5 ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშანი

თემატური ჰოროსკოპი

22 ივნისი 14:00

როცა ახალი ურთიერთობა იწყება, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რამდენად გულუხვია ეს ადამიანი...

თხის რქა


ქალია თუ კაცი, ამ ნიშნის წარმომადგენელი მიდრეკილია ეკონომიისა და ფულის რაციონალურად ხარჯვისკენ. თხის რქები მზად არიან, სერიოზული თანხა გაიღონ ხარისხიან და საჭირო ნივთში. თუ შენაძენის გაკეთება მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ თავი მოიწონოს და ამით წარმოჩნდეს, მაშინ ის ამას არ გააკეთებს.


მამაკაცი თხის რქები საკმაოდ ძუნწები არიან ქალთან ურთიერთობის დროსაც კი. ისინი, უბრალოდ, ბუნებით არიან ასეთები. თავს ცუდად გრძნობენ, თუ კოსმეტიკაში ან გართობაში უწევთ ფულის დახარჯვა.


თხის რქები უფრო ავეჯს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას იყიდიან, ვიდრე სუვენირს.


თხის რქები ვერ იტანენ, როცა მათ ძუნწს ეძახიან. თუ გარემოება გულუხვობას მოითხოვს, ისინი ამას იძულებით აუცილებლობად მიიჩნევს და ძვირფას ნივთს იყიდის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ასაკის მატებასთან ერთად, ფულს სერიოზულ შენაძენებში აბანდებენ.


კურო


კურო მატერიალურ სამყაროს განაგებს. ის ძალიან მგრძნობიარეა მიწიერი სიამოვნებების: გემრიელი საჭმლის, სასიყვარულო ალერსის, ლამაზი და კომფორტული ტანსაცმლის მიმართ. კურომ იცის, რომ სიამოვნებისთვის უნდა გადაიხადოს. ამიტომაც ცდილობს, ზედმეტი კაპიკები შეინახოს, რათა საჭირო დროს გადადებული თანხით ისიამოვნოს.



ნაკლებად სავარაუდოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელმა გულუხვობა და უანგარობა გამოიჩინოს. მისთვის ბუნებრივი არ არის ასეთი საქციელი.


ქალ კუროებს ბანკში საკუთარი ანგარიში აქვთ, სადაც მათთვის აუცილებლად საჭირო ნივთებისთვის ინახავენ თანხას, ასევე, სხვადასხვა სასიამოვნო წვრილმანისთვის.


ამ ზოდიაქოს ქალებს ყველაზე მეტად მსხვილი შენაძენები ახარებთ: ახალი მაცივარი, დივანი და ა.შ. უნდა ვაღიაროთ: კუროები მარტივად და დიდი ძალისხმევის გარეშე აგროვებენ ფულს და ხშირად არც სესხება უწევთ.


მამაკაცი კუროები არცთუ იშვიათდ იწყებენ საკუთარ ბიზნესს და საკმაოდ რაციონალურები და ზოგჯერ ხელმომჭირნეები არიან. ფულთან მიმართებით ისინი ძალიან ყურადღებასა და გონიერებას იჩენენ. საკუთარი პროდუქცია ზედმიწევნით კარგად იციან და მას ნაკლებ ფასად არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიან.


ქალწული


ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრებაში ლოგიკასა და საღ აზრს ეყრდნობიან. მათთვის გაუგებარია სტიქიური შენაძენები. „რა საჭიროა იმის ყიდვა, რასაც პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს ან მისი ყიდვა გაცილებით იაფად შეიძლება?“ - გკითხავთ ქალწული.


ამ ნიშნის წარმომადგენელი ფულს ძირითადად მატერიალურ ნივთებში ხარჯავს. თუ საქმე რამე არამატერიალურს ეხება, ქალწული ამას არარაციონალურ ხარჯვად მიიჩნევს.


მაგალითად, ქალწული დედისთვის რთულია იმის ახსნა, რომ მის შვილებს პოპ-ვარსკვლავის კონცერტზე სურთ წასვლა. ქალწული ამის სანაცვლოდ თავის ვაჟს ველოსიპედის ყიდვას შესთავაზებს: ისეირნებს კიდეც და ჯანმრთელობისთვისაც კარგია.


რაც შეეხება მეგობრებისა და ახლობლების მატერიალურ დახმარებას, საეჭვოა, ქალწულმა გულუხვობა გამოიჩინოს. ის ფულს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში სესხულობს და მაშინაც ძალიან განიცდის, შეძლებს კი მის გასტუმრებას. არც ძვირფასი საჩუქრებია ქალწულის სტიქია. ეკონომია და მოგებიანი შეთავაზებები - აი, მისი სტიქია.



მორიელი


ზოდიაქოს ეს ნიშანი ფულის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გრძნობს. მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიალურ სიმდიდრეს. მორიელს უყვარს ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირება. მაგალითად, მორიელი გოგონა წვეულებაზე შეიძლება ცნობილი დიზაინერის მდიდრულ კაბაში გამოწყობილი და ეფექტური ვარცხნილობით გამოცხადდეს, რომელსაც მას სალონში მთელი 4 საათი უკეთებდნენ.


მორიელს გულუხვ საჩუქარს მხოლოდ მას უკეთებს, ვინც მისთვის ძვირფასია და უყვარს. უბრალო ნაცნობების მიმართ მორიელი საკმაოდ ძუნწია.


სამსახურში ან ბიზნესში ეს ნიშანი ცნობილია თავის საქმიანი ალღოთი. ის არავის შეარჩენს დავალიანებას, მოგებიან მომწოდებლებს იშოვის და საქმეს კალაპოტში მოაქცევს.


ფინანსური პრობლემების პერიოდში მორიელი ქამარს შემოიჭერს და ყველაფერში ეკონომიას გააკეთებს. ამ დროს ის მთელ ოჯახს სმენაზე დააყენებს, უარს ეტყვის ყველა თხოვნაზე და მხოლოდ აუცილებელ შენაძენებს გააკეთებს. თანაც საკუთარ თავს არაფერში დაადანაშაულებს. კრიზისის მართვის ასეთი შესანიშნავი უნარი აქცევს კიდეც მორიელს ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნიშნად.


კირჩხიბი


მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, კირჩხიბისთვის მთავარი გრძნობებია. მართალია, მასაც შეუძლია, ლოგიკურად იაზროვნოს, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც გრძნობების გავლენით იღებს. ყველაზე ძლიერ ემოციებს კირჩხიბში საკუთარი სახლი და ოჯახი იწვევს. ამიტომაც ძირითადი ხარჯები აქ აქვს კონცენტრირებული.



ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდ ფულს ხარჯავენ სახლის მოწყობაზე და იქ სიმყუდროვის შექმნაზე, სადაც ყოველდღიურ სიუიტას აღწევენ თავს.


კირჩხიბები ენთუზიაზმით ყიდულობენ ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტექსტილსა და დეკორის ელემენტებს. და კიდევ ერთი საჭირო დანახარჯი: საკვები პროდუქტი - კირჩხიბი აღმერთებს გემრიელ საჭმელს.


აი, სხვა რამეზე ფულის დახარჯვა კი, რაც სახლსა და ოჯახს არ ეხება, კირჩხიბს ძალიან არ უყვარს. ამ ნიშნის წარმომადგენელი არასოდეს უყიდის ძვირფას საჩუქარს ახლობელს ან კოლეგას. ის ყველგან დაზოგავს ფულს, ოღონდაც კი მისი სახლი სავსე იყოს.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?