„რა თქმა უნდა, ჩემი კომენტარი იყო უხეში, გადამეტებული და არასწორი. მე მიჩვეული ვარ საზოგადოებისგან კრიტიკას, მაგრამ ამ გოგოსთვის ეს დიდი სტრესი აღმოჩნდა.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას მივმართო, დაინდონ კომენტარის ავტორი, რადგან ის გოგო არის სტრესში“- გვითხრა ნინი ბადურაშვილმა.
მომღერალი საზოგადოებას ურჩევს, მსგავსი ტიპის აგრესიისგან თავი შეიკავონ. ნინი ბადურაშვილი კომენტარის ავტორს ბოდიშს უხდის.
„ბოდიშს ვუხდი იმ გოგოს, ვეღარ ვაწვდენ ხმას, აღარ არსებობს ფეისბუქზე და ყველას ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ ზოგადად, მე ვიქნები თუ ნებისმიერი სხვა, მსგავსი ტიპის აგრესიისგან, რადგან ეს არაფერს მოიტანს, ჩემზე ცუდი რაღაცების წერას უკვე მიჩევულიც ვარ“- ამბობს დაიჯესტთან ნინი ბადურაშვილი.
ინფორმაციისთვის, ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. FACEBOOK-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, ნინის ამ კომენატარს კი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.