1. ევანი EVAN TUBE
ევანი 8 წლის იყო, როცა მამის დახმარებით, YOUTUBE-ზე საკუთარი არხი EVAN TUBE შექმნა. ამჟამად, არხს მისი მფლობელისთვის ყოველწლიურად, 1,3 მლნ დოლარის მოგება მოაქვს. EVAN TUBE-ზე განიხილავენ ახალ სათამაშოებს, მსჯელობენ მოზარდთა პრობლემებზე და ა.შ. თუ თქვენ ქარიზმატული და იდეებით სავსე ხართ, YOUTUBE-ზე ძალები უნდა მოსინჯოთ. დღეისთვის აქ უამრავი ადამიანი ახერხებს ფულის შოვნას და ზოგიერთი იღბლიანი ევანის მსგავსად, მილიონების შოვნასაც ახერხებს.
2. კრისტიან ოუენსი
16 წლის კრისტიანს პირველი მილიონის შოვნაში თავისი კერპი სტივენ ჯობსი „დაეხმარა“. ოუენსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა პირველი კომპიუტერი აჩუქეს. სკოლაში სწავლისას მან პროგრამირება შეისწავლა და 14 წლის ასაკში თავისი პირველი დიზაინის კომპანია დააფუძნა. ამის შემდეგ შექმნა სტარტაპი Mac Bundle Box და მას შემდეგ, ყოველწლიურად, მილიონებს გამოიმუშავებს.
3. ადამ ჰილდრეტი
14 წლის იყო, როცა ადამმა, თანაკლასელებთან ერთად, სოციალური ქსელი DUBIT აამუშავა. მალე ვებგვერდი დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარული გახდა და 16 წლის ბიჭუნას 3,7 მლნ დოლარის მოგება მოუტანა. ამის შემდეგ, ჰილდრეტმა ინტერნეტმეკობრეებისგან ბავშვების დაცვის პროგრამა შეიმუშავა და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.
4. რაიანი Ryan’s Barkery
რაიანმა სკოლის მოსწავლის ასაკში დაიწყო საკუთარი ბიზნესი. ის 12 წლისაა და ძაღლების საცხობის მფლობელია. თითქოს მისი ბიზნესი არც ისე შემოსავლიანია, თუმცა ბიჭუნამ პირველი მილიონი დიდი ხნის წინათ იშოვა და ბედს არც ახლა უჩივის. აკეთეთ საყვარელი საქმე, რაც არ უნდა იყოს ის და ოდესმე აუცილებლად გაგიმართლებთ, - ამბობს ბიჭუნა.