ნინო მუმლაძე: „შეიძლება, შვილის გაჩენა ვერ მოვასწრო“

სტუმრად ცნობილებთან

18 აპრილი 20:00, 2018 წელი

ჩცდ-ს ახალ სეზონში ბევრი ახალი თუ მივიწყებული სახე რომ გამოჩნდება, ამის შესახებ მსახიობებმა უკვე დააანონსეს. მსახიობ ნინო მუმლაძის პერსონაჟი ნათია დიდი ხანია, სერიალში აღარ გამოჩენილა. ამიტომ მასთან საუბარიც ამ შეკითხვით დავიწყეთ.

- ნინო, ჩცდ-ს ახალ სეზონში ხომ არ გამოჩნდებით?
- ჩემთვის ჯერჯერობით არავის დაურეკავს და, სავარაუდოდ, ამ სეზონში არ ვიქნები. ბოლო სერიებში შვილი შემეძინა და აღმომაჩნდა დაავადება. ნინა ქმარზე ეჭვიანობდა, ფიქრობდა, რომ ისევ ჩემთან დადიოდა. დავურეკე ნინას და ავუხსენი, რომ ასე არ იყო. ცოლ-ქმარი რომ შევარიგე, ნინასგან თბილი დამოკიდებულებაც მივიღე. ბოლოს ჯემალის დაბადების დღეზე გამოვჩნდი, სადაც მეც ვიყავი დაპატიჟებული. ამით დამთავრდა ჩემი ხაზი, თუმცა შეიძლება ნათია ჩცდ-ში ისევ გამოჩნდეს.


- რეალურ ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცის ცოლთან დარეკვას რამდენად გაბედავდით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. რეალურ ცხოვრებაში საკუთარი თავი იმ ქალის ადგილას ვერ წარმომიდგენია, რომელიც ვიღაცას ქმარში ეცილება. ბოლო სერიებში დათო ნათიასთან იმიტომ ადიოდა, რომ ცუდად იყო და უვლიდა. მათ ურთიერთობას უკვე სხვა დატვირთვა ჰქონდა, არა რომანტიკული და, მით უმეტეს, ეროტიკული. ნათიამ ნინას დაურეკა იმიტომ, რომ შეცდომაში არ შესულიყო და ტყუილად არ ეეჭვიანა. ნებისმიერი ქალი, ვისაც ცოტა შეგნება აქვს, ასე მოიქცეოდა.


- ჩცდ-ს შემდეგ სხვა სერიალიდან შემოთავაზება არ გქონიათ?
- ეკრანზე ჩცდ-ს შემდეგ არ გამოვჩენილვარ, თუმცა პარალელურად ერთ-ერთი მთავარი როლი ვითამაშე  გიგა აგლაძის ფილმში "რკინის ფარდა", რომელიც 8 აგვისტოს ომზეა; „ტელეიმედზე“ ვმონაწილეობდი ოთარ შამათავას სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. ბოლოს პატარა როლი შევასრულე დიტო ცინცაძის ფილმში „47“, რომელიც ჯერ ეკრანებზე არ გასულა.


- ახლა რა ხდება თქვენს კარიერაში?
- ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობ და ველოდები სიახლეს, ოღონდ როგორც ტელერადიო წამყვანი. მუშაობის გაგრძელება ამ მიმართულებითაც მინდა.


- რა ხდება თქვენი საყვარელი საქმიანობის მიღმა?
- ჩემი ცხოვრება პერიოდებადაა დაკავებული. ხან ისეთი დაკავებული ვარ, რომ ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ, ხან კი პირიქითაც ხდება. ასეთ პერიოდში ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე ვარ ორიენტირებული. მოკლედ, გართობაში ვარ!


- და როგორ ერთობით?
- მთავარია, მეგობრები შევიკრიბოთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად წავალთ. ისეთი „კამანდა“ ვართ, მთავარი განწყობაა და არა ადგილი, სად მოვიყრით თავს. ჩვენი გართობის ძირითადი ღერძი ჩვენი იუმორია.


- 33 წლის ასაკში რა შეიცვალა თქვენში?
- რაც 30 წელს გადავაბიჯე, ასაკი ვიგრძენი. შიში გამიჩნდა იმისა, რომ რაღაცებს ვერ ვასწრებ. სულ მეგონა, 33 წლის ასაკში ოჯახი და შვილები მეყოლებოდა. შეიძლება შვილის გაჩენა ვერ მოვასწრო და ამაზე უკვე ავღელდი. მეგონა, ამ ასაკში სტაბილური შემოსავალი და აწყობილი კარიერა მექნებოდა... შეიძლება დღეს ცნობადი სახე ვარ, მაგრამ სტაბილური შემოსავალი არ გამაჩნია. საკუთარი თავისგან სხვა მოლოდინი მქონდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.


- ოჯახის შექმნაში რა გიშლით ხელს, წუნია ხართ, თუ ჯერ კიდევ არ გამოჩენილა კაცი, რომელსაც დაეყრდნობით?
- ეს ორივე პასუხი მაწყობს. წუნია სწორედ იმიტომ ვარ, რომ ჩემ ირგვლივ არ არის მამაკაცი, რომლის იმედიც მექნებოდა. თუ ადამიანი არც პიროვნულად მაკმაყოფილებს და არც აზროვნებით, რა თქმა უნდა, დავიწუნებ. მე ოჯახის შექმნა იმიტომ მინდა და იმიტომ მჭირდება გვერდით კაცი, რომ იმაზე ბედნიერი ვიყო, ვიდრე ახლა ვარ. თუ კაცი დისკომფორტს შემიქმნის, რა ჯანდაბად მინდა?!


- ყველაზე ხშირად საპირისპირო სქესისგან რა კომპლიმენტს იღებთ?
- იცით, სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანები ხშირად აკეთებენ აქცენტს ჩემს მკერდზე. ასეთი ტიპი ჩემთვის უზრდელი ადამიანია, რომელსაც ჩემთან ურთიერთობის შანსი არ აქვს. შეგნებულები კი, როგორც წესი, ჩემს პიროვნულ თვისებებსა და ღიმილს უსვამენ ხაზს.


- თქვენს მკერდზე მეგობრებთან ერთად თქვენც ხუმრობთ ხოლმე...
- ხუმრობა სხვა თემაა. რა ვქნა, ბუნებამ დიდი ფორმებით დამაჯილდოვა და ისიც ვიცი, რომ მსახიობი როლს საკუთარი გარეგნობიდან გამომდინარე იღებს. როცა ხუმრობენ, მეც იუმორით ვუდგები. კომპლექსი რომ მქონდეს, მსახიობი ვერ ვიქნებოდი.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სად თამაშობს ყველაზე მეტი მომხმარებელი ნარდს, ბურას, და დომინოს ონლაინ

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.
იცით თუ არა...

„ისპანკა“ ფოტოებში - ვირუსი, რომელიც ახალგაზრდებს „ერჩოდა“

ერთ დღეს, აშშ-ს არმიის ფორტ-რაილის ბაზაზე (კანზასის შტატი) სამხედრო ჰოსპიტალს რიგითმა ჯარისკაცმა ალბერტ გიტჩელმა ყელის ტკივილით, ხველით და შემცივნებით მიაკითხა. 
დღის ჰოროსკოპი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

რატომ დადიან ნიღბით ზოგ ქვეყანაში მასიურად და ზოგან - იშვიათად?

სცადეთ და გაიარეთ ნიღბის გარეშე ჰონგ-კონგში, სეულსა ან ტოკიოში - ყველგან იგრძნობთ მტრულ და არამეგობრულ მზერას.
ურთიერთობა

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში დისტანციურად მუშაობამ?

ამ გამოკითხვამ, რომელიც „ფანთაიმმა“ თავის მეგობრებსა და მკითხველებს შორის ჩაატარა, დისტანციური მუშაობის საინტერესო მხარეები დაგვანახა...
ამბები

უმსხვილესმა ფეისბუქ-ჯგუფმა „მოგზაურთა კლუბმა“ StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000-მდე ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.