საბჭოთა კავშირიდან გაქცეულები

უცნობი ფოტოები

16 სექტემბერი 22:00, 2017 წელი

მათ სოციალისტური სამშობლო „დამპალ“ კაპიტალისტურ ქვეყნებში ცხოვრების გამო დატოვეს. ადამიანები „რკინის ფარდის“ მიღმა სხვადასხვა მიზეზით გარბოდნენ და ბედიც სხვადასხვა ჰქონდათ.

საბჭოთა ხელისუფლება „რკინის ფარდას“ უცხო თვალისგან გულმოდგინედ იცავდა და ცდილობდა, ქვეყნის რეალური მდგომარეობა არავის დაენახა. ბუნებრივია, „ფარდის“ მიღმა არც საკუთარ მოქალაქეებს უშვებდნენ, რომ კაპიტალისტური პროპაგანდისგან დაეცვათ, თუმცა ზოგიერთი ცნობილი ადამიანი მაინც ახერხებდა ქვეყნიდან წასვლას. მათ შორის, ერთნი ახალ, ღირსეულ ცხოვრებას იწყებდნენ, მეორენი კი დეპრესიაში ვარდებოდნენ და უსახელოდ ამთავრებდნენ ცხოვრებას.

საველი კრამაროვი


70-იანების საბჭოთა კავშირში ეს სახელი და გვარი თითქმის ყველამ იცოდა, რადგან იმ დროისთვის, ებრაული წარმოშობის მსახიობს თავისი საუკეთესო როლები უკვე შესრულებული ჰქონდა.
1974 წელს საველი კრამაროვს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს, თუმცა, მალე მისი კარიერა თავდაღმართში დაეშვა. სერიოზულ როლებს აღარ აძლევდნენ, რადგან ცუდი მეხსიერება ჰქონდა და ტექსტის დაზეპირება უჭირდა. ამასთანავე, მსახიობი რელიგიური გახდა, სინაგოგაში სიარული დაიწყო და შაბათობით გადაღებებზე უარი თქვა.
მალე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ კრამაროვი ქვეყნიდან წასვლას ცდილობდა, თუმცა ამის უფლება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანისთვის წერილის გაგზავნის შემდეგ მოიპოვა.
სანამ ჰოლივუდში სერიოზულ როლს მისცემდნენ, მსახიობი მეორეხარისხოვანი როლებით კმაყოფილდებოდა, თუმცა ყველაფერი ამ როლთან ერთად დამთავრდა. კრამაროვს ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 


ანდრეი ტარკოვსკი


ნიჭიერმა რეჟისორმა თავისი საუკეთესო ფილმები („ანდრეი რუბლიოვი“, „სოლარისი“, „სტალკერი“) საბჭოთა კავშირში შექმნა, თუმცა ყოველთვის მიაჩნდა, რომ სოციალისტური სამშობლო მას განვითარებაში ხელს უშლიდა.
1982 წელს ანდრეი იტალიაში მხატვრულ ფილმ „ნოსტალგიაზე“ სამუშაოდ გაემგზავრა. გადაღებების დასრულების შემდეგ მან წერილი დაწერა და სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის დირექტორს, ცოლთან ერთად, საზღვარგარეთ 3 წლით დარჩენის უფლება სთხოვა.
საბჭოთა ჩინოვნიკებისთვის რეჟისორის თხოვნას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ტარკოვსკის გაუწონასწორებელი ეგოისტი უწოდეს და თხოვნაზე უარი უთხრეს, თუმცა ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. შვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა ტარკოვსკის მამა, რომელსაც რეჟისორმა წერილი მისწერა და აუხსნა, რომ დევნასა და შევიწროებაში ცხოვრება აღარ შეუძლია და ემიგრაცია სამშობლოს სიყვარულზე უარის თქმას არ ნიშნავს. დასავლეთში ტარკოვსკიმ სახელის მოხვეჭა ვერ შეძლო. უბრალოდ, ამისთვის დრო არ ეყო, რადგან 1985 წელს მას სიმსივნე აღმოაჩნდა და ერთი წლის შემდეგ, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 


ალექსანდრე გოდუნოვი


ის „დიდი თეატრის“ ძირითად დასში 20 წლის ასაკში ჩაირიცხა და მალევე, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე გახდა. ამბიციური და ნიჭიერი მსოფლიო დიდებაზე ოცნებობდა, მაგრამ „დიდი თეატრის“ შიგნით არსებული ინტრიგები ოცნების ასრულების საშუალებას არ აძლევდა.
1979 წელს, ამერიკაში გასტროლების დროს, გოდუნოვმა ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. როცა ამის შესახებ საბჭოთა კავშირში შეიტყვეს, გოდუნოვის ცოლის ამერიკიდან წამოყვანა სცადეს.
ამას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა, რომელშიც ჯიმი კარტერი და ლეონიდ ბრეჟნევიც მონაწილეობდნენ. რთულად აეწყო საქმეები ამერიკულ თეატრშიც, ამიტომ მოცეკვავემ კინოში წასვლა გადაწყვიტა.  
ჰოლივუდში გოდუნოვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „კერკეტ კაკალში“ ბრიუს უილისის გმირის მიერ მოკლული ბოევიკის როლი აღმოჩნდა.
ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოცეკვავე თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გაკვეთამ აჩვენა, რომ 45 წლის გოდუნოვი ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფონზე გართულებული ჰეპატიტით გარდაიცვალა.


რუდოლფ ნურიევი


მსოფლიო ბალეტის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა 1961 წელს პარიზში გასტროლების დროს, პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. საფრანგეთის ხელისუფლებისგან მიღებული უარის შემდეგ ნურიევი კოპენჰაგენში გაემგზავრა. მსახიობს კოპენჰაგენის სამეფო თეატრში წარმატებული გამოსვლები ჰქონდა, თანაც აქ თავისი ჰომოსექსუალობისთვის არავინ გაკიცხავდა. მოგვიანებით, ნურიევი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც 15 წლის მანძილზე ინგლისური ბალეტის ვარსკვლავი და ბრიტანელი თაყვანისმცემლების კერპი იყო. მალე ნურიევმა ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო და მისმა პოპულარობამ ზენიტს მიაღწია. ის ყოველწლიურად სამასამდე კონცერტს ატარებდა, 80-იან წლებში კი პარიზის საბალეტო დასის ხელმძღვანელი გახდა. მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს საბჭოთა კავშირში შესვლის უფლება მხოლოდ სამი დღით დართეს, რათა დედის დაკრძალვას დასწრებოდა.
ცხოვრების უკანასკნელი ათი წელი მოცეკვავე შიდსით დაავადებული გახლდათ და სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალა.



ალექსანდრე ალიოხინი 




ცნობილი მოჭადრაკე, ჭადრაკის თეორეტიკოსი, მსოფლიოს ჩემპიონი, ლიტერატორი და სამართლის დოქტორი ალექსანდრე ალიოხინი საფრანგეთში საცხოვრებლად ჯერ კიდევ 1921 წელს გაემგზავრა. ის პირველი იყო, ვინც 1927 წელს დაუმარცხებელ კაპაბლანკას სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
თავისი კარიერის მანძილზე ალიოხინმა მხოლოდ ერთი საჭადრაკო პარტია წააგო და სიცოცხლის ბოლომდე მსოფლიო ჩემპიონად დარჩა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ოჯახი რომ გამოეკვება, ალიოხინი იძულებული იყო, ნაცისტური გერმანიის საჭადრაკო ტურნირებში მიეღო მონაწილეობა.
1946 წლის მარტში, ბოტვინიკთან შეხვედრის წინ, ალექსანდრე ალიოხინი გარდაცვლილი იპოვეს. ის ჭადრაკის დაფის წინ, სავარძელში იჯდა და სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. ის, უბრალოდ, გაგუდეს, მაგრამ დღემდე დაუდგენელია, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს მისი ასფიქსია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?