ადამ ოქრუაშვილი - საქართველოს ახალი ჩემპიონის გულწრფელი ინტერვიუ

2 ივლისი 16:00, 2015 წელი

ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა აწეულიყო და საქართველოს ჰიმნი გაჟღერებულიყო!

 

ევროპულ თამაშები 2015 წელს პირველად გაიმართა. შეჯიბრში, რომელსაც 12-28 ივნისს აზრბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა, 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო მოიპოვა. ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი - 81 კგ. წონით კატეგორიაში და ადამ ოქრუაშვილი - მძიმე წონაში. 
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ ქართველების სიამაყე და ძალიან მაგარი ბიჭი ადამ ოქრუაშვილი, რომელიც FunTime- ამ ჩემპიონატის და იმ ტრავმის შესახებ საუბრობს, რამაც სპორტულ მოღვაწეობაში სერიოზულად შეაფერხა. თუმცა  ის „სულით არ დაეცა“, ვარჯიში გააგრძელა და, არაკეთილმოსურნე ენების მიუხედავად, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული წარმატება მოუტანა!


- ადამ, პირველ რიგში, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! კიდევ არაერთხელ გესახელებინოთ საქართველო. როგორ მოვიდა ეს წარმატება?
- ძალიან დიდი ხანია, ვვარჯიშობ და ახლაც ვემზადები რიგი შეჯიბრებისთვის.
კონკრეტულად ამ შეჯიბრს ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან, პირველ რიგში, ეს პირველი ევროპის თამაშები იყო და მეორე - დეკემბერში მივიღე ჩემს სპორტულ კარიერაში პირველი ტრავმა, რომელმაც ძალიან დიდ ხანს გამაჩერა, წონა მომიმატა და ფორმიდან ამომაგდო.
ფაქტობრივად, ისეთ სპორტსმენებთან ვაგებდი, რომლებთანაც არასდროს მიწევდა შეხვედრა.

ამას ისიც ერთვოდა, რომ ბევრი ჩემი გულშემატკივარი დაეჭვდა ჩემს შესაძლებლობებში. ფიქრობდნენ, რომ სპორტისთვის აღარ ვიყავი,
მალე  წავიდოდი და ა.შ. ჩემთვის ამ კომენტარებზე მეტად ის უფრო საწყენი იყო, რომ ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სპორტის პროფესიონალებად მიიჩნევიან...
მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს, უბრალოდ, ტრავმა იყო, რომელიც მოშუშდებოდა, წონაშიც დავიკლებდი, ფორმაშიც ჩავდგებოდი და უკეთეს შედეგებს დავდებდი. ასეც მოხდა. ახლა უკვე შემდეგ შეჯიბრებს ველოდები, რათა კიდევ უფრო უკეთესი შედეგები ვაჩვენო.


- რა შეგრძნება იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ერთი გამარჯვებაღა გაშორებდა?
- როდესაც ევროპის ჩემპიონატს, ფინალს ჭიდაობ, მთელი ევროპის ყურადღების ცენტრში ხარ. გავაანალიზე, რომ ამ შეხვედრას, ჩემი ქვეყნის გარდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში უყურებდნენ. ვეჭიდავებოდი ისრაელის წარმომადგენელს და მე, ადამ ოქრუაშვილს, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, არ მქონდა ამ შეხვედრის წაგების უფლება. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა აწეულიყო და საქართველოს ჰიმნი გაჟღერებულიყო!


- და კიდევ დაუმტკიცე ყველას, რომ შენს შეფასებაში ცდებოდნენ...
- მე ისედაც მჯეროდა ჩემი თავის და არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობდი. უბრალოდ, გული მწყდებოდა, რომ ის ადამიანიები, ვისაც პროფესიონალებად მიიჩნევენ, არასასიამოვნო პროგნოზებს აკეთებდნენ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჰიმნის გაჟღერება და ქართული დროშის აწევა, რაც საბედნიეროდ, ასეც მოხდა.


- ადამ, როგორ მოხვდი სპორტის ამ სახეობაში? როდიდან დაიწყე ძიუდოში ვარჯიში?
- საქართველოში ბავშვი არასდროს წყვეტს, ძიუდოში წავა თუ სპორტის რომელიმე სხვა სახეობაში.
ეს, უბრალოდ, ერთგვარი ტრადიციაა, რომ ოჯახის წევრებს სპორტი მოსწონთ და უნდათ, თავიანთი შვილი რომელიმე სახეობაზე მიიყვანონ. მამაჩემი გახლავთ ძიუდოს ძალიან დიდი მოყვარული. ვერც წარმომიდგენია, მასზე მეტად ვინმეს უყვარდეს ძიუდო მსოფლიოში (იღიმის). მან მიმიყვანა, მავარჯიშა და ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოვედი აქამდე.


- მამაც ძიუდოისტია?
- დიახ, მამაჩემი ყოფილი ძიუდოისტია და სწორედ მისი წყალობით ვარ დღეს სპორტის ამ სახეობაში...
მე ვარ საქართველოს ნაკრების წევრი და ყველა ის შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ, მთლიანად გუნდის დამსახურებაა. ჩვენში იმდენად ძლიერია ერთსულოვნება, ერთმანეთის მიხმარება, ქომაგობა, რომ თუნდაც ერთმანეთის გამო არ შეგვიძლია წაგება. მთავარი გუნდურობაა!...


- უახლოს მომავალში რა ასპარეზობა გაქვს დაგეგმილი?
- დეკემბრის ბოლოს ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთში. ჩემი მიზანია, მონაწილეობა მივიღო და ჩემი გულშემატკივარი, ქართველი ერი კიდევ ერთხელ გავახარო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!


- ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის! წარმატებებს გისურვებთ!..


გადაღებები მიმდინარეობდა თბილისის მერიის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის სატრენაჟორო დარბაზში.


 
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...