ამჯერად მერწყულებს გაუმართლათ. ასე რომ, თუ მერწყული არ ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენს მეგობარ მერწყულებს გაუზიარეთ.
აპრილი მერწყულებისთვის არაჩვეულებრივად ენერგეტიკული და აქტიური თვეა!
სამუშაოზე თქვენი მიზნების მიღწევა შეგიძლიათ: გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, განავითაროთ საქმე, მიიღოთ მეტი შემოსავალი, მეტად დაოსტატდეთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია. აუცილებლად გამოიყენეთ ეს დრო, თქვენ მიზნების მისაღწევად ყველა რესურსი გაქვთ. ერთი კია, განსაკუთრებული აქტივობა 15 აპრილის შემდეგ უნდა გამოიჩინოთ. მანამდე თქვენ რეტროგრადული მერკური გაქვთ. ამ დროს რაიმეს გადაკეთება ჯობს.
თუკი სამუშაოს ეძებთ, შესაძლოა, ქალი დაგეხმაროთ. ის თქვენი ახლობლების წრიდან იქნება, წყლის სტიქიის წარმომადგენელი. გასაუბრებაზე თავი მხოლოდ კარგ სპეციალისტად არ უნდა წარმოადგინოთ - აჩვენეთ თქვენი კომუნიკაბელურობა და დამქირავებელი ემოციურად თქვენს საკეთილდღეოდ განაწყვეთ. თუკი ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევთ, ზედმეტად ნუ იდარდებთ. ისევ და ისევ მერკური გაიხსენეთ. ეცადეთ, სამუშაო ხელშეკრულება 15 რიცხვის შემდეგ გააფორმოთ.
დაწყვილებულ მერწყულებს: თუკი უთანხმოება გაქვთ, მას ომში ნუ გადაზრდით. პოზიციის გასამყარებლად არაოჯახურ მეთოდებს ნუ გამოიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევარს სერიოზულად გაანაწყენებთ. უფრო მეტი დელიკატურობა გამოიჩინეთ და შეეცადეთ, ოჯახში მშვიდობა და ჰარმონია შეინარჩუნოთ.
მარტოხელა მერწყულებს საინტერესო ადამიანთან გაცნობის დიდი შანსი აქვთ. ასე რომ, უფრო მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში, რათა აპრილის ბოლოსთვის მარტო არ აღმოჩნდეთ.
თუკი რომელიმე მერწყული განშორების სიმძიმეს განიცდის, ნუ მოიწყენს და კარჩაკეტილი ნუ იჯდება. თქვენ უკვე გელიან და მომლოდინეთა შორის შესაძლოა, ის ერთადერთიც აღმოჩნდეს.
დაბოლოს რჩევა!
დატკბით ცხოვრებით. სამუშაოზე, სიყვარულში დიდი მიღწევებისა და შესაძლებლობების პერიოდი გაქვთ, ასე რომ გაიღიმეთ და ღიმილით შეხედეთ სამყაროს.