1. სასწორი
სასწორს რაიმეზე იმწამსვე რეაგირება საჭიროდ არ მიაჩნია. მიზეზი ერთია: არ სურთ ვითარების გამწვავება და სძულთ კონფლიქტები. ისინი აზრის გამოსახატავად მუდამ საჭირო მომენტს ელოდებიან.
2. თევზები
თევზები ზედმეტ ღელვას გაურბიან, ვინაიდან ამ დროს ზედმეტ სტრესს იღებენ. ისინი ძლიერ მგრძნობიარენი არიან და ინტუიციურად იციან, რა სჭირდებათ ადამიანებისგან.
თევზები, როგორც წესი, უანგარონი არიან, სწორედ ამიტომ მძაფრ რეაგირებას ერიდებიან. ისინი კონფლიქტებს გაურბიან, მაგრამ მხარდაჭერას არ მოგაკლებენ. ისინი არ აღვივებენ შუღლს და არ აუარესებენ ვითარებას.
3. კურო
კუროები იმპულსურები არ არიან და მათ რაიმეზე რეაგირებამდე ინფორმაციის გადამუშავება ესაჭიროებათ. თუ რაიმე ხდება, კურო ჩერდება. მათ იციან, რომ დაუფიქრებელი მოქმედებისას უამრავ შეცდომას დაუშვებენ.
4. მერწყული
მერწყულები საკუთარი თავით ძლიერ კმაყოფილები არიან და თავის გამოჩენას არ ესწრაფვიან. თუკი ვინმე მათზე ლაპარაკობს ანდა საფრთხეს უქმნის, მერწყულები ვითარების გამოსწორებას არ ჩქარობენ.
ისინი მართალია, საკუთარ გრძნობებს ყოველთვის არ გამოხატავენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გრძნობები არ გააჩნიათ. თუკი ცხარე კამათია და ვიღაც ტემპერატურას მაღლა სწევს, მერწყული ამ დროს ადამიანთა დაწყნარებას შეეცდება და ვითარებას განმუხტავს.
5. მორიელი
მორიელები შემართულები არიან და საკუთარი პრიორიტეტები აქვთ. მათ იციან, რომ ბრაზის დროს რეაგირება კატასტროფას გამოიწვევს. მორიელები გულხელდაკრეფილი ყოფნას ამჯობინებენ და რეაგირებამდე ყველა ვარიანტს გათვლიან.