თემატური ჰოროსკოპი

რომელი ჯიშის ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

fun time

16:00 ორშ. 28 ივნისი, 2021 წელი

ძაღლი და ზოდიაქოს ნიშანი

14
დაკოპირებულია

საინტერესოა, აქამდე თუ შეგიდარებიათ თავი რომელიმე ჯიშის ძაღლისთვის და თუ დაემთხვევა თქვენი შედარება ასტროლოგიურს?

ვერძი - ალაბაი

ნამდვილი მებრძოლი ამხანაგი: მტერს არ გაახარებს და თუკი თქვენს ზურგს უკან დაიმალა - მხოლოდ ერთი მიზნით: მოულოდნელად ამოვარდეს და ყველა დაკბინოს, ვინც ცუდი თვალით შემოგხედავთ. ისინი ჯორივით ჯიუტები არიან: თუკი ალაბაიმ რამე გადაწყვიტა, მაშინ ასეც იქნება. ვინც კამათს დააპირებს, მას ჯერ 70 კილოგრამის გვერდზე გაწევა მოუწევს. არადა ალბაი მგლებთან საბრძოლველად არის შექმნილი - სხვათა შორის, ისევე, როგორც ქალი ვერძები.

კურო - ბასეტ-ჰაუნდი

მსოფლიოში ყველაზე შტერ ძაღლებში საპატიო პირველი ადგილი უკავია! მათი აღზრდა თითქმის შეუძლებელია. მათი გარეგნობის მიხედვით სამყაროს აღსასრული წუთის შემდეგ დადგება. ბასეტებს არაფრის გაკეთება არ სურთ - სხედან თბილად სავარძელში და არაფერი ესმით. მაგრამ სინამდვილეში ბასეტი ასეთი სულელი სულაც არაა. ის ხომ მეძებარია. თუ კვალი აიღო, ბოლომდე მიჰყვება. და ამის გამო მის უკან ჩანჩალი მოგიწევთ, მას ხომ სხვა რამის დარდი არ ექნება. კუროს თავშიც თუკი რაიმე გეგმა გაჩნდა, ის რეალობის შეგრძნებას დაკარგავს და მხოლოდ მის შესრულებას შეეცდება. იმ პერიოდში მას სხვა აღარაფერი სურს.

ტყუპები - ციმბირული ჰასკი

ძალიან ლამაზი და მეგობრული არსებაა. ამის გამო ყველას ერთი ნახვით უყვარდება. ალბათ, თქვენც. მაგრამ ჰასკი ხომ ძაღლი არ არის, ის ბუნების ხუმრობაა. მისი გართობააა: ვდიოთ კატებს, ვეჩხუბოთ ძაღლებს, მოვიპაროთ კატლეტები. ახლა კი სიმღერის დროა. მოკლედ, ყველაფერ ამის გაძლება მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება, რომელიც ჩვენ არ ვიცით. არადა არის ხალხი, ვისაც ჰასკი ჰყავს და ტყუპებთან ცხოვრობს.

კირჩხიბი - კოლი

მრავალფუნქციური ძაღლი. საუკეთესოდ შეუძლია მწყემსვა და პატრონის სამსახური. ამ ორი ფუნქციის შესრულებაზე უარს არასდროს იტყვის, სიკვდილის წინაც კი. კოლის მთავარი ამოცანაა, ფარას თავი მოუყაროს და სვლის მიმართულება მისცეს. თუკი მეცხვარე კოლია, ანუ ქალი-კირჩხიბი, მაშინ შეგიძლიათ, მოდუნდეთ და, უბრალოდ, ღეჭოთ, ყველაფერ დანარჩენს ის მიხედავს.

ლომი - იორკშირის ტერიერი

ლამაზი ძაღლუკა: მოდური ჩვენებებისა და მაღალი წრის საღამოების მუდმივი სტუმარი. ზოგჯერ ის ჩანთა უფრო ძვირი ღირს, რომლითაც მას დაატარებენ. იორკშირის ტერიერები მარტო ყველაზე ლამაზები კი არ არიან, ისინი ყველაზე მამაცებიც არიან. შეიძლება ისინი ხელით ვატაროთ და კოცნით და ფერებით ავავსოთ და სულაც არ გავიხსენოთ მათი წარსული. არადა ეს ჯიში ნაგავსაყრელზე სამუშაოდ გამოიყვანეს - ისინი ბუნებით ვირთხებზე მონადირეები არიან. ყველაზე მეტი ვირთხა კი სანაგვეზეა.

ქალწული - რიზენშნაუცერი

დაინახავ ამ ძაღლს ღამით ბნელ ქუჩაში და გული გაგიჩერდება. არადა მათი დანახვა საკმაოდ ძნელია: ის ძლიერია, სწრაფი და ჯოჯოხეთურად ეშმაკი. ამასთანავე, ძალიან მძვინვარე. ქვემოთ წვერი, ზემოთ "ჩოლკა", არც თვალები უჩანს, არც მიმიკა. ამიტომ არავინ იცის, რაზე ფიქრობს ეს ნიანგისპირიანი შავი ძაღლი, მათ შორის პატრონმაც.
სამაგიეროდ მათი გაწვრთნაა ადვილი. რიზენები ჭკვიანები და წესების მოყვარულები არიან. სწორედ ამის თვისების დამსახურებაა ის, რომ გარშემო ყველა არ დაუხოცავთ, თუმცა ვინ იცის? ისინი ხომ ქალწულებივით არაფრისმთქმელი გამომეტყველებით სხედან, მეორე წუთში და ვიღაცას ბდღვნიან.

სასწორი - ჩიჰუაჰუა

ჩიჰუაჰუას გვერდით ყველა თავს გმირად გრძნობს: ის ხომ ასეთი პატარა და სუსტია! მას მთელი სამყარო ემუქრება: დიდი ძაღლები და მოთამაშე ბავშვები, ყვავები და მაწანწალა კატები. სწორედ ამიტომ ჩიჰუაჰუას მათი განადგურება სურს: ნელა და ტანჯვით. სწორედ ამიტომ არ სვამენ მათ ძირს, ისევე როგორც ქალ-სასწორებს. ჩიჰუაჰუა ხომ კილო-ნახევარი მრისხანებაა.

მორიელი - დობერმანი

დემონური ძაღლი. ძალიან ლამაზი და გადარეული. მიზნამდე დამარცხებული მტრების გვამებზე გადავლით მივა. მისი ცხოვრებისეული კრედოა: "დომინირება და დამცირება". თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ უცხოებს ეხებათ. ახლობლებთან დობერმანები ქალი-მორიელებივით არიან: ისტერიული ტიპის ეტალონური ქოლერიკები.

მშვილდოსანი - სტაფორდშირული ტერიერი

მსოფლიოში საუკეთესო კომპანიონი! მათი ცუდი რეპუტაცია აქვთ, თუმცა ახლობლის სიყვარულში ლაბრადორებსაც კი გაეჯიბრებიან. სტაფორდი ყოველთვის ბედნიერია: სეირნობა? კი ბატონო. ცურვა? დიახ, მოვდივარ. მთაში? პირველი ვარ. რამეა სათრევი? ორი მომეცით. ყველაზე მეტად სტაფორდებს ადამიანები უყვარს - ნებისმიერი: ჩვილებიდან დაწყებული ბებიებით დამთავრებული.
სტაფორდი თავად სიკეთეა, სიამოვნება და პოზიტიურობა. უბრალოდ, ის ყველა დანარჩენი ძაღლების დაუძინებელი მტერია. ყველას თავისი ნაკლი აქვს. სტაფორდს, ისევე როგორც მშვილდოსანს, სიყვარულისა და მეგობრობის აკვიატებული სურვილით ნუ შეაწუხებთ.

თხის რქა - გერმანული ნაგაზი

ეტალონური სასამსახურო ძაღლია: უსაქმოდ მოიწყენს და ჩამოხმება, დაკარგავს ბეწვს და ცხოვრების აზრს. მხოლოდ თავის საქმეს ასრულებს: შეიძლება ფლოსტები მოგიტანოთ, მაგრამ ცირკში გამოსვლაზე დიდი ბოდიში. ასე რომ, ნაგაზთან ცხოვრება - ეს მუდმივი შრომაა: ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში. სად მიდიხარ? სდექ! ჯოხი გადმოაგდე, სწრაფად! მეორე მხრივ, ეს დისციპლინას გვაჩვევს, მაგრამ გერმანული ნაგაზი ერთხელაც პენსიაზე გავა, ქალი თხის რქა კი არასოდეს.

მერწყული - ჯეკ-რასელ-ტერიერი

თუკი ჯეკ-რასელი ფაქტზე წაგასწრებთ, თავის დაძვრენა ძნელი იქნება. გაზეთის კითხვა დაიწყე? ტყუილად. გადააგდე ბურთი, კიდევ, კიდევ, კიდევ. თუმცა სხვა ვარიანტიც არსებობს - თავად ჯეკ-რასელის გადაგდება. წავიდეს და თავისი თავი თვითონ გაართოს. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება - ჯეკ-რასელ-ტერიერი უბრალოდ მხიარული ძაღლი არაა. ის მონადირეა. ასე რომ, თუკი ჯეკ-რასელი დამოუკიდებლად გართობას გადაწყვეტს, შედეგი შეიძლება არ მოგეწონოთ. ისევ ბურთის გადაგდება ჯობია.

თევზები - ავღანური მწევარი

ის ძალიან ლამაზია. თავად სრულყოფილებაა, მასზე ლამაზი ძაღლი არ არსებობს. და ამ სილამაზის შენარჩუნებას უამრავი დრო და ფული ესაჭიროება. თუმცა ერთიცაა. ავღანურ მწევრებს ყველაზე სულელ ძაღლებში მეორე ადგილი უკავიათ, რაც ტყუილი და ცილისწამებაა. ისინი უბრალოდ ადამიანთან სამუშაოდ არ არიან შექმნილები. მათ დიდი ხანია არავითარი საქმე არ აქვთ, გარდა საკუთარი თავის მოვლისა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?

რას არ გაპატიებთ ზოდიაქოს თითოეული...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება