32 მილიარდი ქველმოქმედებაზე - მსოფლიოს ასეთი რამ არ ახსოვს!

წარმატების ისტორიები

30 იანვარი 20:00, 2018 წელი

„ეს ჩემი ვალია კაცობრიობის წინაშე“, - ამბობს საუდის არაბეთის პრინცი ალ ვალიდი და აპირებს, თავისი მთელი ქონება, რომელიც 32 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ქველმოქმედებას შესწიროს. 

ჟურნალი „ფორბსის“ 2015 წლის მონაცემებით, 60 წელს გადაცილებული ალ ვალიდი საუდის არაბეთის უმდიდრესი ადამიანია, თუმცა 32-მილიარდიანი ქველმოქმედება მსოფლიოს ჯერ არ ახსოვს.

„ეს ჩემი ვალია კაცობრიობის წინაშე, თუმცა ვადები განსაზღვრული არ მაქვს. თავის დროზე, მთელი ჩემი ქონება კეთილი საქმეების კეთებას მოხმარდება. ამჟამადაც ჩემი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამაზე იხარჯება. ამ ფულს სამარეში არ წავიღებ. მინდა, რომ ის კეთილ საქმეს ემსახუროს, რადგან გარშემო დახმარების მომლოდინე უამრავი ადამიანია. ვიღაც, ბოლოს და ბოლოს, განიკურნება, ვიღაც განათლებას მიიღებს და ნორმალურ ცხოვრებას აიწყობს. ეს ჩემი ვალია. შემიძლია, სამყარო ცოტა უკეთესი გავხადო და ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - განაცხადა პრინცმა.

ცნობილია, რომ ალ ვალიდმა ქონება საინვესტიციო პროექტებითა და აქციების შეძენით დააგროვა.
იმ კომპანიებს შორის, სადაც პრინცმა ინვესტიციები ჩადო, არიან: Apple, Twitter, Citibank, Four Seasons და მრავალი სხვა.
ალ ვალიდის თქმით, ქველმოქმედებაზე ბილ გეიტსმა შთააგონა, რომელმაც საკუთარი საქველმოქმედო ფონდი Gates Foundation გახსნა.
პრინცის შვილებმა მამის გადაწყვეტილება მოიწონეს.

ცნობისთვის, მისი აღმატებულება პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი 2015 წელს საქართველოსაც ეწვია, საინვესტიციო კლიმატის გასაცნობად.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?