თათია სულუაშვილი: „როდემდე შეიძლება, 50 წელს გადაცილებული, მეჭეჭიანი ქალი ვითამაშო?“

სტუმრად ცნობილებთან

23 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

„10 წელია, რაც „კომედი გრუპის“ წევრი ვარ და ვხვდები, რომ ამ წლებმა, ბიჭებთან ერთად, თვალსა და ხელს შუა გაირბინა. სხვათა შორის არაფერს ვნანობ. იმდენად პოზიტიური სამუშაო მაქვს, რაც არ უნდა ხდებოდეს, სამსახურში ფეხს შემოვდგამ თუ არა, პრობლემებს კარსმიღმა ვტოვებ“, - იუმორისტი თათია სულუაშვილი „კომედი გრუპში“ გატარებულ წლებზე გვიყვება.

- საყვარელი საქმე არასდროს მოგბეზრებიათ?
- კი, როგორ არა. მქონია პერიოდები, როცა დაღლაც მიგრძნია. ხანდახან მიფიქრია, ხომ შეიძლება, სკეტჩში ერთხელ ლამაზი გოგო ვიყო-მეთქი. როდემდე შეიძლება, 50 წელს გადაცილებული, მეჭეჭიანი ქალი ვითამაშო? მაგრამ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს! წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 წელი ერთ ადგილას ვერ გავჩერდებოდი.


- ალბათ, ხალხის სიყვარულიც დიდ როლს თამაშობს...
- რა თქმა უნდა! ხალხის სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობ. ქუჩაში რომ დამინახავენ, მეხუტებიან და მეფერებიან! არაერთხელ უთქვამთ, რა კარგი გოგო ყოფილხარ და დამლაგებელი სოფიკოს გმირში როგორ გამახინჯებენო. შეუხედავი სოფიკო გამუდმებით დუდღუნებს, მაგრამ პერსონაჟი ყველას მოსწონს.


- რას აკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელს არ მობეზრდეთ?
- ძალიან პრეტენზიული მაყურებელი გვყავს. რაც არ უნდა სიახლე შესთავაზო, კიდევ უფრო განსხვავებულს ითხოვს. საკუთარი თავის მიმართ მეც მომთხოვნი ვარ, მაგრამ ახალი გმირის გამოგონება მარტივი ნამდვილად არ არის.


- და ამას როგორ ახერხებთ?
- ახალ პერსონაჟებს ხალხზე დაკვირვებით ვქმნი. გადავწყვიტე, მანქანა სახლში დავტოვო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიარო. როგორც კი მეტროში ჩავალ, ზუსტად ვიცი, ახალ პერსონაჟს აღმოვაჩენ.


- რომ არა „კომედი გრუპი“, საკუთარი თავი სად წარმოგიდგენიათ?
- ალბათ, რომელიმე თეატრში ვიქნებოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ტანჯვა-წამების წელი მქონდა. უნივერსიტეტში, ფაქტობრივად, არ დავდიოდი. წლის ბოლოს კი წავედი და თეატრალურში ჩუმად ჩავაბარე. ასე რომ, საკუთარი თავი სხვა სფეროში ვერასდროს წარმომიდგენია.


- შვილებსა და საყვარელ საქმეზე დროს როგორ ანაწილებთ?
- ქეთო უკვე 7 წლისაა. ძალიან მშვიდი ბავშვია. დათა 3 წლისაა და საბავშვო ბაღში დადის. გამუდმებით ქაოსში ვარ! საღამოს სამსახურის შემდეგ საჭმლის მომზადებაც უნდა მოვასწრო, ბავშვების მოწესრიგებაც და სახლის დალაგებაც.


- ოჯახურ ურთიერთობებში იუმორი რამდენად გეხმარებათ?
- სახლში და მეგობრებთან იუმორი მძულს!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?