ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს სინდისის ქენჯნა პრაქტიკულად არასდროს აწუხებს და ეს იმიტომ, რომ ისინი არ არიან გაიძვერები და ბოროტები. თუკი ადამიანი მათ გულში დასახლდა, ისინი მას არასდროს უღალატებენ.
#3 თხის რქა
ისინი სიტყვას ქარს არ ატანენ. არ ცდილობენ, უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. თუკი თხის რქა რაიმეს შეგპირდა - სიტყვას აუცილებლად შეასრულებს.
თავიდან ის სიფრთხილეს იჩენს და ყოველ შემხვედრს არ ენდობა, მაგრამ, როცა ადამიანის მიმართ ჭეშმარიტი სიმპათია გაუჩნდება, მეგობრული თუ რომანტიკული, ის მას არასდროს უღალატებს.
თხის რქას ბევრი მეგობარი არ ჰყავს. მას კარგად ესმის, რომ ნამდვილი ურთიერთობა დროში გამოიცდება.
თუკი ერთგული მეგობარი გესაჭიროებათ, რომელიც ყველა საიდუმლოს შეინახავს და ნებისმიერი ვითარების დარეგულირებაში დაგეხმარებათ, მაშინ თხის რქა საუკეთესოა.
#2 ლომი
თუკი ლომს შეხედავთ, მაშინ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. არადა პირველი შთაბეჭდილება, როგორც წესი, მცდარია.
ამ ნიშანს საოცარი ერთგულება ახასიათებს. ის მზადაა, ძვირფასი ადამიანის დასაცავად საკუთარი უსაფრთხოება დაივიწყოს და ბრძოლაში გადაეშვას.
რა თქმა უნდა, მას სურს, შთაბეჭდილება მოახდინოს და მასზე დიდხანს ილაპარაკონ, მაგრამ მეგობრის დასახმარებლად მზადაა, ამ ყველაფერზე უარი თქვას.
მის გვერდით ნებისმიერ განსაცდელს გაუძლებთ, დაცემაც არ იქნება მტკივნეული, ის ყოველთვის გამოგიწვდით ხელს და ფეხზე წამოგაყენებთ.
#1 თევზები
ეს ნიშანი ულაპარაკოდ უარს იტყვის საკუთარ ინტერესებზე, ოღონდ კი ადამიანს დაეხმაროს. თანაც აუცილებელი არაა, ეს ადამიანი უახლოესი მეგობარი იყოს, შეიძლება სულაც შემთხვევითი გამვლელი აღმოჩნდეს.
თანაგრძნობა - თევზების სულიერების მთავარი ნიშანი. თევზებისთვის აუცილებელია თანაგრძნობა და ნუგეშის მიცემა. ამით კი ზოგჯერ აფერისტები სარგებლობენ.
ზოდიაქალურ წრეში თევზებს სამართლიანად ენიჭებათ ერთგული და უღალატო ნიშნის სახელი. ისინი იმდენად კეთილები არიან, რომ ეს გრძნობა ზოგჯერ გულშიც კი არ ეტევა.
ისინი გვერდს ვერ აუვლიან უპატრონო ძაღლს ან კატას, აუცილებლად დააპურებენ. მათხოვარს შეიცოდებენ და უცხო ადამიანის გასაჭირს გაიზიარებენ.
მთავარია, ცხოვრების გზაზე ღირსეული ადამიანებს შეხვდეთ, რომლებიც თევზების გულწრფელ გრძნობებს ანგარებისთვის არ გამოიყენებენ.