ლიკა ქავჟარაძე და სესილია თაყაიშვილის სხვა ეკრანული შვილიშვილები

უცნობი ფოტოები

14 ოქტომბერი 22:00, 2017 წელი

საქართველო მარადია ბებიას ულამაზეს მარიტას ეთხოვება...

16 წლის ლიკა ქავჟარაძის მიერ შექმნილი ობოლი მარიტას სახე დაუვიწყარი აღმოჩნდა. თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ ქართული კინოს თანავარსკვლავედი მონაწილეობდა. მაყურებლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სესილია თაყაიშვილის მიერ შექმნილი ბებია მარადიას სახე და ტრაგიზმით სავსე საფინალო სცენა.
რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულს თვალებში უყურებდა და მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც... შენც... უცებ თითქოს ყველა გაიყინა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად დამაჯერებლად ითამაშა ეს სცენა, რომ ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია“.

სესილია თაყაიშვილს კინოსა და თეატრში 120-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, თუმცა მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი ის როლები აღმოჩნდა, სადაც მსახიობმა ბებია ითამაშა.

სესილიას ბებია ადამიანებისთვის ისეთი ნამდვილი და ახლობელი იყო, რომ ფილმის ნახვის შემდეგ რეჟისორმა ჟან დაკანტმა ბრძანა: ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო. ამბობენ, რომ სესილიას მიერ შექმნილი „მარადიული ბებიას“ სახემ ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის Pink floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებელი - როჯერ უოტერსიც არ დატოვა გულგრილი. სწორედ ამას უკავშირდება ჯგუფის ერთ-ერთ კლიპში („Money“) სესილიას გამოჩენა. გავრცელებული ინფორმაციით, როჯერ უოტერსს  თენგიზ აბულაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ უნახავს. ემოციებისგან ცრემლები წამოსვლია და ფილმის ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძის წიგნი წაუკითხავს. სესილიას ფოტო კი კლიპში გამოუყენებია. 
სესილია თაყაიშვილმა ბებიას როლი პირველად მხატვრულ ფილ „მანანაში“ შეასრულა. ამას მოჰყვა „თოჯინები იცინიან“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „როცა აყვავდა ნუში“ და „ნატვრის ხე“, რის გამოც მსახიობს მარადიული ბებია შეარქვეს.






ლიკა ქავჟარაძე (მარიტა) და სესილია თაყაიშვილი (მარადია)
„ნატვრის ხე“ - გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1976 წელი (საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოკოლექციიდან)





სერგო ორჯონიკიძე (ზურიკელა) და სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია)
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რეჟისორი თენგიზ აბულაძე. 1962 წელი.
„14 წლის ვიყავი. როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო? მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე  ხელი სესილიას. მეგონა, მძიმე იქნებოდა და სულაც არ აღმოჩნდა მძიმე. მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ დამაგდოსო“, - სერგო ორჯონიკიძე.




გოგა ფიფია (ლექსო) და სესილია თაყაიშვილი (ვარო ბებია)
„როცა აყვავდა ნუში“ - რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1972 წელი







მერაბ თავაძე (რეზიკო) და სესილია თაყაიშვილი (გუცა ბებია)
„თოჯინები იცინიან“ - რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, 1962 წელი.





ნანული სარაჯიშვილი (მანანა), სესილია თაყაიშვილი (ბებია), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (ბაბუა) 
„მანანა“ - რეჟისორები ზაქარია გუდავაძე და შალვა მარტაშვილი. 1958 წელი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?