესერების პარტიას დაშორდა.
1906 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს უკანასკნელად შეხვდნენ და სწორედ მაშინ მოხდა ტრაგედია, რომელზეც მოგვიანებით, ლეგენდები შეითხზა...

თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, გრინი იმპულსური ადამიანი იყო, რომელსაც სიბრაზისას თავის შეკავება უჭირდა და საკუთარ მოქმედებებზე კონტროლს კარგავდა.
საყვარელი ქალისგან მორიგი უარის მიღების შემდეგ, ეჭვიანობისგან გაცეცხლებულმა მწერალმა ჯიბიდან პატარა რევოლვერი ამოიღო, რომელსაც მუდამ თან ატარებდა და ბიბერგალს ტყვია გულში დაახალა.
ქალს ტყვია მკერდში მოხვდა, თუმცა გული არ დაუზიანებია. ეკატერინე სასწრაფოდ ობუხოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მან გრინი პოლიციასთან არ დაასმინა, თუმცა მწერალთან ურთიერთობა საბოლოდ გაწყვიტა. მართლაც, ამ ამბის შემდეგ შეყვარებულებს ერთმანეთი აღარასოდეს უნახავთ.

1906 წელს ალექსანდრე გრინი აგიტაციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, გრინი პოლიტიკით აღარასოდეს დაინტერესებულა და თავი მთლიანად მწერლობასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას მიუძღვნა.

ფოტოზე: ეკატერინე ბიბერგალი (ზედა რიგში, მარცხნიდან მესამე)
რაც შეეხება „კისკას“, მან დარჩენილი ცხოვრება ციხეებსა და გადასახლებებში გაატარა. ამ სევდიანი რომანის დასრულების შემდეგ, გაჩნდა ლეგენდა, რომ ალექსანდრე გრინმა თავისი პირველი ცოლი მოკლა, რასაც მწერლის ბიოგრაფი ვარლამოვი ასე პასუხობს: „სინამდვილეში, ის ცოლი არასოდეს ყოფილა და არც არავის მოუკლავს, თუმცა ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება“...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?