ნაცისტი ოფიცრის დიდი სიყვარულის ამბავი, რომელმაც ის სამხედრო ტრიბუნალისგან იხსნა

სიყვარულის ისტორიები

16 დეკემბერი 12:00, 2017 წელი

ნაცისტური გერმანიის CC-ის ოფიცრისთვის ოსვენციმში მყოფი ტყვე ებრაელი გოგონას შეყვარება სიგიჟე იყო, ისევე როგორც გოგონასთვის თავის პოტენციურ მკვლელთან დაახლოება, თუმცა იმ ჯოჯოხეთში სიყვარულისთვის ადგილი გამოინახა. 

ავსტრიელი ფრანც ვუნში 1922 წელს, პატარა ქალაქ დრეზდენჰოფენში დაიბადა. 18 წლის იყო, როცა ნაცისტური გერმანიის ელიტარული არმიის CC რიგებში ჩაირიცხა და ომის დაწყებისთანავე, აღმოსავლეთ ფრონტზე გაემგზავრა.
მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ ის საბრძოლო მოქმედებებისთვის უვარგისად ცნეს, თუმცა ოსვენციმში გაგზავნეს.

სად და როგორ ცხოვრობდა ელენა ციტრონოვა ომამდე და ომის პირველ წლებში, უცნობია, თუმცა 1942 წლის 20 მარტის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამ დღეს ელენა, ათასობით სხვა ებრაელთან ერთად, ოსვენციმის „სიკვდილის ბანაკში“ აღმოჩნდა.

ელენას საკონცენტრაციო ბანაკში მიყვანის მეორე დღეს, 21 მარტს „ესესის“ ოფიცერი ფრანც ვუნში 20 წლის გახდა. ოსვენციმელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, მისთვის საჩუქრის სახით ლირიკული სიმღერა „ჩემი გული შენ გნატრობს“ ეჩუქებინათ, რომელსაც იმხანად ჰიტლერის საყვარელი მომღერალი პოლა ნეგრი ასრულებდა. მომღერლის ბანაკში მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ოფიცრებმა მომღერლის შერჩევა ოსვენციმის ტყვე ქალებს შორის გადაწყვიტეს. ელენა ციტრონოვა ერთ-ერთი აღმოჩნდა მათ შორის, ვისაც გერმანულად სიმღერა შეეძლო და, ვოკალურთან ერთად, კარგი გარეგნული მონაცემებიც ჰქონდა.
გოგონას გულს ურევდა იმაზე ფიქრი, რომ თავისი პოტენციური მკვლელები უნდა გაერთო, თუმცა ტყვე ქალებმა დაარწმუნეს, რომ ეს მისი გადარჩენის შანსი გახდებოდა.
ტირილისგან თვალებდაწითლებულმა ელენამ სიმღერა დაასრულა და წასვლას აპირებდა, როცა იუბილარი მიუახლოვდა და დაუჯერებლად თბილად სთხოვა, კიდევ ერთხელ ემღერა...

დიახ, ელენა ლამაზი გოგონა იყო და საოცრად მომხიბლავი ღიმილი ჰქონდა. შეუძლებელი იყო, რომ 20 წლის ახალგაზრდას, თუნდაც „ესესელ“ ჯალათს მისი სილამაზე ვერ დაენახა. მოხიბლულ ოფიცერს ელენა სამუშაო ბარაკებში გასაგზავნად დაენანა და სიკვდილმისჯილთა პირადი ნივთების გადარჩევის სამსახურში გაამწესა. აქ 1500-მდე ტყვე დღისა და ღამის განმავლობაში ითვლიდა, არჩევდა და ახარისხებდა სიკვდილმისჯილთა ფუთებიდან და ჩემოდნებიდან ამოღებულ ფულს, ტანსაცმელსა და ძვირფასეულობას. ყველაზე ფასეულ ნივთებს ყუთებში აწყობდნენ და გერმანიაში აგზავნიდნენ, სადაც მათ სამხედრო ხელმძღვანელობა ინაწილებდა.

ოსვენციმის ამ ნაწილში მომუშავე ქალები სხვებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. მათ თითქმის არასოდეს სცემდნენ და ასატანად კვებავდნენ.
იუბილეს მეორე დღეს ფრანცმა სიკვდილმისჯილთა ნივთების დახარისხების სამსახურს მიაკითხა. უამრავ ქალს შორის მან სწრაფად მოძებნა ელენა და შორიახლოს, პატარა ქაღალდი დაუგდო. „მან ქაღალდის ნაგლეჯი დამიგდო, რომელიც მაშინვე გავანადგურე, თუმცა მოვასწარი, დამენახა ერთი სიტყვა - შემიყვარდი. ბუნებრივია, „ესესელთან“ ურთიერთობას სიკვდილი მერჩია და ძალიან დიდხანს, მის მიმართ სიძულვილის გარდა, ვერაფერს ვგრძნობდი. მისი დანახვაც კი არ შემეძლო“, - წლების შემდეგ აღიარა ელენამ ВВС-ზე გასულ დოკუმენტურ ფილმში „აუშვიცი: ნაცისტები და საბოლოო გადაწყვეტილება“.


ფრანცი გოგონას სიძულვილს არ იმჩნევდა და მასზე მზრუნველობას ჯიუტად აგრძელებდა: უგზავნიდა ნამცხვრებს, იცავდა სხვა ბანაკში გადაყვანისა და ზედამხედველთა თავდასხმებისგან, თუმცა ორივე ხვდებოდა, რომ „ესესელი“ ოფიცრისა და ებრაელი გოგონას ურთიერთობის გამჟღავნებისას სიკვდილი ელოდათ.

სიყვარულმა ვუნში მთლიანად შეცვალა. პრინციპულმა ებრაელთმოძულემ ბანაკის ტყვეებს სრულიად სხვა თვალით შეხედა და მათ მიმართ ლმობიერი გახდა.
ერთხელ, ოსვენციმში ახალი ტყვეების ნაკადი შეიყვანეს, სადაც ელენას და როზინკა და მისი შვილებიც იყვნენ. ელენა ხვდებოდა, რომ მის დას და დისშვილებს გაზის კამერაში სიკვდილი ელოდათ და, ვუნშის გარდა, ვერავინ იხსნიდათ. ასეც მოხდა. „ესესელმა“ კრემატორიუმის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ როზინკა მისი ჯგუფის მუშა იყო და განწირული ქალი და მისი შვილები გაზის კამერაში შეყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე იხსნა.

ამ დღემ ებრაელი გოგონას ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ელენა გრძნობდა, რომ ფრანცის მიმართ სიძულვილი ქრებოდა და სხვა, უფრო ძლიერ გრძნობას უთმობდა ადგილს. „რაც მან გააკეთა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემ გამო ის ბევრჯერ სიკვდილზე წავიდა და იყო მომენტები, როცა მავიწყდებოდა, რომ მე ებრაელი ვარ და ის ნაცისტი. როზინკას და ბავშვების გადარჩენის შემდეგ შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა“, - იხსენებდა ელენა.
წყვილმა სამი წლის მანძილზე შეძლო საკუთარი გრძნობების უცხო თვალისგან დამალვა, თუმცა ბანაკის საზღვრებს გარეთ მათ ურთიერთობას შანსი არ ჰქონდა.

1945 წლის იანვარში, წითელი არმიის შეტევის გამო, ცოცხლად დარჩენილი ტყვეების სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში გადანაწილება დაიწყო. ამ შემთხვევაში ფრანცი უძლური იყო, რამე ეღონა. მან საყვარელ ქალს და მის დას რეზინის გამძლე ჩექმები და ვენაში მცხოვრები დედის მისამართი მისცა, რომელიც გადარჩენის შემთხვევაში დებს შეიფარებდა.
ელენამ და როზინკამ არაადამიანურ გამოცდას გაუძლეს, თუმცა ვენის ნაცვლად, ჩეხოსლოვაკიაში გადავიდნენ.

ომის დასრულების შემდეგ ფრანც ვუნშმა ბიზნესს მიჰყო ხელი. ელენა კი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ისინი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 1972 წელს შეხვდნენ, როცა ვუნში, თავის ერთ-ერთ თანამშრომელ ოტო გრაფთან ერთად, ებრაელების მასობრივი განადგურების ბრალდებით, სასამართლოს წინაშე წარდგა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ის ტყვეების მიმართ სასტიკი იყო და სქესის განურჩევლად ყველას გაზის კამერაში აგზავნიდა.

როგორც კი სასამართლოს შესახებ შეიტყვეს, ელენა და მისი და პროცესზე გამოცხადდნენ. ელენამ ციტრონოვამ, ცხოვრებაში პირველად, საჯაროდ მოჰყვა როგორ იხსნა ფრანცმა ის და მისი და სიკვდილისგან.
„შესაძლოა, ოდესღაც სასტიკი ვიყავი, მაგრამ ელენა ციტრონოვას სიყვარულმა მთლიანად შემცვალა და სრულიად სხვა ადამიანი გავხდი“, - აღიარა საბრალდებო სკამზე მყოფმა ვუნშმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები მკაცრ სასჯელს იმსახურებდნენ, თუმცა ავსტრიული კანონმდებლობით, დანაშაულის ხანდაზმულობის გათვალისწინებით, ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ამბობენ, რომ სწორედ ელენას გულწრფელმა აღიარებამ გადააწყვეტინა სასამართლოს, რომ ფრანცის სიკვდილით დასჯის ან სამუდამო პატიმრობისთვის სხვა საშუალებები არ ეძებნა. ვუნში გაათავისუფლეს, თუმცა ელენა აღარასოდეს უნახავს... იქნებ ნახა კიდეც, მაგრამ შეყვარებულებს საიდუმლოს შენახვა ოსვენციმმა ასწავლა.

2003 წელს ერთ-ერთ ებრაულ ტელეარხზე მიწვეულმა ციტრონოვამ, რომელმაც თავისი იშვიათი სილამაზე ბოლომდე შეინარჩუნა, აღიარა: „მე არაფერი მავიწყდება. ყველაფერი მახსოვს. დიახ, „ესესელი“ ჩემი ცხოვრების ლაქა იყო, თუმცა მე, ჩემი და და დისშვილები ცოცხლები სწორედ მისი წყალობით დავრჩით. მე ასეთი ცხოვრება არ ამირჩევია. უბრალოდ, ასე მოხდა“. 
ელენა ციტრონოვა ამ ინტერვიუდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ფრანც ვუნში კი - 2009 წელს.

2014 წელს ბრიტანეთში გამოვიდა წიგნი „ოსვენციმის სიყვარულისა და თავდადების ისტორია“.
წიგნის ავტორი პოლ რიჩარდ სალი ამტკიცებდა, რომ რომანის სიუჟეტი გამოგონილია, თუმცა, დღეს ეჭვი აღარ არსებობს, რომ რომანი ფრანც ვუნშისა და ელენა ციტრონოვას საოცარ სიყვარულს ასახავს - შიშით, ტკივილით და ტრაგედიით შეზავებულს... 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?