ყასბობიდან კინოვარსკვლავობამდე - ალენ დელონი და მისი ცხოვრების გზა

უცნობი ფოტოები

7 ოქტომბერი 22:00, 2017 წელი

„თქვენ მეტისმეტად ლამაზი ხართ იმისთვის, რომ წარმატებული კარიერა შექმნათ“, - ასეთი უარით ისტუმრებდნენ მსახიობობაზე მეოცნებე ალენ დელონს კინოსინჯებიდან, თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა...

ფრანგი მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი პარიზის სამხრეთ გარეუბანში, 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა.
ალენის მამა ფაბიენი წარმოშობით კორსიკელი გახლდათ და პატარა, ოჯახური ბიზნესი ჰქონდა.
დედა - ედიტ არნოლდი პროფესიით ფარმაცევტი იყო, მაგრამ ქმრის კინოთეატრში კონტროლიორად მუშაობდა. ამგვარად, კინო ალენის ბავშვობის განუყოფელი ნაწილი გახლდათ.

ალენი 2 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ. ბიჭუნა დედასთან დარჩა. 1939 წელს ედიტი ადგილობრივ ბიზნესმენსა და ძეხვეულის მაღაზიის მფლობელს გაჰყვა ცოლად. ქალს ქმრის მაღაზიაში მუშაობა უწევდა და შვილისთვის დრო არ რჩებოდა, ამიტომ ალენი აღსაზრდელად ძიძას, მადამ ნეროს მიაბარა.
ძიძის ოჯახში ბიჭუნამ რამდენიმე წელი გაატარა. მადამ ნეროსა და მისი ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ალენი დედის ოჯახში დაბრუნდა, თუმცა იმ თბილ და კეთილ ადამიანებს ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა.

ალენი სკოლაში სანიმუშო ყოფაქცევით არ გამოირჩეოდა, ბევრს ცელქობდა და ცუდად სწავლობდა, ამიტომ რამდენიმე სკოლის გამოცვლა მოუწია. საბოლოოდ, დედამ და მამინაცვალმა გადაწყვიტეს, რომ სწავლა ალენის საქმე არ იყო და ბიჭუნას ძეხვეულის დამზადების ტექნოლოგია შეასწავლეს.
ალენს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან მშობლების პროფესიის გაგრძელება ნორმალურად მიაჩნდა.

სწავლის დასრულებისა და დიპლომის აღების შემდეგ, მან პარიზის ერთ-ერთ ხორცის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. 1953 წელს, 18 წლის ყმაწვილმა საყასბოში მუშაობას თავი დაანება, ჯარში წავიდა და ინდოჩინეთის ომში მიიღო მონაწილეობა. როგორც მოგვიანებით თქვა, სწორედ ომში მონაწილეობამ მისცა საშუალება, თავი ნამდვილ მამაკაცად ეგრძნო.

1956 წელს მომავალი მსახიობი ჯარიდან დაითხოვეს. ის პარიზში დაბრუნდა და ელისეის მინდვრების ახლოს, ლუდხანაში მიმტანად დაიწყო მუშაობა.
ომგამოვლილი ახალგაზრდა კაცი იმდენად სიმპათიურად გამოიყურებოდა, რომ ახლობლებმა კინოში გადაღება ურჩიეს. ალენს რჩევა ჭკუაში დაუჯდა, მაგრამ ყველა კასტინგიდან უარით ისტუმრებდნენ. „თქვენ მეტისმეტად ლამაზი ხართ იმისთვის, რომ წარმატებული კარიერა შექმნათ“, - ეუბნებოდნენ რეჟისორები.

იმედი თითქმის გადაწურული ჰქონდა, როცა დამწყები მსახიობი ჟან-კლოდ ბრიალი გაიცნო. ახალგაზრდები დამეგობრდნენ და კანის ფესტივალზე იმ მიზნით გაემგზავრნენ, რომ რომელიმე პროდიუსერი შენიშნავდა და როლს შესთავაზებდა. ასეც მოხდა. დელონი ამერიკელ „ტალანტების მაძიებელ“ ჰარი უილსონს მოუვიდა თვალში და ჰოლივუდში გადაღება შესთავაზა, მაგრამ ინგლისური უნდა ესწავლა.
პარიზში დაბრუნებისთანავე ალენმა ინგლისურის სწავლა დაიწყო, თუმცა ჟან-კლოდ ბრიალიმ რეჟისორი ივ ალეგრე გააცნო, რომელმაც დაარწმუნა, რომ ჰოლივუდში გამგზავრებაზე უარი ეთქვა და თავის ფილმში პატარა როლი მისცა. 1957 წელს ეკრანებზე გამოვიდა ალენ დელონის სადებიუტო ფილმი „როცა საქმეში ქალი ერევა“.

მალე დამწყები მსახიობი ტიტულოვანმა რეჟისორებმაც შენიშნეს, რასაც ერთმანეთის მიყოლებით, სამ ფილმში გადაღება მოჰყვა. ალენმა იცოდა, რომ საჭირო განათლების გარეშე კინოხელოვნებაში მწვერვალების დაპყრობა გაუძნელდებოდა, ამიტომ მეტყველებასა და მიმიკაში დამოუკიდებლად მეცადინეობა დაიწყო.

ახალგაზრდა, ნიჭიერ მსახიობს მსოფლიო აღიარება 1960 წელს, ფილმის „თაკარა მზის ქვეშ“ პრემიერის შემდეგ ეწვია, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსებმა მას ანგელოზის სახისა და ეშმაკის სულის მქონე მამაკაცი უწოდეს. მალე ალენი იტალიაში ლუკინო ვისკონტის ფილმში „როკო და მისი ძმების“ გადაღებებზე მიიწვიეს. ამ დროიდან კინო ალენ დელონის ცხოვრება გახდა. რაც შეეხება პირადულს, როგორც თავად მსახიობი ამბობდა, „შეცდომებს უშვებდა, იტანჯებოდა, მაგრამ ყოველთვის უყვარდა“.

ბუნებრივია, ასეთი გარეგნობის პატრონს ბობოქარი სასიყვარულო თავგადასავლები ჰქონდა. მას უამრავი ქალი ჰყავდა: ერთი ოფიციალური და სამი სამოქალაქო ქორწინება და სიყვარული, რომელიც ნებისმიერ კავშირზე ძლიერი იყო. დანარჩენი ქალები, უბრალოდ, მის ისედაც ლამაზ ცხოვრებას ალამაზებდნენ.

ალენის პირველი და ნამდვილი სიყვარული ახალგაზრდა ავსტრიელი მსახიობი რომი შნაიდერი გახდა, რომელიც 1958 წელს „კრისტინას“ გადაღებებზე გაიცნო. პრესამ მათ ევროპული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ რომის მშობლები შვილის არჩევანს სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, ქალმა სამშობლო დატოვა და საყვარელ მამაკაცს პარიზში გაჰყვა. ალენის გამო, რომი მზად იყო, უბრალო დიასახლისი გამხდარიყო და მთელი დღე სამზარეულოში ეტრიალა...
მათი ურთიერთობა თითქმის 6 წელს გაგრძელდა და მაშინვე შეწყდა, როგორიც კი რომიმ გაიგო, რომ ალენი მას პერიოდულად, სხვა მსახიობებთან ღალატობდა. ქალმა პარიზი დატოვა და ჰოლივუდში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ გათხოვდა, რომის ალენის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ ეწერა. ჯერ საყვარელი შვილი დაასაფლავა, შემდეგ ქმარი, რომელმაც თავი მისი კაშნეთი ჩამოიხრჩო და უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდა. საბოლოოდ, ქალი ალკოჰოლს მიეძალა და 43 წლის ასაკში გული გაუსკდა.

რომის დაკრძალვის ორგანიზება ალენ დელონმა საკუთარ თავზე აიღო. ის საყვარელ ქალს სამარემდე მიჰყვა და საფლავზე ქაღალდზე დაწერილი, გერმანულ ენაზე ნასწავლი ფრაზა დაუტოვა: „მე შენ გაღმერთებ, ჩემო სიყვარულო“. რომი შნაიდერისა და ალენ დელონის ურთიერთობა მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიებშია შეტანილი... 
რომისთან დაშორების შემდეგ მსახიობს ხანმოკლე რომანი ჰქონდა მსახიობსა და მომღერალ ნიკოსთან, რომელმაც 1962 წელს ვაჟი - არონი გაუჩინა. ალენი მამობას არ აღიარებდა, თუმცა ბიჭუნა ალენის დედამ და მამინაცვალმა გაზარდეს. არის გვარად ბულონი ერგო, ალენ დელონის მამინაცვლის გვარი.

მსახიობის პირველი ოფიციალური ცოლი ნატალი ბარტოლეი გახლდათ, რომელთანაც 1964 წელს იქორწინა. წყვილს ვაჟი ენტონი შეეძინა, თუმცა ისინი 4 წლის შემდეგ დაშორდნენ.
ალენის მორიგი გატაცება მსახიობი მირეი დარკი იყო. წყვილმა სამოქალაქო ქორწინებაში 13 წელი გაატარა. რაღაც ეტაპზე, ალენმა მირეის ან პერიიოსთან უღალატა, მაგრამ სწორედ ამ დროს მირეი საშინელ ავარიაში მოყვა და მსახიობი გვერდიდან აღარ მოსცილებია, სანამ ქალი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდა. მოგვიანებით, ისინი მაინც დაცილდნენ, თუმცა თბილი და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

1987 წლიდან ალენ დელონი მესამე სამოქალაქო ქორწინებაში იყო ჰოლანდიელ მოდელთან როზალი ვან ბრემენთან, რომელმაც მსახიობს ორი შვილი - ანუშკა და ალენ ფაბიენი გაუჩინა. როზალისთან ქორწინება 10 წელს გაგრძელდა.
ამჟამად, 82 წლის მსახიობი მარტო ცხოვრობს და შინაური ცხოველების გარემოცვით ტკბება.


 


მსახიობის ბავშვობა




1958 წ. ნიუ-იორკში



რომი შნაიდერთან ერთად „კრისტინას“ გადაღებებზე, 1958 წ.



„როკო და მისი ძმების“ პრემიერაზე, 1960 წ.



რომისთან ერთად, 1963 წ.



ნატალი ბარტოლეისთან ერთად, 1964 წ.



ნატალისთან და ვაჟ ენტონისთან ერთად, 1965 წ.






მირეი დარკთან ერთად 1975 წ.



მსახიობის ვაჟი არონი



მსახიობის ვაჟი ენტონი თავის შვილებთან ერთად



როზალი ვან ბრემენთან ერთად



ქალიშვილ ანუშკასთან ერთად





მსახიობის ვაჟი ალენ ფაბიენი





82 წლის ვარსკვლავი




 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?