შეხედე ყველა პრობლემას იუმორით - ენტონი ჰოპკინსის ცნობილი გამონათქვამები

INTERNET დაიჯესტი

16 სექტემბერი 19:43, 2020 წელი

ამერიკელმა მსახიობმა ენტონ ჰოპკინსმა, მძიმე ბავშვობის მიუხედავად, საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობების რეალიზება შეძლო და მსოფლიო აღიარების მოპოვება.

ენტონი ჰოპკინზის ფილმოგრაფია  110–ზე მეტ ფილმს ითვლის, ამათგან უდიდეს ნაწილში მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილი კი საკუთარი რეჟისურითაა გადაღებული. ჰოპკინზი რამდენიმე ფილმის კომპოზიტორიცაა, ასევე პროდიუსერიც და სცენარის ავტორიც.


გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:


ცხოვრების წესი - ნურაფერს ითხოვ და ნურაფერს ელი, შეხედე ყველა პრობლემას იუმორით და მსუბუქად!


საუკეთესოები გვიან ვითარდებიან! – მასწავლებლები იდიოტს მეძახდნენ, რადგან დისლექსია მტანჯავდა და ყურადღების კონცენტრირება მიჭერდა, საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი და თანატოლებთან ურთიერთობას გავურბოდი, არაფრის კეთება  არ შემეძლო და სწორედ იმიტომ გავხდი მსახიობი.


ცხოვრების ფილოსოფია – ახალგაზრდობაში ხშირად მიმეორებდნენ,  რომ ძალიან „უიმედო“ ვიყავი და ხეირი ჩემგან არასდროს იქნებოდა, ამიტომ ყველაფერი კარგი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მარტო სხვებისთვის კი არა, ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.


საძულველი თეატრი – გულწრფელად არ მესმის მათი, ვინც თეატრზე გიჟდება. რა საჭოროა ხმაურიანი მონოლოგები და ყალბი მანჭვა სცენაზე?! თეატრი წარსულს ჩაბარდა და არ ვიცი, რატომ უნდა შევასრულო როლი, რომელიც ჩემამდე ათასმა მსახიობმა შეასრულა?!


მორალური ნორმები – ზნეობა და თავმდაბლობა ძალიან გამაღიზიანებელია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მეც ვითვალისწინებ მორალურ ნორმებს, მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი ყალბია. 


მარტოობა –  ჩემი მარტოობა ძალიან მომწონს. არავის ვაძლევ ახლოს მოსვლის უფლებას. მართალია, შემიძლია ვიყო მეგობრული, მაგრამ ჩემში ყოველთვის სიცარიელეა, რადგან არც თანაგრძნობა მაქვს სხვების მიმართ, არც პატივისცემა.


საზოგადოებრივი აზრი – არ მაინტერესებს, ჩემზე სხვები რას ფიქრობენ. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, ვაკეთებ იმას, რასაც მინდა და ვცხოვრობ ისე, როგორც შემიძლია. სწორედ ესაა ნამდვილი ცხოვრება, სადაც არც მოგება შეიძლება, არც წაგება, არც კონკურენციაა საჭირო, არც საკუთარი უპირატესობის დამტკიცება. ვფიქრობ, მე სხვებზე თავისუფალი ვარ, რადგან არც მოპოვება მინდა არაფრის, არც დაკარგვის მეშინია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?