ვერძი
ნასვამ ვერძს მოსწონს, თავის ყოფილს შეახსენოს, როგორ ცუდად მოიქცა. მათ ცხოვრებაში საკმარისი კონფლიქტები თუ არ ყოფილა, ვერძს შეუძლია, დანაკლისი აინაზღაუროს და კამათი წამოიწყოს. ვერძს მხოლოდ საკუთარი სიმართლის დადასტურება კი არა, დაგროვილი ზედმეტი ცეცხლოვანი ენერგიის ამოფრქვევაც სურს. მეორე დღეს ვერძმა შესაძლოა, ბევრი რამ ინანოს. ამიტომაც დასალევად წასვლის წინ კარგი იქნება, თუ ტელეფონს გათიშავს.
ტყუპები
ნასვამ მდგომარეობაში ტყუპებს ლაყბობა უყვარს. ამიტომაც მისგან სავსებით მოსალოდნელია ყოფილთან ასეთი sms-ის გაგზავნა: „ეი, როგორაა საქმეები?“ ამის შემდეგ დაუწყებს საუბარს იმაზე, რატომ აირია მათი ურთიერთობა. ამ დროს კარგია, თუ ტყუპების გვერდით აზრიანი მეგობარი აღმოჩნდება და აღკვეთს მის ამ ქმედებებს! მთელი ეს საუბარი ხომ ძველ ჭრილობებს აახლებს და განკურნების პროცესს ახანგრძლივებს.
ქალწული
ისინი ყველაფერს გულში ინახავენ და ერთ დღესაც ფეთქდებიან. ეს განსაკუთრებით სასმელის მიღების შემდეგ ხდება. ყოფილთან მიმოწერის დროს ქალწულები თავიანთ მივიწყებულ გრძნობებს ამოქექავენ. მათ, როგორც წესი, სენტიმენტები არ ახასიათებთ. ამიტომ უმჯობესია, თუ sms-ის გაგზავნას დილისთვის გადადებენ, თანაც კარგად გაიზიარებენ მის შინაარსს.
მერწყული
მერწყულები სიმთვრალეში უცნაურები ხდებიან. ჰგონიათ, რომ მათი არავის ესმით. მარტოდ დარჩენილ მთვრალ მერწყულს თავისი ყოფილი ახსენდება და sms-ის გაგზავნას იწყებს, იმ იმედით, რომ იმ ყოფილს ხომ ოდესღაც ესმოდა მისი. პასუხად ყოფილი კიდევ ერთხელ აუხსნის მერწყულს, როგორი უცნაურია.