ვერძი
წელს ურთიერთობების შესახებ ბევრ რამეს ისწავლით, ძველ ჩვევებს შეიცვლით და ცხოვრებაში თქვენს ადგილს იპოვით. შედეგად კი მოცემული შანსის უკეთ გამოყენებას შეძლებთ.
კურო
წელს ცხოვრებაში ცვლილებები გელით. ახალი გამოწვევების სწორად მიღებასა და ბრძოლის ეფექტურ ხერხებს შეითვისებთ. მიხვდებით, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ამისთვის მხოლოდ საკუთარი ძალების რწმენაა საჭირო. ამასთანავე, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ზოგჯერ მარტოობაში დასვენება გჭირდებათ.
ტყუპები
წელს თქვენთვის საჭირო ადამიანების დაფასებას ისწავლით. მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებთ. მათ საკუთარ ცოდნას გაუზიარებთ. წლის ბოლოს კი თქვენი საქმიანობის ნაყოფს მოიმკით.
კირჩხიბი
ამ წელს დინების მიმართულებით ცურვას თავს დაანებებთ, გაიხსნებით და ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში შემოუშვებთ. წელსვე ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც ადამიანთა მიმართ ნდობას აღგიდგენთ.
ლომი
წელს უფრო მეტად მიწიერი გახდებით, რაც წარმატების საწინდარი იქნება. საკუთარი წარმატებებით ტრაბახის ნაცვლად, უნარების გაუმჯობესებას შეეცდებით და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მოემზადებით. ასევე, ისწავლით უკეთ მოსმენას და უკვე შემდგომ დასკვნების გაკეთებას.
ქალწული
წელს ისწავლით, რომ ხანდახან საჭიროა კონტროლის მოდუნება და მეტიც, გადაწყვეტილების სპონტანურად მიღება. წელსვე თქვენი კომფორტის ზონას დატოვებთ. მიხვდებით, რომ ეს აუცილებელია მიზნის მისაღწევად.
სასწორი
წელს სასწორი ცხოვრების დაფასებას ისწავლის. რყევები, რომლებიც გასულ წელს განიცადეთ, ჯერაც გახსოვთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, თამამად იარეთ წინ.
მორიელი
წლეულს საკუთარი თავის დახმარებას შეისწავლით. ძნელ პერიოდში ნამდვილი გმირი იქნებით - საკუთარი თავის მრჩეველი და საუკეთესო მასწავლებელი. წელს დრომოჭმულ ურთიერთობებსაც დაემშვიდობებით.
მშვილდოსანი
წელს ცხოვრებით ტკბობას ისწავლით. საკუთარი ფიცხი ბუნების დაშოშმინებას შეეცდებით. დარწმუნდებით, რომ სიამოვნების მისაღებად აუცილებელი არ არის ეგზოტიკურ კურორტზე დასვენება და კმაყოფილებას საინტერესო წიგნის წაკითხვაც მოგიტანთ.
თხის რქა
წელს მოთმინებას ისწავლით. თქვენ ბევრი სურვილი გაქვთ და ამიტომაც მოუთმენელი ბრძანდებით. წელს მიხვდებით, რომ მიზნის მისაღწევად სწორედ მოთმინებაა საჭირო და სიყვარულში აჩქარებაც არ არის კარგი.
მერწყული
წელს საკუთარ გრძნობებში გარკვევას ისწავლით. ეს კი, თავის მხრივ, სრულყოფილ ინტიმურ ურთიერთობებამდე მიგიყვანთ. ამასთანავე, ყოველთვის ერთგული იქნებით იმის, რაც გწამთ.
თევზები
წელს საკუთარ თავსა და საკუთარ თავმოყვარეობაზე დაფიქრდებით. შესაძლოა, სიყვარულის გამო რამე გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, მაგრამ ნუ იღელვებთ, ყველაფერი თავის დროზე მოვა. მანამდე კი დრო დაუთმეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობას.