10 მილიონერი, რომელმაც საკუთარ ქონებაზე უარი თქვა

უცნობი ფოტოები

22 ივლისი 22:00, 2017 წელი

გამდიდრების რამდენიმე გზა არსებობს: მემკვიდრეობა ანდერძით, თავდაუზოგავად შრომა, განძის პოვნა ან ლატარეაში მოგება. შემდეგ კი უმეტესობა ფულს თავისი სიამოვნებისთვის ხარჯავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მილიონებზე საკუთარი სურვილით ამბობენ უარს.

1. ჩარლზ ფინი - 6,5 მილიარდი დოლარი


თუ ოდესმე, რამე შეგიძენიათ DUTY FREE-ს მაღაზიათა ქსელში, უნდა იცოდეთ, რომ ამ მაღაზიათა ქსელის უმდიდრესმა მფლობელმა, დაგროვილი ქონებით უზრუნველად ცხოვრების ნაცვლად, ღარიბი ადამიანების დახმარება გადაწყვიტა.
ფონდმა, რომელშიც ჩარლზ ფინმა მთელი ქონება ჩადო, საქველმოქმედო მიზნებისთვის უკვე 6,5 მილიარდი დოლარი დახარჯა. ქველმოქმედ მილიარდერს საკუთარი ბინაც კი არ აქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.  



2. ნიკოლას ბერგრუენი - 2,2, მილიარდი დოლარი

ეს კიდევ ერთი უსახლკარო მილიარდერია. მან თავისი ფეშენებელური სახლები და უზარმაზარი ქონება მთლიანად გაყიდა და ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს. როგორც თავად ამბობს, ამ ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი ფულის მიმართ ინტერესის დაკარგვა გახდა.



3. ბჰავარლალ დოში - 600 მილიონი დოლარი


ამ ადამიანმა უზრუნველი ცხოვრება მონასტერში ცხოვრებაზე გაცვალა. ბჰავარლალ დოშიმ, რომელსაც ხშირად „პლასტმასის მეფეს“ უწოდებენ, გადაწყვიტა, რომ სრული ბედნიერებისთვის ფულისგან განთავისუფლება სჭირდება. როგორც მისი რელიგია ითხოვს, მამაკაცს ამჟამად ფეხსაცმელიც კი არ აქვს. 



4. მილარდ ფულერი - 250 მილიონი დოლარი


მილარდ ფულერმა ფული ახალგაზრდობაში იშოვა, თუმცა ამან ბედნიერება ვერ მოუტანა. მისგან წავიდა მეუღლე, რომელიც ძალიან უყვარდა და მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ფულერმა თავის ფულზე უარი თქვა. ცოლ-ქმარმა ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაცია HABITAT FOR HUMANITY INTERNATIONAL დააფუძნა, რომელიც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს ბინების შეძენაში ეხმარება და სხვა საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს.



5. ბრაიან ბერნი - 24 მილიონი დოლარი


შეიძლება ითქვას, რომ ბრაიან ბერნსაც ქველმოქმედებისკენ ცოლმა, უფრო სწორად, მისმა ავადმყოფობამ უბიძგა. ცოლ-ქმარი ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებს მანამდეც ეხმარებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრაიანის ცოლმა ეს უმძიმესი დაავადება თავად გადაიტანა, მამაკაცმა გადაწყვიტა, მთელი აქტივები გაეყიდა და თანამედროვე სამედიცინო ცენტრი აეშენებინა.



6. კარლ რებრედერი - 4,5 მილიონი დოლარი


როცა კარლ რებრედერმა გააცნობიერა, რომ ფულმა ბედნიერება ვერ მოუტანა, გაყიდა ძვირფასი ვილა, მამულები, მანქანები, თვითმფრინავები და მთელი ფული საქველმოქმედო ფონდში MYMICROCREDIT-ში ჩადო, რომელიც სამხრეთ ამერიკის ღარიბ მოსახლეობას ეხმარება.



7. გრემ პენდრილი - 1,8 მილიონი დოლარი


ბრიტანელ მილიონერს გრემ პენდრილს კენიაში მოგზაურობა მთელ ქონებად დაუჯდა. მოგზაურობის დროს მას უხუცესი მასაის ტიტული მიანიჭეს (მასაი კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრები ნახევრად მომთაბარე ხალხის ეთნიკური ჯგუფია). მილიონერი მათი ცხოვრების სტილმა იმდენად მოხიბლა, რომ მთელი ქონება გაყიდა და კენიაში საცხოვრებლად გადავიდა.


8. ჯონ პედლი - 1,5 მილიონი დოლარი


კიდევ ერთმა ბრიტანელმა მილიონერმა გადაწყვიტა, რომ თავისი ქონება უგანდაში მცხოვრები ღარიბებისთვის გადაეცა. უფრო მეტიც, ის აპირებს, თავადაც უგანდაში გადავიდეს საცხოვრებლად და იქ დააფუძნოს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც უგანდელ ბავშვებს დაეხმარება.



9. იაო ნანშანი - ქონების ოდენობა უცნობია


მთელი მსოფლიო მოიარა ცნობამ, რომ ჩინელმა მილიონერმა თავის ქონებაზე უარი საყვარელი ქალის გამო თქვა. ქალმა, რომელიც უბრალო ფერმერი გახლდათ, შეყვარებული მილიონერის წინადადებას - ცოლად გაჰყოლოდა, უარით უპასუხა, რადგან არ სურდა, თავისი პრობლემებით დაეტვირთა. მაშინ მილიონერმა მთელი ქონება უსახლკარო ბავშვებს გადაუფორმა და საყვარელ ქალს ხელი კიდევ ერთხელ სთხოვა. ამჯერად, თანხმობა მიიღო.



10. ლიუ ცზიჩუნი - ქონების ოდენობა უცნობია


ახალგაზრდა, წარმატებულმა ბიზნესმენმა, რომელიც ბუდიზმმა გაიტაცა, თავის ქონებაზე უარი თქვა და ღარიბებს დაურიგა. ამჟამად ის მთაში აგებულ ქოხში, საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?