მწარე სიმართლე ზოდიაქოს ყველა ნიშანზე

თემატური ჰოროსკოპი

27 აპრილი 14:00, 2018 წელი

ჰოროსკოპების შედგენისას ხშირად ცდილობენ, მკითხველს ასიამოვნონ, თუმცა ეს სტატია ასეთი არ არის... დაუჯერებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება, თუმცა საკუთარ თავზე სიმართლეს ნამდვილად შეიტყობთ...

 

ვერძი
უფრო სწორი იქნება, მაიმუნს თუ ვუწოდებთ. ვერძი ხომ იმპულსური, აგრესიული და ძლიერ ხმაურიანია. მათ ხასიათს არ ჰყოფნის სიღრმე, ამიტომაც ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ვერძები „ყალბები“ არიან და მხოლოდ მაყურებელზე გათვლით თამაშობენ.
ბევრს სურს გაიგოს, რა გაქვთ თავში, არადა იქ არაფერია. რეალობის გამარტივების თქვენი უნარი რედუქციულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროს უკეთ გაგებისთვის კი არ ამარტივებთ, არამედ იმისთვის, პირადად თქვენ რომ გაიგოთ. შორსმჭვრეტელობის არქონა  გულუბრყვილოსა და მიამიტს გხდით.


კურო
მოსაწყენი წვრილმანი მესაკუთრე. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ პლანეტაზე ყველაზე ჯიუტები არიან. „ჩემია, ჩემია, ჩემია!“ სწორედ ამის გამო უყვართ ყველაზე უფრო „მონოპოლიის“ თამაში. დოლარები მათი ცხოვრებაა, თუმცა ამის შესახებ ახლობლები არაფერს ეუბნებიან.


ტყუპები
ყურადღების დეფიციტის სინდრომი გაწუხებთ? შეგიძლიათ, უარყოთ, რამდენიც გსურთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელი დაწყნარებისა და ჩამოყალიბების უნარის არქონაა. მათ თავში  სრულიად განსხვავებული აზრების ნამდვილი ქარიშხალია. ტყუპებს მათი არც დამახსოვრება შეუძლიათ და არც გააზრება. მოკლედ, მათ თავში ყველაფერი გაცილებით უფრო ცუდადაა, ვიდრე ვერძების ცარიელ თავში.
ტყუპები ქაოსისა და სრული აურზაურის მოწყობის ოსტატები ბრძანდებიან. ამიტომაც ახლობლებს ისინი აუტანლად მიაჩნიათ.


კირჩხიბი
ვერ გაიზარდნენ. ისინი მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან. და კიდევ, თავშეუკავებლები არიან. უფრო მეტიც - საკუთარი ემოციების კონტროლსაც საერთოდ ვერ ახერხებენ. მთელი მათი ცხოვრება ნერვების მოშლაა. ამიტომაც არ უნდა გაუკვირდეთ, თუკი ახლობლებს ისტერიულ ადამიანად მიაჩნიათ.
კირჩხიბები ეგოისტები არიან. ისინი საკუთარი თავის მიმართ იმდენად მომთხოვნები არიან, რომ ახლობლების და საკუთარ ცხოვრებასაც კოშმარად აქცევენ. „რატომ მე? რატომ ისევ მე? მე არავინ მიფრთხილდება. მე ისეთი უბედური ვარ“, - ესაა კირჩხიბების მუდმივი საფიქრალი.


ლომი
ლომზე უფრო უყურადღებო ადამიანი არ არსებობს. ისინი მუდმივად საკუთარი თავით და გარეშეთა ყურადღების მიპყრობით არიან დაკავებულები. მათ თავი მართლა განსაკუთრებულებად და ქების ღირსად მიაჩნიათ.
ამას გარდა, ლომები მეწვრილმანეები და ძუნწები არიან. მთელი დღეები თავის ქებაში არიან. ამას გარდა, სხვების დამცირებაც კარგად ეხერხებათ.


ქალწული
ქალწულები მუდმივად შეშფოთებულები არიან: მათ ყველაფრის კონტროლი სურთ. ამიტომაც მთელ სამყაროს მათი ვალი აქვს! რაღა თქმა უნდა, ისინი ყველას ეხმარებიან და ამას მუდმივად სჩადიან. მაგრამ ყალბი ალტრუიზმის უკან შენიღბული ნარცისიზმი იმალება. ქალწულები ადამიანებს მხოლოდ იმისთვის ეხმარებიან, რომ შემდეგ ყველას მოუყვნენ თავიანთ მზრუნველობაზე.


სასწორი
ის შეიძლება სოციოპათი იყოს! არავინ არ იცის, ერთ საათში რა საზრუნავი და მოთხოვნები გაუჩნდებათ. სასწორების გულის მოგება უაზრობაა.
სასწორები მანიპულირების ოსტატები არიან. ისინი საკუთარ გარემოცვას მუდმივად სწავლობენ და შეფასებებსაც აძლევენ. ზოგჯერ ისინი ადამიან-რობოტებს ჰგვანან. ვინაიდან საჭირო დროს, საჭირო ადამიასთვის, საჭირო ამბის სათქმელად არიან დაპროგრამებულები.
დაბოლოს, ყველაზე ცუდი: სასწორების საჩვენებელი გონი სინამდვილეში პოზიორობაა. ცდილობენ, საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ, ამ დროს კი მათი შინაგანი სამყარო სავსებით ცარიელია.


მორიელი
წვრილმანი, შურისმაძიებელი მონსტრი. ისინი გარეშე ხალხზე თავიანთ ურწმუნოებას ავრცელებენ. პირველ რიგში იმას ურტყამენ, ვინც მათთვის ყველაზე ბევრს ნიშნავს. მორიელებს სხვების ტანჯვის ყურება უყვართ - მათი აზრით, ტანჯვა დამსახურებულია. მორიელები წამლავენ ყველას, ვისთანაც კი ურთიერთობას ამყარებენ.


მშვილდოსანი
ადამიანებს ისინი ჭკვიანები ჰგონიათ, მაგრამ ეს არასწორია. უბრალოდ, ისინი სხვა ადამიანების იდეებსა და ლოზუნგებს იმეორებენ. აფრქვევენ ციტატებს და ჰგონიათ, რომ საუბრის წარმართვა მხოლოდ მათ იციან.
ამას გარდა, მშვილდოსნები ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ საზოგადოებაში მოწყენილები არიან. რაც მთავარია, ამის დაფარვას არც ცდილობენ.
მშვილდოსნის თავი მუდამ გამოტენილია იმაზე ფიქრით, რას ფიქრობენ სხვები. ისინი კარგი ხელმძღვანელები არიან: მათ ფეხებზე კიდიათ ხელქვეითები, მათ აბრალებენ ყველა ცოდვას და საერთოდ, ფეხებზე კიდიათ, თუ არავის არ უყვართ.


თხის რქა
თხის რქები პლანეტის საუკეთესო ჩამშვებები არიან. ისინი მიზნის მისაღწევად ყველას თავზე გადაივლიან. მათ, საკუთარი თავის გარდა, არაფერი არ აღელვებთ. ეგოისტები არიან და საკუთარ სოციალურ სტატუსს მისტირიან.


მერწყული
მერწყულებს თავი ძლიერ „ჩვეულებრივებად“ მიაჩნიათ და ამიტომ  ათას სისულელეს აკეთებენ, რათა თავიანთი უნიკალურობა წარმოაჩინონ. ამას იმდენად კარგად ახერხებენ, რომ საბოლოო ჯამში ახლობელი არავინ ჰყავთ. მათი დახვეწილი შემოქმედებითი ბუნების გაგება ხომ არავის ძალუძს.
რაში სჭირდებათ გარე სამყარო და მისი „ნაცრისფერი“ მობინადრენი, როცა მერწყულებს საკუთარი ესოდენ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. მათი სურვილია, რომ ყველა შეეშვას.


თევზები
დრამა! თევზები ამბობენ, რომ ისინი სცენებს ვერ იტანენ, არადა თავად მუდმივად სცენებს აწყობენ. მათი მთელი ცხოვრება ერთი დიდი უბედურებაა. თავის დაცვის უნარის არქონა მათ ცხოვრებას ქაოსად აქცევს. თევზების შურიანობა კი მათ ლუზერებად აყალიბებს.
თევზები მუდმივად ცხოვრებას აძაგებენ და არაფერს აკეთებენ რაიმეს შესაცვლელად. რაის ცხოვრება, როცა საქმე ყელამდე აქვთ! თევზებს თავი უბედურად მიაჩნიათ და ახლობლებსაც ასეთად აქცევენ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?