ჩემს სათამაშოებს მილიონადაც არ დავთმობ - ბიზნესმენმა ნაძვის ხის სათამაშოების მუზეუმი გახსნა

წარმატების ისტორიები

2 იანვარი 20:00, 2018 წელი

„მე რისკების დივერსიფიცირება მოვახდინე“, - ამბობს მინსკელი ბიზნესმენი ანდრეი ბეგუნი, რომელმაც შარშან ტელეკომუნიკაციების სფეროში არსებული ბიზნესი დახურა და ფული სათამაშოების ბიზნესში დააბანდა. 

ახალგაზრდა ბიზნესმენმა ჯერ საახალწლო სათამაშოების ფაბრიკა ააშენა, შემდეგ კი Galleria Minsk-ის სავაჭრო ცენტრში ნაძვის ხის სათამაშოების მუზეუმი გახსნა, სადაც 800 000 დოლარის ღირებულების ექსპონატები განათავსა.


ანდრეის თქმით, მას ნაძვის ხის სათამაშოები ბავშვობიდან მოსწონდა, ამიტომაც სკოლაში სწავლის დროიდან მათი შეგროვება დაიწყო.
„2014 წელს ძმასთან ერთად მუზეუმის გახსნის იდეა მომივიდა. პირველი გამოფენა ისტორიის მუზეუმში გვქონდა, სადაც 30 000 დამთვალიერებელი მოვიდა. ჩვენი წამოწყების მიმართ ასეთ ინტერესს არ ველოდით და ძალიან გაკვირვებულები დავრჩით“, - იხსენებს ბეგუნი.

2017 წელს ბიზნესმენმა თავისი მუზეუმის სავაჭრო ცენტრში განთავსება გადაწყვიტა, სადაც დამატებითი დეკორაცია და ფოტოზონები განათავსა, რომ მეტი მნახველი მიეზიდა.

ამჟამად მუზეუმში თითქმის მილიონი დოლარის ღირებულების 1000-ზე მეტი ექსპონატია განთავსებული. მათ შორის ნახავთ როგორც საბჭოთა პერიოდის, ისე სხვადასხვა კონტინენტიდან ჩატანილ სათამაშოებს: ავსტრალიიდან - ორნამენტებით დამშვენებული აბორიგენების ქანდაკებებს, უგანდიდან - ბანანის ხის ფოთლისგან დამზადებულ სათამაშოებს, რომის პაპისთვის ნაჩუქარი ბურთის ასლს, სათამაშოებს, რომლებიც ვენის სამეფო სასახლეში ბალ-მასკარადებს ამშვენებდნენ და ა.შ.

ანდრეის თქმით, კოლექციის არც ერთი სათამაშო ებაიზე არ უყიდია და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობიდან ჩამოიტანა. 
„ვიღაცას მოგზაურობიდან სახსოვრად მაგნიტები ჩამოაქვს, მე კი მხოლოდ ნაძვის ხის სათამაშოებს ვეძებ. 52 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ყველა ბაზრობა და ანტიკვარული ნივთების მაღაზია შემოვლილი მაქვს და რამდენიმე ათასი ექსპონატი შევაგროვე, რომელიც მუზეუმში გამოვფინე. სხვათა შორის, ეს ბელარუსში და შესაძლოა, მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაა. ჩემს კოლექციას მილიონ დოლარადაც არ დავთმობ. ხუთ მილიონად შეიძლება გავყიდო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოდინება, სად შეიძლება მათი ყიდვა“, - ამბობს ბიზნესმენი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?