რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

20 აპრილი 14:00, 2019 წელი

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...

ვერძი
ვერძი მოუთმენელია და სწყინს, თუ ერთი ზედმეტი წუთიც კი მოუწია ლოდინი. აი, ამიტომაც იღებენ ისინი ასე ნაუცბადევად საბედისწერო გადაწყვეტილებას და მზად არიან, სულ რამდენიმეთვიანი ნაცნობობის შემდეგ შეებან ცოლქმრობის მძიმე უღელში. ვერძებო, ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა მოიცადოთ და კარგად დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი გრძნობები ნამდვილია.


კურო
კუროები, პირიქით, ძალიან ნელა და ფუნდამენტურად ფიქრობენ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გარდა ამისა, მათ სჯერათ მარადიული სიყვარულისა და საკმაოდ დიდხანს ელოდებიან იდეალურ პარტნიორს. მათთვის ქორწინების საუკეთესო ასაკია სადღაც 30 წელთან ახლოს.


 


ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ თავიანთი პარტნიორები, მაგრამ საკუთარი თავი - კიდევ უფრო მეტად. ისინი ვერ იტანენ მოწყენილობას, და თუ მათი შეყვარებულები მუდმივად მზად არ არიან ახალ-ახალი თავგადასავლებისა და გართობისთვის, შეიძლება მათი გზები ძალიან ადვილად გაიყაროს. აი, რატომ თხოვდებიან ტყუპები რამდენჯერმე. მაგრამ თუ თქვენ გინდათ, ქორწინება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოთ, მაშინ სჯობს, მოიცადოთ, სანამ 36 წელი მაინც არ შეგისრულდებათ.


კირჩხიბი
ოჯახი კირჩხიბებისთვის წმინდა ადგილია. ისინი ოჯახის შექმნაზე ადრეული ასაკიდან იწყებენ ფიქრს. მეორე მხრივ, მათ უჭირთ მშობლიური სახლის დატოვება, რაც საგრძნობლად ურთულებთ პირად ცხოვრებას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის ქორწინების ოპტიმალური ასაკი 23-25 წელია.



ლომი
თუ ლომს ისე ექცევით, როგორც მეფეს, მაშინ ის ძალიან ადრე იწყებს ფიქრს ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებაზე. თუმცა ასეთი სრულყოფილი პარტნიორის მოძებნას დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომაც, დიდი ალბათობით, ლომებისთვის ქორწინების საუკეთესო ასაკი 38-41 წელია.


ქალწული
ქალწულებისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი კარიერაა. თუმცა ხდება ხოლმე, როცა ისინი ძალიან ადრე პოულობენ შესაფერის პარტნიორს და მთელ დარჩენილ ცხოვრებას მის გვერდით ატარებენ. თუ ქალწული მზადაა, მოიცადოს, მაშინ თქვენც ყველაფერს გააკეთებთ მისთვის. ქორწინებისთვის ოპტიმალური ასაკი 21-24 ან 27-29 წელია.



სასწორი
სასწორები ძალიან ხშირად თხოვდებიან 20-21 წლის ასაკში და ძალიან მალევე ანგრევენ ოჯახს. დიდი ალბათობით, მხოლოდ მესამე ქორწინებაა ყველაზე წარმატებული და უკანასკნელი.


მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ზედმეტად ემოციურები არიან და როგორც ადვილად უყვარდებათ, ისე ადვილად შორდებიან. სწორედ ამიტომაც მათთვის ჩვეულებრივი ამბავია უიღბლო ქორწინება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მორიელს ნებისმიერ ქორწინება შეუძლია ხანგრძლივად და მუდმივად გადააქციოს.



მშვილდოსანი
მშვილდოსნები ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებენ, ამიტომაც უმეტეს შემთხვევებში ისინი 35 წლის შემდეგ ქორწინდებიან. თუმცა, მიიღებენ რა ამ საბედისწერო გადაწყვეტილებას, მშვილდოსნები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათი ქორწინება მაქსიმალურად წარმატებული იყოს.


თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ადრე აკანონებენ ურთიერთობას ოფიციალურად და ასევე, ძალიან ადრე ხდებიან მშობლები. მათთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა აზრი მათი ოჯახის შესახებ. ყველაზე კარგად ისინი თავს ნათესავებისა და ახლობლების გარემოცვაში გრძნობენ.



მერწყული
სრულიად შესაძლებელია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საერთოდ არ დაქორწინდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ისინი უბედურები იქნებიან. და თუ მაინც გადაწყვეტენ დაქორწინებას, მერწყულები ამას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც 40 წელს გადააბიჯებენ.


თევზები
თევზების შინაგანი სამყარო ძალიან მდიდარია, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მათ სამყაროში შეღწევა. შესაფერისი კანდიდატის პოვნის შემთხვევაში არ ღირს დიდხანს ფიქრი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სჯობს, თევზებმა ოჯახი 27 წლის შესრულებამდე შექმნან. ენდეთ ინტუიციას და ყველაფერი შესანიშნავად იქნება!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.