რითი აფრთხობთ კაცებს? ქალების აუტანელი თვისებები ჰოროსკოპის მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

1 თებერვალი 14:00, 2018 წელი

ამ რეიტინგის სათავეში შედარებით „მსუბუქად მოწუწუნეები“ არიან, სია კი ზოდიაქოს იმ ნიშნებით სრულდება, რომლის ქვეშაც ყველაზე „აუტანელი ქალები“ იბადებიან...

თხის რქა
თხის რქა ტვინის მჭამელია. ის თავისი ჭკუის სწავლებით აფრთხობს კაცებს. მის მონოლოგს იშვიათად თუ ვინმე უძლებს, მაქსიმუმ - 5 წუთი, კაცებისთვის ყველაფერი ერთ მთლიან "ბლა-ბლა-ბლად" იქცევა. არადა ეს თხის რქის საჩვენებელი გამოსვლისთვის მოთელვაა მხოლოდ.


მერწყული
მერწყული-ქალი მოუხელთებელია და ამით აფრთხობს კაცებს. კაცმა შეიძლება, ათასნაირი ხაფანგი დაუგოს, საფარში იჯდეს და წლობით ელოდოს - მაინც ააცილებს. მაგრამ იცით, რა არის რეალურად საშიში? როგორც კი გაიფიქრებ, რომ ასეთი მოუხელთებელი არც კი გჭირდება, სწორედ მაშინ მოგძებნის, კუთხეში მიგიმწყვდევს და მორჩა - მისი ტყვე ხარ.


თევზები
თევზები კაცებს თავისი სიცივით აფრთხობს. შეიძლება დიდხანს ელოლიავო, რომანტიკული პაემნები მოუწყო, ხელით ატარო, ჯოხით უჩხვლიტო - არავითარი რეაქცია არ ექნებათ. და როცა კაცს მოთმინების ბოლო წვეთიც ამოეწურება, სწორედ მაშინ გაახელს თევზი თვალს და იტყვის: „კარგი. მოიტა რამე გემრიელი და შენც მოდი“.


ვერძი
ის ქალი-ტარანია. მოკრძალებული ჯენტლმენი აპირებს, მას მხოლოდ ნაცნობობის სასიამოვნო გაგრძელება შესთავაზოს და ჰოპ - კაცი უკვე საწოლშია, ხოლო ვერძი ზემოდან და თანაც გამეორებას ითხოვს. მართალია, ამაზე არავის უწუწუნია, მაგრამ ზოგ კაცს ამის შემდეგ რატომღაც ენა ებმის.

კურო
აი, ისიც - მსოფლიო უბედურება! ქალი-კურო კაცების ყველაზე საშინელი კოშმარის ხორცშესხმაა. სწორედ მათ შესახებ წერენ კაცები ფორუმებზე მთელ სამეცნიერო ტრაქტატებს. სწორედ კუროების შესახებ უყვებიან ბაბუები შვილიშვილებს ძილის წინ ყველაზე საშინელ ზღაპრებს - იმიტომ რომ ის მერკანტილური ქალია. აი ასე, ორი სიტყვით.


ტყუპი
ტყუპი თავისუფალი ჩიტია: საითაც უნდა, იქით მიფრინავს. პრობლემას ის ქმნის, რომ თავადაც არ იცის, საით უნდა ფრენა და სად აღმოჩნდება მომდევნო წუთში. ამას გარდა, ისინი თან გაიყოლებენ ხოლმე შემთხვევით ნაცნობებსაც, რომლებიც კარგავენ ფულს, რეპუტაციას და ნერვების უკანასკნელ უჯრედებს. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე!


კირჩხიბი
კირჩხიბი თავიდან არავის აფრთხობს - ის ყველასთან ერთნაირად სასიამოვნო და სათნოა. მაგრამ ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მუხანათობაა!  როცა „ის უბედური“ გაიგებს, რომ კირჩხიბი შინამტანჯველია, უკვე გვიან იქნება: სანამ დავალებას არ შეასრულებს, მანამდე ტკბილეულს ვერ მიიღებს.


ლომი
ბევრმა იცის, რომ ლომს არ უნდა მიუახლოვდეს. მართლაც, ლომის მუდამ ქედმაღლური გამომეტყველება და ენამწარე კომენტარები ყველაზე მამაცებსაც კი შორიდანვე აფრთხობს. მაგრამ არა - რატომღაც, ლომებისკენ ყველა მიილტვის. ქალ-ლომებს კი მარაგში კიდევ ერთი ბრძანება აქვთ: „მთელი სამყარო ჩემს ფერხთით მოიტანე. სწრაფად!“ ჰოდა, თუკი მიუახლოვდი, შეუსრულე კიდეც.


ქალწული
ყველა სხვა ნიშნის ქალები კაცებს უნებლიეთ აშინებენ, ქალწულები კი - შეგნებულად და სიამოვნებით. ქალწული ისე აკრიტიკებს, რომ კაცი საკუთარ უძლურებას დაიჯერებს და თავის მოკვლაზეც კი იფიქრებს. ქალწული ყველაზე მტკივნეულ ადგილებში ურტყამს და მიზანს არასდროს აცილებს. საშინელი ქალია!


სასწორი
მეოცნებე და კრეატიულად მოუხერხებელი. სრულიად მოწყვეტილია რეალობას. ესმ რა თქმა უნდა, კარგია და კაცებს მაგნიტივით უნდა იზიდავდეს. ჰოდა, მიიჩქარის კიდეც კაცი მის დასახმარებლად - ერთი დღე, ორი დღე, ერთი წელი, ორი წელი... და შეიძლება დაბერდეს, სანამ ქალი-სასწორი ჩამოყალიბდება და კაცის ხელსა და გულს მიიღებს.


მორიელი
ქალი-მორიელი კაცებს მხოლოდ თავისი არსებობით უკვე აფრთხობს. ეს ქალი აუტანელი იდუმალი არსებაა. არასდროს იცი, მისგან რას უნდა ელოდო. ჯობია, გვერდი აუქციო. მაგრამ არა - უკვე გვიანია. ვინმე დამეხმარეთ, რა... არა, გმადლობთ, უკვე ესეც გვიანია.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებზე ლამაზი ტექსტის დაწერის სურვილი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი სტრიქონი გამოვიდა: თავად მოიფიქრა და საკუთარი მოფიქრებული თავადვე ეწყინა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?