როგორია კაცი-კოშმარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თემატური ჰოროსკოპი

27 მაისი 22:00, 2020 წელი

მაინც, როდის წყდება ქალის მოთმინების ძაფი...

თხის რქა


თხის რქა ქალებისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა უსაქმური, უფულო და ალფონსი კაცი. თხის რქები მასთან ურთიერთობას იმიტომ იწყებენ, რომ ტრაგედიის სრულ მასშტაბებს ჯერ ვერ აღიქვამენ: თხის რქის გადმოსახედიდან ხომ სრულიად შეუძლებელია, ვინმე მოუწესრიგებელი, უსაქმური და მსმელი იყოს.


 


მერწყული


მერწყული ქალისთვის ყველაზე აუტანელია სახლში წამოკოტრიალებული ოტელო, რომელიც იმაზეც კი ეჭვიანობს, თუ რატომ აქვს შენახული ამა თუ იმ ხელოსნის ნომერი დღემდე ტელეფონში. მერწყული ქმარს ან პარტნიორს იმ წუთასვე ტოვებს, როგორც კი გააცნობიერებს, რომ მას ქმარი საკუთრებად აღიქვამს.


 


თევზები


დედიკოს ბიჭი - ესაა ქალი თევზების კოშმარი. თევზები ხომ გულის სიღრმეში თავად ოცნებობენ, ვიღაცას ეშვილონ. ასე რომ ორი ასეთი ტიპის სიყვარული არ გამოდის. თევზებთან ურთიერთობის შემთხვევაში მისი პარტნიორი აუცილებლად უნდა იყოს დონორი, სპონსორი.


 


ვერძი


ვერძისთვის აუტანელია სუსტი და მუდმივად მოწუწუნე კაცი. ვერძები გულის სიღრმეში ძალიან კეთილი და მოსიყვარული ტიპები არიან, თუმცა ძალიან მალე ამოსდის ყელში მუდამ რაღაცით უკმაყოფილო და მოწუწუნე პარტნიორი და საკადრის ადგილსაც უჩენს მას.


 


კურო


კუროსთვის ყველაზე აუტანელია უგრძნობი ადამიანი. კუროს არ სურს არც ძვირფასი ბეჭედი, არც ქორწილის თარიღის ზეიმით აღნიშვნა, არც მაღალი ხელფასი - ერთადერთი, კუროს პარტნიორისგან გული და ემოციები სურს. თუ კაცი უგრძნობია, მას ქალ კუროსთან არაფერი ესაქმება.


 


ტყუპები


ქალი ტყუპები ვერ იტანენ ძუნწ და მბრძანებლობის მოყვარე ტიპებს. მას მერე, რაც ერთ დროს მოსიყვარულე და რომანტიკული პარტნიორი იმპერატიულად მოსთხოვს კერძების მომზადების სწავლას და მომავალზე ფიქრს, ტყუპები იქვე დაამთავრებენ ყველაზე რომანტიკულ ურთიერთობასაც კი.


 


კირჩხიბი


კირჩხიბი ქალისთვის ყოფილ ქმარში ან პარტნიორში აუტანელი თითქმის არაფერია, რადგან კირჩხიბის გულამდე მიღწევა ძალიან რთულია და მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. და მეორეც, - კირჩხიბი არასდროს მისცემს საკუთარ თავს უფლებას, ყოფილი ქმარი ცუდად მოიხსენიოს. თუმცა, დიახ, კირჩხიბსაც ჰყავს კოშმარების გმირი - ესაა ის მაჩო, რომლის ანკესსაც კირჩხიბი შესაძლოა არ წამოეგო, მაგრამ შიგადაშიგ მაინც ახსენდება.


 


ლომი


ლომი ქალის საშინელი კოშმარია - ვერშემდგარი შემოქმედი და აუღიარებელი გენიოსი. არადა ლომები თავიდანვე ირგებენ გამორჩეულის იმიჯს და თუკი წყვილში ერთ-ერთი გენიოსი, ეს ლომის პარტნიორი ნამდვილად არაა. პედესტალი მხოლოდ ლომს ეკუთვნის.


 


ქალწული


ქალწულის კოშმარი ის კაცია, ვისაც კონტროლი და კრიტიკა უყვარს. ყველაფრის კონტროლი და კრიტიკა მხოლოდ ქალწულის საქმეა და არა - მისი პარტნიორის. ერთი უმნიშვნელო ცდაც კი, რაღაც მიუთითო ქალწულ ქალს, შესაძლოა განშორეით დასრულდეს.


 


სასწორი


სასწორებთან ყველაფერი ძალიან მარტივია: მისი კოშმარია მაჩო, რომელსაც ტესტოსტერონი ყველა მხრიდან გადმოსდის, ყვირის, ჩხუბობს, ხმელ თევზს მაგიდას ურტყამს, მერე კი თევზით დასვრილ ხელებს იქვე იწმენდს. მოკლედ, ეს ყველაფერი საერთოდ არაა ლამაზი. ასეთი პარტნიორი ქალ-სასწორს შინაგან ჰარმონიას ურღვევს და ამიტომაც ის „ყოფილი“ ხდება.


 


მორიელი


მორიელისთვის ყველაზე აუტანელია ნარცისი. საბედნიეროდ, მის აღმოსაჩენად მორიელს ძალიან ცოტა დრო სჭირდება. ამის შემდეგ ქალი მორიელი თავის ნარცის პარტნიორს აუცილებლად გადაუხდის სამაგიეროს, ტანაც ისე, რომ გულის გატეხვის პროცესს ნამდვილ სანახაობად აქცევს.


 


მშვილდოსანი


მშვილდოსანი ქალის კოშმარი პედანტი, უხასიათო და მოღუშლი ადამიანია. საკითხავი ისაა, ასეთი ადამიანი მშვილდოსნის სანაცნობო წრეში საერთოდ როგორ აღმოჩნდა. პასუხი მშილდოსნის თანდაყოლილ ცნობისმოყვარეობაშია, რომელსაც ის ხანდახან გულის გატეხვამდეც მიჰყავს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?