საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

3 აპრილი 14:00, 2018 წელი

ვნახოთ, ვინ იქნება ერთგული მეგობარი ჭირშიც და ლხინშიც და ვისთან საერთოდ არ ღირს კავშირი...

ვერძი
ვერძი მეტოქე ცოლია. ის ძლიერი ქალია და სუსტი კაცები მას არ ესაჭიროება. ქალ-ვერძს ძლიერი და მებრძოლი მამაკაცი სურს, რომელსაც ყოველდღიური მინიაპოკალიფსის გაძლება შეუძლია. ქალი-ვერძის ტემპერამენტი გასართობად ყველას არ გამოადგება. ამიტომაც, როცა ვერძი შესაბამის კაცს იშოვის, მაშინვე ხავერდოვანი ხდება. მაგრამ ეს ქორწილამდე. უკვე შემდგომ კი ყველაზე საინტერესო იწყება: ბრძოლა, რომელშიც ვერავინ გაიმარჯვებს.


კურო
კურო ქალი-მინოტავრია, თანაც მეოთხმოცე დონის. ქალი-კუროები, როგორც წესი, ცხოვრების ნებიერებზე თხოვდებიან: მათ გვერდით ყოველთვის მხიარულებაა. მაგრამ, სიყვარულის გარდა, კუროს ესაჭიროება ჭამა, სახლი, სამოსი და ავტომობილი. ამიტომაც ცხოვრების ნებიერა მალე გაეცნობა კუროს ზემოქმედების ყველა ხერხსა და მეთოდს. კურო-ქალი გენიალურად მანიპულირებს, დიდოსტატურად აშანტაჟებს და ნემსების შერჭობაც ეხერხება. თუმცა ცხოვრების ნებიერა მალე მდიდარი გახდება, იმ დრომდე თუ ცოცხალმა მიაღწია.


ტყუპები
ტყუპები ქალი-სარკეა. თითქმის მისტიკური არსება, იდუმალი და სახიფათო. ტყუპებმა კარგად იციან, ვინაა მათი მეორე ნახევარი. ასე რომ, თავის მოკატუნება საჭირო არაა: ქალი-ტყუპები მეუღლის შინაგან მხეცებს ხელიდან კვებავენ და ყურს უკანაც ფხანენ. სწორედ ამიტომ ტყუპები ბედნიერი ცოლები არიან.


კირჩხიბი
კირჩხიბი იდეალური ცოლია. მათგან ცოლობაზე თანხმობის მიღება ძნელია, მაგრამ, თუ მოახერხეთ, მაშინ შეგიძლიათ თავი ბედნიერად იგრძნოთ. კირჩხიბი ჭკვიანი, ლამაზი, მეოჯახე მეუღლე იქნება, რომელიც იდეალურად უვლის სახლს, ზრდის შვილებს და ქმრის ნათესავებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. მისთვის მთავარი ოჯახია და თუ ვინმე ოჯახის ინტერესებს შელახავს, მაშინ უფრთხილდით.


ლომი
ლომი ცოლი-დედოფალია. ცოლად ისინი მხოლოდ მათ მიჰყვებიან, ვისაც მათთვის დაუყოვნებლივ დედოფლობის შეთავაზება შეუძლიათ, შემდგომში კი თავისი დედოფლის სასახელოდ ახალი მიწების დაპყრობასა და ერთგული ვასალების შოვნაზეც იზრუნებს. სწორედ ამიტომ ლომების გვერდით ცხოვრება, პრინციპში, მოსახერხებელია: კაცი, რომელსაც დამპყრობლის ამბიციები აქვს, ძლიერი მამაკაცია, ლომი კი გვერდით კონკურენტს ვერ მოითმენს. ყველა თავისი საქმით უნდა დაკავდეს: ქალი-ლომი ბრწყინავს, ხოლო ქმარი მას ამაში ხელს უწყობს.


ქალწული
ქალწული ჭკვიანი ცოლია. ძალიან ჭკვიანი. ჯოჯოხეთურად ჭკვიანი! მას ყველაფერი ესმის, მას არასდროს არაფრის ახსნა არ სჭირდება. მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი. ის ყოველთვის მოგცემთ ბრძნულ რჩევას. იგი საყვარელიცაა და საუკეთესო მეგობარიც. სწორედ ამიტომ ქალწულების ქმრებს მეგობრები თითქმის არ ჰყავთ. ამის გამო ჩივილის უფლებაც არ აქვთ - შეიძლება ქალწულმა ოფოფები ააფრინოს. თუ ეს მოხდა მაშინ ის თავისი საწყალი ქმრის ტვინის კენკვას იწყებს. ბოლოს ბოდიშსაც მოიხდის და აღიარებს, რომ მართალი არ იყო.


სასწორი
სასწორი-ცოლი ფისოა. ნაზი, საყვარელი, უშუალო, მაგრამ ოჯახში საოცრად უსარგებლო არსება. მეორე მხრივ, როგორ შეიძლება სახლი კატის გარეშე? ეს ხომ ცარიელი, ცივი სახლი იქნება. ამას გარდა, თუკი მათზე არ იზრუნებ, ხელისგულზე არ ატარებ, შეიძლება ზამთრის ღამეს გარეთ უქუდოდ გავიდეს.


მორიელი
მორიელი ცოლი-ალქაჯია. ხუმრობის გარეშე. ნებისმიერს მოაჯადოებს და დიდებას, წარმატებასა და სიმდიდრეს აღუთქვამს. ქალი-მორიელის ქმრის ყველას შურს: ლამაზი და სექსუალური ცოლი, ჭკვიანი, იდეალური ქალის ეტალონი. თავად კი იდეალური მამაკაცია: ჭკვიანი, ქარიზმატული და, საერთოდაც, ძალიან მაგარი. აბა, რა ქნას, როცა სხვა გამოსავალი არ აქვს: „დომინირება და დაჩაგვრა“ - ასეთია ქალი-მორიელის ცხოვრებისეული კრედო და თუ ვინმე ვერ გადარჩება, ჯიგიტიც არ ყოფილა. რას იზამ ასეთია ცხოვრება.


მშვილდოსანი
მშვილდოსანი მებრძოლი მეგობარია: ქალ-მშვილდოსანთან ერთად შეიძლება დაზვერვაზე წახვიდე. ის ქმრის ზურგს უკან იმიტომ იმალება, რომ იქიდან უფრო ადვილია ვაზნების მიწოდება. აქ მთავარი ისაა, რომ ქალი-მშვილდოსნის ქმარს ვაზნები ყოველთვის დასჭირდება. ჯერ ერთი, კონკურენტების მოსაშორებლად, რომლებსაც სულ ფეხებზე კიდიათ ის ფაქტი, რომ ქალი მშვილდოსანი გათხოვილია. და მეორეც, საოჯახო დავებისას თავი ხომ უნდა დაიცვას.


თხის რქა
თხის რქა პრინციპული ცოლია. მას ქორწინებაზე თავისი წარმოდგენა აქვს. ამიტომაც თხის რქები უბრალოდ სიყვარულის გამო არ თხოვდებიან. მათი აზრით, ქორწინება ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ წყვილი ერთი ცომით იქნება მოზელილი. პრობლემა ისაა, რომ თავად თხის რქა ცომისგან კი არა, ხის მაგარი ჯიშისგანაა დამზადებული და თავის ბურატინოს ის იდეალამდე დაამუშავებს - თუნდაც ნაჯახით. მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდება თხის რქის ოჯახში სიმშვიდე და კეთილდღეობა.


მერწყული
ცოლი-მერწყული თითქოსდა არის და იმავდროულად არაა. საქმე ისაა, რომ ქალი-მერწყულის მაცივარში მღრღნელები ყოველღამე სუიციდს აწყობენ, ხოლო გაზქურაზე შემორჩენილი ქვაბიდან მხოლოდ მაკარონი იცქირება მორცხვად. უბრალოდ, მერწყულს მიაჩნია, რომ სიცოცხლე  ძალიან მოკლეა იმისთვის, რათა საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე მოცდე. ოჯახური ცხოვრება, მისი წარმოდგენით, სიცილი, მხიარულება და ბედნიერებაა. ასე რომ, ქალი-მერწყულის ქმარს მოსაწყენად არასდროს ეცლება.


თევზები
თევზები ცოლი-მსახიობია. ქმარი ვერასდროს მიხვდება, რას ფიქრობს ის. მას საამისოდ დროც კი არ დარჩება. მან ხომ ოჯახიც უნდა არჩინოს, საინტერესო თანამოსაუბრეც იყოს და მგზნებარე საყვარელიც. სხვანაირად ლამაზი თევზი კუდს მოიქნევს და მშვიდობით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?