სიყვარული წესების გარეშე - ეს მხოლოდ ზოდიაქოს 3 ნიშანს შეუძლია!
12:00 კვი. 14 თებერვალი, 2021 წელი
ისინი მზად არიან, ნებისმიერი მსხვერპლი გაიღონ, ყველა საზღვარი დაარღვიონ და ყველა ზღუდე მოშალონ, რათა სიყვარული შეინარჩუნონ.
№3 მორიელი
პარტნიორის შერჩევისას მორიელი ქვენა გრძნობებით არასდროს სარგებლობს. ეს ნიშანი ყოველთვის საკუთარ ემოციებს მიჰყვება.
ერთადერთი, რაც ამ ნიშანს უკუაგდებს, ეს არაგულითადობაა. თუკი პარტნიორი მთელ სიმართლეს იტყვის, აუხსნის ვითარებას, მორიელი მას აპატიებს. მაგრამ ტყუილი მორიელს აუტანელ ტკივილს აყენებს და გულში მოურჩენელ იარას უტოვებს.
ამ ნიშნის სიყვარულს წესები და ჩვეული სტერეოტიპები არ გააჩნია. მას უბრალოდ უყვარს და იცავს თავის გრძნობას.
№2 ვერძი
ვერძებს სიყვარული მარტივად არ გამოსდით. ისინი ხშირად თავიანთ არჩევანს სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანზე აჩერებენ. ძალიან ძნელია, ურთიერთგაგება შეძლო პიროვნებასთან, რომელიც სრულიად სხვა მხარეს იყურება.
წყვილმა შეიძლება სკანდალები მოაწყოს, ჭურჭელი დაამსხვრიოს და... გააგრძელოს ერთობლივი ცხოვრება. ვერძი საკუთარ მარცხს არასოდეს აღიარებს.
ვერძი ნამდვილი მებრძოლია და თავის სიყვარულს ბოლომდე დაიცავს. ის თავისი ცხოვრებიდან წაშლის ნებისმიერს, ვინც კი მას წინ გადაეღობება.
№1 თევზები
სამყაროს აღსასრული მოახლოვდება, გაიყინება ოკეანეები, დედამიწაზე ცხოვრება თავდაყირა დადგება, ხოლო თევზები ისევ სიყვარულს გააგრძელებენ. თევზები პარტნიორს ხშირად თავიანთი ოცნებების პრიზმით უყურებენ. ისინი არ იმჩნევენ ნაკლს, უბრალოდ მათ ლოგიკურ ახსნას უძებნიან.
თუკი თევზებს ყურადღებას არ მიაქცევენ, იმედებს გაუცრუებენ და აშკარად იგნორირებას გაუკეთებენ, თევზები წავლენ, მაგრამ გულში გააგრძელებენ სიყვარულს და ამით თავს დაიტანჯავენ. მისი არშემდგარი პარტნიორი კი დროთა განმავლობაში გაიგებს, რომ ცხოვრებაში უერთგულეს ადამიანზე უარი განაცხადა.
თევზებს სურთ, რომ დაინახონ, შეიყვარონ და სანაცვლოდ ის ერთობლივ ცხოვრებას სამოთხედ გადააქცევს. ორი მოსიყვარულე გული კი ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ბარიერს გადალახავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან