სტეფან პერსონის სტრატეგია და H&M-ის პრინციპი, რომელიც კარ ლაგერფელდმაც ვერ შეცვალა

წარმატების ისტორიები

30 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

დღეს ის ყველაზე მდიდარი შვედია, მისი პირადი კაპიტალი 27 მლრდ-ს აღწევს, 70 წლის წინათ დაიბადა სტოკჰოლმში და მას შემდეგ, როგორც ბიზნესმენს, არასდროს უფიქრია სამშობლოს დატოვებაზე, სადაც მთელ პლანეტაზე ყველაზე დიდი გადასახადებია...


„მოდა და ხარისხი საუკეთესო ფასად“, - ამბობს სტეფან პერსონი, რომელმაც მამის ერლინგ პერსონის მიერ დაწყებული საქმე წარმატებით გადაიბარა და გლობალური ექსპანსიის ინიციატორი გახდა.  


შვედური H&M დღეს ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელია, რომლის ისტორია პატარა მაღაზიით დაიწყო.



კომპანიის დამფუძნებელმა ერლინგ პერსონმა შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ ვესტეროსში პირველი მაღაზია 1947 წელს გახსნა. მაღაზია Hennes თავდაპირველად მხოლოდ ქალის ტანსაცმლით ვაჭრობდა. 1952 წელს უფროსმა პერსონმა მაღაზია სტოკჰოლმში გახსნა. 1964 წელს ნორვეგიულ, ხოლო 1969 წელს დანიურ ბაზრებზეც გავიდა.

1969 წელს ერლინგ პერსონმა მონადირეთა ტანსაცმლის ბრენდი Mauritz Widforss შეიძინა. ამის შემდეგ, კომპანიის სახელი შეიცვალა და Hennes & Mauritz ეწოდა. ორი კომპანიის გაერთიანების შემდეგ, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის წარმოებაც დაიწყო.




ბრენდის სარეკლამო კომპანიის პირველი სახე მუსიკალური ჯგუფის ABBA-ს სოლიტი ანი-ფრიდ ლიუნგსტადი იყო. 1974 წელს კომპანიის სახელწოდება შეიკვეცა და უბრალოდ, H&M გახდა.


 



1972 წელს მამის კომპანიაში სტეფანმაც დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა პერსონს დიდი სურვილი ჰქონდა, მამის ბიზნესი არა მხოლოდ შვედეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გაეტანა. თავდაპირველად, სტეფანმა მაღაზია ლონდონში გახსნა, შემდეგ შვეიცარიისა და გერმანიის ბაზრებზეც გავიდა. შვილის წარმატების შემდეგ, 1982 წელს მამამ სტეფანს ოჯახური ბიზნესი უკვე მთლიანად გადააბარა.

სტეფან პერსონი დღემდე ცნობილია იმით, რომ ფულს მომჭირნედ ხარჯავდა, თუმცა რეკლამისთვის სახსრები არასოდეს ენანებოდა.
90-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს H&M-ის სარეკლამო სახეები იყვნენ: ანა ნიკოლ სმიტი, ნაომი კემპბელი, ელ მაკფერსონი, სინდი კროუფორდი, კლაურია შიფერი, ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტარლინგტონი, კაილი მინოუგი, ბიონსე, ვანესა პარადი, კეტი პერი, დევიდ ბექჰემი. 



90-იანი წლების მეორე ნახევარში H&M წელიწადში უკვე 60 მაღაზიას ხსნიდა. 1998 წელს კი მსოფლიო მოდის დედაქალაქ პარიზშიც გამოჩნდა.
უფრო რთულად განვითარდა საქმე იტალიური და ესპანური ბაზრების მიმართულებით, სადაც შვედურმა კომპანიამ უძლიერესი მოთამაშეების Benetton-ისა და Zara-ს გზიდან ჩამოშორება ვერ მოახერხა.

2000 წელს H&M უკვე ამერიკულ ბაზარზე გადის და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ხდება. როგორც ადრე, ამჯერადაც კონკურენტებთან მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასებია.

2004 წელს კომპანიამ, ცნობილ დიზაინერებთან ერთად, ახალ კოლექციებზე დაიწყო მუშაობა.
„პირველი მერცხალი“ კარლ ლაგერფელდი გახდა, რომელმაც ქალებისა და მამაკაცებისთვის შექმნილი კოლექცია წარმოადგინა. ლაგერფელდის სახელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და H&M-ის მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები გაჩნდა, თუმცა, წარმატების მიუხედავად, ლაგერფელდი H&M-თან თანამშრომლობით უკმაყოფილო დარჩა. კომპანიის ხელმძღვანელებს სნობები უწოდა და პირობა დადო, რომ ბრენდთან აღარასოდეს ითანამშრომლებდა. როგორც ამბობენ, კონფლიქტი იმან გამოიწვია, რომ ლაგერფელდს კოლექცია მხოლოდ გამხდარი ქალებისთვის ჰქონდა შექმნილი და კომპანიას მოსთხოვა, 42 ზომაზე დიდი ტანსაცმელი არ შეეკერა, თუმცა H&M-მა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. კომპანია არასდროს არღვევს თავის მთავარ პრინციპს: ბრენდული სამოსი ხელმისაწვდომ ფასად ყველასთვის!

2005 წელს ბრენდისთვის კოლექცია ცნობილმა დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ შექმნა.
2006 წელს H&M-ისა და Viktor&Rolf მოდის სახლის თანამშრომლობის შედეგად, ბრენდის ისტორიაში პირველი საქორწინო კაბების კოლექცია შეიქმნა.
2007 წელს H&M-ისთვის ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციას რობერტო კავალის მოდის სახლი ქმნის. ამ თანამშრომლობის დიდ წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ლონდონის მაღაზიებში ვაჭრობის დაწყებიდან სამ წუთში ყველაფერი გაიყიდა.



2009 წელს კომპანიის მმართველობა სტეფან პერსონის ვაჟმა კარლ-იოჰანმა ჩაიბარა. პროდუქციაზე ხელმისაწვდომი ფასის წყალობით H&M-ის პოზიცია 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროსაც არ შერყეულა. კარლ-იოჰანი კარგი მენეჯერი გამოდგა. მისი მმართველობის დროს, კომპანიის აქციები გაიზარდა. 
„მისაღები ფასები, სახელოვანი პარტნიორები და კოლექციების შეზღუდული რაოდენობა“, - მამის სტრატეგიის მთავარ ელემენტებს კარლ-იოჰანი უცვლელად ტოვებს. 

შარშან კომპანიის წლიური შემოსავალი 10,8%-ით, ანუ 2,1 მლრდ დოლარით შემცირდა, რაც, კომპანიის ხელმძღვანელების განმარტებით, ევროპაში ტერორისტული საფრთხის ზრდამ და ტურისტების ნაკადის კლებამ გამოიწვია.
სწორედ ამის გამო 2017 წლის დასაწყისში H&M-მა ახალი სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც ქსელის განვითარებაზე უარის თქმასა და გაყიდვის მოცულობის სტაბილურ, 10-15%-იან ზრდას ითვალისწინებს.
თუმცა, ახალი სტრატეგიის ამოქმედებამდე მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა მოასწრო და 16 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე მდებარე „გალერეა თბილისში“ თავისი პირველი მაღაზია გახსნა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?