ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

22 იანვარი 14:00, 2018 წელი

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..

ვერძი
ვერძი საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილზეა, პირიქით კი - თითქმის არასოდეს. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება ქალი-ვერძების იმპულსურობა. ასე რომ, თუკი ვერძი წყნარად გესაუბრებათ და შემდეგ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჯანდაბაში გაგზავნის და მიდის - ნუ გწყინთ, ამის დრო არაა. სასწრაფოდ გაეცალეთ იმ დაწყევლილ ადგილს, ვინაიდან არაა გამორიცხული, თავზე რაღაც დაგეცეთ.


კურო
ყველამ იცის, რომ კურო პატიოსანი და კეთილშობილია. ამიტომაც არავის არ სჯერა, რომ კურომ შეიძლება, წყევლა იცოდეს. ქალი-კურო, თუნდაც გულში, არასდროს იტყვის: „შენი კუბო დავდგი!“, რადგან იცის, რომ შეიძლება, ვიღაცის კუბო მართლაც დაიდგას. არ არის აუცილებელი, ვინმე მართლა მოკვდეს - შეიძლება მაღალი ადგილიდან (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) გადმოვარდეს. ამასთანავე, კუროების ეს უნარი მეორე მხარესაც მუშაობს: მას შეუძლია, თავის მოკეთეს კეთილდღეობა უსურვოს და ეს აუხდინოს კიდეც!


ტყუპები
ტყუპები დაბადებით ჰიპნოზიორები არიან. მათ შეუძლიათ ადამიანთა დამორჩილება და თავიანთი მიზნებისთვის ამოქმედება. საბედნიეროდ, ტყუპებს, როგორც წესი, ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებთ. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, თუკი ქალ-ტყუპებთან სასიამოვნო საღამო გაატარეთ, მეორე დღეს ეცადეთ, სადმე დაიმალოთ და გვარი და ქვეყანა გამოიცვალოთ - ისე, ყოველი შემთხვევისთვის.


კირჩხიბი
ქალ-კირჩხიბებს ყველაზე სასიამოვნო და კეთილი უნარი აქვთ: მსუბუქი ხელი. მათ ყველაფერი გამოსდით, თანაც ადვილად და ძალიან, ძალიან ლამაზად. მათ განსაკუთრებით მცენარეულ სამყაროზე მბრძანებლობა და დაავადებულთა გამოჯანმრთელება ხელეწიფებათ. თუმცა კირჩხიბების ზრუნვა ზოგჯერ გადაჭარბებულიც შეიძლება იყოს. ასე რომ, სიფრთხილე მაინც საჭიროა.


ლომი
ლომები ყველაფერში ძლიერები არიან და ეს თვისება მაგიასაც ეხება. წინასწარმეტყველება და ნათელმხილველობა მათთვის წვრილმანია. ისინი ყოველგვარი შელოცვისა და მაგიური რიტუალის გარეშე იღებენ სამყაროს გამგებლისგან ყველაფერს, რაც სურთ. ერთი კია, ლომს სხვისი სურვილების შესრულება არ შეუძლია, მხოლოდ თავისი.  


ქალწული
ქალწულის უნარი ტელეპათიაა. სხვის აზრებს ქალწული გადაშლილი წიგნივით კითხულობს. და არა მარტო აზრებს: ზოგჯერ ადამიანს გაფიქრებულიც არ აქვს და მისი ზრახვები ქალწულმა უკვე იცის. ისინი იმასაც ზუსტად გრძნობენ, რას გააკეთებთ და როგორ გააკეთებთ. ამასთანავე, თავად ქალწულებს მისტიკისა და მაგიის არ სჯერათ. მათი აზრით, ყველამ რომ ფართოდ გაახილოს თვალები, გარშემო ყველა ტელეპათი იქნებოდა.


სასწორი
ისინი ბრწყინვალე მარჩიელები არიან. მათ ეს იციან და სიამოვნებით მკითხაობენ ბანქოზე ანდა ყავის ნალექზე, ხსნიან სხვის სიზმრებს, თანაც მზად არიან, ეს უფასოდ გააკეთონ - ძალიან კეთილი გული აქვთ. თუმცა სასწორთან სამკითხაოდ მისვლას სჯობს, მოერიდოთ. ისინი სულ  კოშმარებს, ლოკალურ აპოკალიფსებს და საშინელებებს წინასწარმეტყველებენ. ამის მიზეზი მათი მხრიდან სიურპრიზების სიყვარულია: სასწორებს სურთ, ყველაფერი კარგი მოულოდნელად გეწვიოთ. სხვაგვარად ხომ უინტერესო იქნება.


მორიელი
მორიელი ზოდიაქოს ყველაზე მისტიკური ნიშანია. ქალი-მორიელები ნამდვილი ჯადოქრები არიან, მაგრამ ბოლომდე არავინ იცის, რას ნიშნავს ეს. მორიელის ძლიერი უნარი უწმინდურზე მბრძანებლობაა. შესაძლოა, სხვებისთვის არავითარი უწმინდური, კუდიანი და ჭინკა არ არსებობს, მაგრამ მორიელისთვის ყველა ეს არსებობს და ძალიან გაგვიმართლა, რომ ქალ-მორიელს მათი მოთოკვა შეუძლია. 


მშვილდოსანი
მშვილდოსნის უნარი ოცნებების ასრულებაა. მშვილდოსნების თავში უამრავი ლამაზი, დეტალურად დამუშავებული სურათია, რომლებსაც ადრე თუ გვიან ისინი რეალობად აქცევენ. ლომებისგან განსხვავებით, მშვილდოსნებს სხვისი ოცნებების შესრულებაც შეუძლიათ, თუმცა სხვის ოცნებას ისინი თავისებურად ხედავენ.


თხის რქა
თხის რქა და მაგია შეუთავსებელია. ჯერ ერთი, მას მაგიის არ სჯერა, მეორეც - თუ დაიჯერა, მაინც ვერ გაიგებს, რისთვისაა ის საჭირო. სად არის გარანტია, რომ მაგია იმოქმედებს? მათზე არანაირი ჯადო არ მოქმედებს, მორიელისაც კი! ანდა როგორ იმოქმედებს ის, რაც, თხის რქების აზრით, არ არსებობს?


მერწყული
მერწყულებს ბედის ნიშნების მიმართ უჩვეულო დამოკიდებულება აქვთ და აუცილებლად დადებითად უსრულდებათ. გარდა ამისა, საკუთარ მინიშნებებსაც იგონებენ, როცა იღბალი სჭირდებათ. იმ ნიშნებსაც კი, რომლებიც სხვებისთვის ავს მოასწავებს, მერწყულებისთვის კარგი მოაქვს - მაგალითად, თუ გზაზე შავმა კატამ გადაურბინა, ეს შეიძლება, მერწყულისთვის ფულის მიღებას ნიშნავდეს. 


თევზები
თევზების უნარი სასიყვარულო მაგიაა. რასაც არ უნდა ხარშავდეს - ფაფას, წვნიანს თუ კომპოტს, მაინც სასიყვარულო ჯადო-წამალი გამოუვა. ზოგისთვის ამ ნახარშის მხოლოდ სუნიც საკმარისია, რათა სიყვარულმა დარიოს ხელი. ის მთელი ცხოვრება თევზების კვალში ივლის და მხოლოდ ფულის საშოვნელად თუ მოცდება, რათა თავისი სიყვარული საჩუქრებით აავსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეყვარებულ შტერს თევზები ვერ აიტანს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?